ადვოკატი ლაურა დავითაძე / Lawyer Laura Davitadze

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ადვოკატი ლაურა დავითაძე / Lawyer Laura Davitadze

ადვოკატი ლაურა დავითაძე / Lawyer Laura Davitadze Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ადვოკატი ლაურა დავითაძე / Lawyer Laura Davitadze, Lawyer & Law Firm, Batumi.

საადვოკატო მომსახურება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე 👇

⚖️ იურიდიული დახმარება და წარმომადგენლობა სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

25/05/2026

განახლება,
შეგროვებული თანხა 1 ივნისს სრულად გადაირიცხა ფონდში ,,ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტრიფიას".

ძვირფასო წევრებო,

შეგახსენებთ, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ასოციაცია აგრძელებს თანხის შეგროვებას, რომელიც 1 ივნისს სრულად გადაეცემა ბავშვების ოჯახებს.

👉🏼თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

📌მიმღები სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

👉🏻დანიშნულება - დიუშენის სინდრომის ბავშვებისთვის!

დავეხმაროთ ბავშვებს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით!

⚖️💼 სასამართლო დარბაზამდე ან მოლაპარაკებების მაგიდამდე - სასურველ შედეგს საქმის დეტალური დაგეგმვა განსაზღვრავს. ​წარმატე...
20/05/2026

⚖️💼 სასამართლო დარბაზამდე ან მოლაპარაკებების მაგიდამდე - სასურველ შედეგს საქმის დეტალური დაგეგმვა განსაზღვრავს.

​წარმატებული სამართლებრივი შედეგი შემთხვევითობა არ არის. ის დეტალების სიღრმისეულ ანალიზს, დოკუმენტების ზუსტ შესწავლასა და სწორად შერჩეულ სტრატეგიას ეფუძნება.

​ჩემი ამოცანაა, თითოეულ იურიდიულ საკითხში ვიპოვო ის უმცირესი ნიუანსიც კი, რომელიც თქვენს ინტერესებს გარანტირებულად დაიცავს.

​📞 +995 558 00 24 23
📩 [email protected]

19/05/2026

ძვირფასო კოლეგებო,
ადვოკატთა ასოციაციის წევრებო!

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძელებს საქველმოქმედო აქტივობებს.

თბილისის ბავშვთა სახლისა და ხანდაზმულთა თავშესაფრის შემდეგ, ასოციაციის წევრები ამჯერად, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან (1 ივნისი) დაკავშირებით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად გაერთიანდებიან.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში და ადვოკატთა ასოციაციის სოციალური ფონდის ორგანიზებით 31 მაისს 16:00 საათზე ადვოკატთა ასოციაციის ტერიტორიაზე დაგეგმილია საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც სპეციალურად ადვოკატების შვილებისთვის გაიმართება 16:00-დან 18:00 საათამდე.

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით აღიარებულია ბავშვის უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე სრულყოფილი მომსახურებით, ავადმყოფობათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საშუალებებით. ამასთანავე, არცერთ ბავშვს არ უნდა შეელახოს ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უფლება.

საქართველოს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად, ბავშვს აქვს უფლება, მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს უმაღლესი შესაძლო სტანდარტით. სახელმწიფო ვალდებულია, ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზება უზრუნველყოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისებსა და დაწესებულებებზე რეალური, დროული და ეფექტიანი ხელმისაწვდომობით, აგრეთვე უსაფრთხო და უვნებელი გარემოს შექმნით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და აღმასრულებელი საბჭოს თითოეული წევრი სოლიდარულია ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის პროცესში. ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ეს განსაკუთრებულად სჭირდებათ, რადგან თითოეულ ბავშვს აქვს ჯანმრთელობის დაცვისა და ჯეროვანი სამედიცინო მომსახურების მიღების ხელშეუვალი უფლება. დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების საჭიროებების დროული დაკმაყოფილება არა მხოლოდ ახანგრძლივებს მათ სიცოცხლეს, არამედ რადიკალურად აუმჯობესებს მის ხარისხს, რაც მათ საშუალებას აძლევს იცხოვრონ ღირსეულად და ტკივილის გარეშე.

ვიმედოვნებთ, რომ ბავშვთა უფლებები და ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე თითოეული ჩვენგანის ჩართულობით, რაც უმოკლეს ვადაში მათი საჭიროებების სწორ უზრუნველყოფასა და მხარდაჭერას გულისხმობს.

აღნიშნულ საკითხზე ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ დამატებით იმსჯელა 16 მაისის სხდომაზე და საბჭოს გადაწყვეტილებით ასოციაციაში გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, სადაც თითოეულ წევრს შესაძლებლობა აქვს, თანხა ჩარიცხოს.
შემოსული თანხა 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სრულად გადაეცემა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ოჯახებს, რითაც მცირედ წვლილს შევიტანთ ბავშვების საჭიროებების უზრუნველყოფაში.

👉🏼თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

📌მიმღები სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.
დანიშნულება - დიუშენის სინდრომის ბავშვებისთვის!

დავეხმაროთ ბავშვებს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით!

14/05/2026
12/05/2026

2026 წლის 30 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1609 კონსტიტუციური სარჩელი („ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის − 65 წლის მიღწევა, ხოლო პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

მოსარჩელის პოზიციით, პენსიაზე უფლების წარმოშობის კონტექსტში ქალები და კაცები არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის მეშვეობითაც ფორმირდება საპენსიო ფონდი, როგორც დასაქმებული ქალი, ისე კაცი, თანაბარი მოცულობით მონაწილეობს. ამასთანავე, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქალთა რაოდენობა აღემატება მამაკაცთა რაოდენობას როგორც დაბადების მაჩვენებლით, ისე სიცოცხლის ხანგრძლივობით. შესაბამისად, მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკის 5 წლით უფრო გვიან განსაზღვრა წარმოადგენს სქესის ნიშნით დიფერენცირებას, რომელსაც არ გააჩნია გონივრული და ობიექტური გამართლება, რაც ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას.

მოპასუხე მხარის განმარტებით, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას სახელმწიფოს ფართო დისკრეცია გააჩნია. მოპასუხის მითითებით, ქალებს ხშირად უწევთ არაანაზღაურებადი საქმიანობის შესრულება შინამეურნეობაში, ხოლო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო მათ კარიერაში ჩნდება წყვეტები, რაც ამცირებს საპენსიო დანაზოგს. ამასთანავე, ადრეული საპენსიო ასაკი განპირობებულია ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სახელფასო სხვაობით და იმ სტერეოტიპებით, რომლებიც ქალების მენეჯერულ პოზიციებზე დაწინაურებას აფერხებს. ამდენად, მოპასუხის განმარტებით, სადავო რეგულირება ქალებსა და კაცებს შორის სოციალურ რეალობაში არსებული ფაქტობრივი უთანასწორობის დაბალანსებას ემსახურება.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული ნორმა ითვალისწინებს განსხვავებულ მოპყრობას შესადარებელ სუბიექტებს, ქალებსა და მამაკაცებს შორის, ხოლო დიფერენცირების ნიშანს სქესი წარმოადგენს. თავის მხრივ, რამდენადაც სქესი არის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით სახელდებით განსაზღვრული ნიშანი, საკონსტიტუციო სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის საკითხი მკაცრი ტესტის გამოყენებით შეაფასა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური როლების შესაბამისად, ქალთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახში ასრულებს არაანაზღაურებად ზრუნვით და საოჯახო შრომას. ბავშვების აღზრდა, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოვლა, აგრეთვე საოჯახო საქმეების ორგანიზება და შესრულება, საზოგადოების სხვადასხვა ფენის მიერ, ტრადიციულად ქალის მოვალეობად აღიქმება. ამგვარი გენდერული განაწილება ქალთა შრომას საზოგადოებრივად აუცილებელ, თუმცა ეკონომიკურად უხილავ საქმიანობად აქცევს, რაც მათ შრომით ბაზარზე სრულფასოვან ინტეგრაციას ზღუდავს. შედეგად, ქალებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, დასაქმდნენ სრულ განაკვეთზე, დაიკავონ სტაბილური და მაღალანაზღაურებადი პოზიციები ან ჰქონდეთ უწყვეტი პროფესიული კარიერა, რაც ხანდაზმულობისათვის რეგულარულ და საკმარის დანაზოგს უზრუნველყოფდა. ამასთანავე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, ისევე, როგორც ბავშვის მოვლა, ხშირად იწვევს კარიერულ წყვეტას, დასაქმების ფორმის ცვლილებას ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობას. აღნიშნული გარემოებები პირდაპირ აისახება ქალთა შემოსავლის მოცულობაზე, პროფესიულ წინსვლასა და შრომითი სტაჟის უწყვეტობაზე. შემცირებული და არასტაბილური შემოსავალი, აგრეთვე შრომითი აქტივობის პერიოდული შეწყვეტა, საბოლოოდ, განაპირობებს შედარებით მცირე დანაზოგს და ზრდის ხანდაზმულობისას ეკონომიკური დაუცველობისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შეზღუდვის რისკს.

დამატებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ უმრავლეს სფეროში ქალსა და მამაკაცს წარმატებული და შედეგიანი საქმიანობის ერთნაირი უნარები აქვთ. აღნიშნულის მიუხედავად, გლობალური მონაცემები ადასტურებს, რომ ქალთა საშუალო ანაზღაურება სისტემურად ჩამორჩება კაცთა საშუალო ანაზღაურებას. აღნიშნული სხვაობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შრომით გარემოში დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებიც მამაკაცს ლიდერულ, გადაწყვეტილების მიმღებ და მაღალანაზღაურებად პოზიციებთან აკავშირებს. ამასთანავე, ქალთა დასაქმების მაღალი კონცენტრაცია შედარებით დაბალანაზღაურებად სექტორებში, კიდევ უფრო აძლიერებს სახელფასო უთანასწორობას. შედეგად, ქალისა და მამაკაცის შემოსავალს შორის სხვაობა არა მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანის, არამედ სტრუქტურული და კულტურული ფაქტორების ერთობლივი მოქმედების შედეგია.

შესაბამისად, ხსენებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურებოდა, რის გამოც, №1609 კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

დავის საგანი: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

12/05/2026

2026 წლის 13 და 14 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „მ. ხ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1822).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციის მიხედვით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს არაუგვიანეს 4 თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო თუ სამართალდარღვევა დენადია − არაუგვიანეს 4 თვისა მისი გამოვლენის დღიდან.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, ოთხთვიანი ვადის ათვლის მიზნებისთვის, არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, თუ როდის გაიგო მონაცემთა სუბიექტმა მისი პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავების შესახებ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ თუ მონაცემთა სუბიექტი ოთხთვიანი ვადის გასვლის შემდგომ შეიტყობს მისი პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავების თაობაზე, შესაბამის ორგანოს, არ შეუძლია, იმსჯელოს ასეთი დარღვევის არსებობის შესახებ. ამასთანავე, თუ სუბიექტმა დადგენილ ვადებში მიმართა სამსახურს, არასაკმარისი დროის გამო, შესაძლოა ობიექტურად ვერ მოხდეს საქმის საფუძვლიანად შესწავლა ან არასამართლიანად გაჭიანურდეს საქმის გადაწყვეტა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა აბრკოლებს პირს მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, გააჩნდეს საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვის ქმედითი მექანიზმი და ისარგებლოს ადმინისტრაციული საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებით.

მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ მიმართებით.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 ⚖️ ​
11/05/2026

⚖️ ​

Address

Batumi
6000

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 15:00

Telephone

+995558002423

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი ლაურა დავითაძე / Lawyer Laura Davitadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ადვოკატი ლაურა დავითაძე / Lawyer Laura Davitadze:

Share