ადვოკატი თეონა ნიკოლაიშვილი • Lawyer Teona Nikolaishvili

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ადვოკატი თეონა ნიკოლაიშვილი • Lawyer Teona Nikolaishvili

ადვოკატი თეონა ნიკოლაიშვილი  • Lawyer Teona Nikolaishvili Lawyer

📌რა არის აუცილებელი მოგერიება?❓❓📕საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს აუცილებელი მოგერიების სამართლ...
26/02/2024

📌რა არის აუცილებელი მოგერიება?❓❓

📕საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს აუცილებელი მოგერიების სამართლებრივ ინსტიტუტს,
აუცილებელი მოგერიება ადამიანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველია, რადგან თუ აუცილებელი მოგერიება მართლზომიერების ყველა პირობას აკმაყოფილებს, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობის მეორე ნიშანი - მართლწინააღმდეგობა. აუცილებელი მოგერიების უფლება მოქალაქეს ანიჭებს შესაძლებლობას, რომ მან თავდამსხმელის დაზიანების გზით მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან დაიცვას როგორც თავისი, ასევე სხვისი სამართლებრივი სიკეთე.

✅ანუ ყველას, ვისაც მართლსაწინაღმდეგოდ თავს ესხმიან უფლება აქვს მოიგერიოს თავდამსხმელი. თუმცა, თავდაცვის პროცესში გამოყენებულ უნდა იქნეს თავდასხმის პროპორციული ძალა.

🔴აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მომგერიებელი ისეთ თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რომელიც აშკარა შეუსაბამობაშია თავდასხმის ხასიათთან და საშიშორებასთან.

#აუცილებელიმოგერიებისუფლება

24/08/2023

ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 11

📌 რა წესით ხდება ბავშვის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება? 📃საქართველოს კანონის,“სამოქალაქო კოდექსის“  თანახმად:✅...
02/05/2023

📌 რა წესით ხდება ბავშვის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება?

📃საქართველოს კანონის,“სამოქალაქო კოდექსის“ თანახმად:

✅ბავშვის საკუთრებაში არსებული 1000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.
✅ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.

📃„ბავშვთა უფლებების კოდექსის“ თანახმად, ბავშვად ითვლება 18 წლამდე არასრულწლოვანი.

30/01/2023
 #ადვოკატიბათუმში   📞599522056
30/01/2023

#ადვოკატიბათუმში 📞599522056

 #პროფესიაადვოკატი  #თავისუფალიპროფესია  ✅საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი. ✅ადვოკატი არის თავის...
24/01/2023

#პროფესიაადვოკატი
#თავისუფალიპროფესია
✅საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი.
✅ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.
✅საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას;

23/01/2023

მოგესალმებით!
✅გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
🎓ადვოკატი თეონა ნიკოლაიშვილი.
ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით. დამატებითი სპეციალიზაცია:
არასრულწლოვნათა მართლმსაჯულება;
ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო);
📞 599522056;

Address

ჭავჭავაძის ქ. N 5, მე-4 სართული
Batumi

Telephone

+995599522056

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი თეონა ნიკოლაიშვილი • Lawyer Teona Nikolaishvili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ადვოკატი თეონა ნიკოლაიშვილი • Lawyer Teona Nikolaishvili:

Share