15/12/2025
⚖️ კრიტიკა დასაშვებია - მაგრამ არა ადვოკატების ღირსების ხარჯზე.
⚖️თურმე რეგიონიდან ჩამობრძანებული ადვოკატები - მოხუცებია და “ნაფტალინში შენახული ადამიანები” და ა.შ
⚖️ ადვოკატები მონები არ არიან და ყველას გააჩნია საკუთარი აზრი.
⚖️ ჩვენც ვიყავით არჩევნებზე რეგიონიდან (ბათუმი) - ახალგაზრდებიც და მოხუცებიც.
P.s თანაბარი ხმა აქვს ადვოკატს - მოხუცს, ახალგაზრდას, თბილისელს და რეგიონის ⏬️
📌 გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, ირაკლი ყანდაშვილმა რეგიონებიდან, “ძალდატანებით" და "მონებივით" - ავტობუსებით ჩამოიყვანა ადვოკატები ხმის მისაცემადო.
📌 ასევე ჩემი კოლეგები მოიხსენიეს როგორც “ნაფტალინში შენახული ადამიანები.”
✊️ პირდაპირ და მკაფიოდ ვიტყვი — ეს არის ჩემი კოლეგების შეურაცხყოფა!
✊️ ასეთი განცხადებები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ რიგი ადამიანები - ადვოკატებს არ აღიქვამენ დამოუკიდებელ, პასუხისმგებელიან და თავისუფალი არჩევანის მქონე პირებად!
✊️ ეს დამოკიდებულება დამამცირებელია — როგორც ჩემთვის, ისე ჩემი კოლეგა ადვოკატებისთვის!
📌 ️ რეგიონიდან ჩამოსვლა არ ნიშნავს მართულობას ან ვინმეს მონობას. რომელი ტრანსპორტით და ვისთან ერთად იმგზავრებენ ხმის მისაცემად ჩამოსული ადვოკატები - ეს მათი გადასაწყვეტია!
📌 ადვოკატი არ არის პირი, რომელსაც ვიღაც ძალდატანებით წაიყვანს სადმე და არც პირი, რომელიც არჩევანს - ჭორის საფუძველზე, ვიღაცის ფოტოს და/ან ბროშურის შინაარსის მიხედვით იცვლის!
✊️ ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ადვოკატმა ზუსტად იცის თავისი უფლებები. საარჩევნო ბიულეტენთან პირისპირ მდგომი - ის სრულად თავისუფალია მის არჩევნაში, და მისი ხმა კი სრულად დაცული. კაბინაში მას არავინ აკონტროლებს და არავინ კარნახობს - თუ ვის მისცემს ხმას!
✊️ ეს ფუნდამენტური პრინციპია, რომლის გაუგებრობა ან იგნორირება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არასწორად აფასებენ ჩვენს პროფესიას რიგი კოლეგები და/ან მედიის წარმომადგენლები.
✊️ მეგობრებო, ყველა ადვოკატის ხმას თანაბარი ფასი აქვს და არც ერთ მათგანს არ სჭირდება განმარტება, რატომ ჩამოვიდა და ვის უნდა მისცეს ხმა!
✊️ თუ გვინდა ძლიერი პროფესიული კორპუსი, უნდა შევწყვიტოთ ადვოკატების შეურაცხყოფა და მათი არჩევანის დაკნინება!
✊️ კრიტიკა დასაშვებია, მაგრამ ადვოკატის ღირსების ხარჯზე — არასოდეს!