ადვოკატი საბა ბერიაშვილი/ lawyer saba beriashvili

ადვოკატი საბა ბერიაშვილი/ lawyer saba beriashvili ადვოკატი საბა ბერიაშვილი

💼🌍💼 თუ ხარ  #ემიგრანტი და  #საქართველოში გჭირდება და არამარტო საქართველოში  #ადვოკატი   #გერმანიაში ჩვენი გუნდი დაგეხმარ...
05/12/2022

💼🌍💼 თუ ხარ #ემიგრანტი და #საქართველოში გჭირდება და არამარტო საქართველოში #ადვოკატი #გერმანიაში ჩვენი გუნდი დაგეხმარება შენი სამართლებრივი პრობლემების მოგვარებაში❗❗❗

💼🧑‍⚖️💼 აირჩიე #პროფესიონალთა გუნდი❗❗❗

💼🌐💼 ჩვენი გუნდი #გაგიწევთ სრულ #საადვოკატო და #იურიდიულ მომსახურებას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ❗❗❗
ადვოკატი საბა ბერიაშვილი/ lawyer saba beriashvili 5️⃣5️⃣5️⃣4️⃣9️⃣3️⃣9️⃣9️⃣8️⃣

✅ ნებისმიერი სირთულის საქმეზე❗

✅ ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად ❗

✅ თქვენზე მორგებული პირობებით❗

✅ პირველი ონლაინ კონსულტაცია კვლავაც უფასოა ❗

✅ #კვალიფიციური #ადვოკატების გუნდი გირჩევთ ყველაზე ხელსაყრელ და ოპტიმალურ გზას პრობლემის მოსაგვარებლად ❗

🎯🎯🎯 ჩვენი მთავარი მიზანი საქმის წარმატებით დასრულებაა ჩვენი კლიენტის სასარგებლოდ ❗❗❗

👉👉👉 მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით აქ 📲📲📲📲

#ემიგრანტი
#ადვოკატიემიგრანტებისათვის
#ადვოკატისაქართველოში
#ადვოკატი
#ადვოკატისრჩევა
#საადვოკატომომსახურება
#იურისტი
#იურიდიულიკონსულტაცია
#განქორწინება
#ალიმენტი
#ბავშვისნახვისდღეებისგანსაზღვრა
#შრომითიდავა
#იურიდიულიმომსახურება
#სესხი
#ზიანისანაზღაურება
#საზიაროუფლებისგაუქმება
#თანხისდაკისრება
#სისხლისსამართლისადვოკატისისხლისსამართლისსაქმე
#დავა
#გამოსახლება

📣 ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ📌📌📌ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი ღირსებითა და უფლებებით. ...
05/12/2022

📣 ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ

📌📌📌ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი ღირსებითა და უფლებებით. საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო კონვენციებითა და დეკლარაციებით დადგენილი სტანდარტების, პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე.

⚖️ დღეისათვის, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები აღიარებული და უზრუნველყოფილია არაერთი საერთაშორისო კონვენციით და დეკლარაციით, მათ შორის, გაეროს 1948 წლის 10 დეკემებრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ევროპის საბჭოს 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ, ევროპის საბჭოს 1961 წლის 26 თებერვლის ევროპის სოციალური ქარტიით; 1966 წლის 16 დეკემბერს მიღებული გაეროს ორი პაქტით - “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” და “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების” შესახებ.

✅ისევე როგორც ყველა სხვა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციები, ადამიანის უფლებებს აღიარებს და უზრნველყოფს საქართველოს კონსტიტუციაც (2017 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით). კონსტიტუციის მეშვიდე მუხლის თანახმად, “სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს”.

✅კონსტიტუციით მეორე თავით დაცულია:

📌ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, პატივისა და ღირსება ხელშეუვალობა;
📌სიტყვის, აზრის, სინდისის, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება;
📌პირადი ცხოვრების, მიმოწერისა და შეტყობინებათა ხელშეუხებლობა;
📌საკუთრების უფლება;
📌თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებლის თავისუფალი არჩევის უფლება;
📌ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების, აზრების თავისუფლად გამოთქმისა და გავრცელების უფლება;
📌შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება;
გაერთიანებების შექმნის უფლება;
📌პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება;
📌ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება;
📌შრომის თავისუფლება;
📌განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლებები.
❌კონსტიტუციით აკრძალულია სიკვდილით დასჯა. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა.

✅კონსტიტუციით გარანტირებულია საპროცესო უფლებები:

📌დაცულია უდანაშაულობის პრეზუმფცია (ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით).
📌არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
📌ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს;
📌დაცვის უფლება გარანტირებულია.
📌კონსტიტუცია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობას. დაცულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შექმნის უფლება და თანასწორი საარჩევნო უფლებები.

📍ხშირად მხარეებს სურთ განქორწინება, თუმცა არ სურთ ერთმანეთთან შეხვედრა დაძაბული ურთიერთობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო. ...
05/12/2022

📍ხშირად მხარეებს სურთ განქორწინება, თუმცა არ სურთ ერთმანეთთან შეხვედრა დაძაბული ურთიერთობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო.

✅თუ ორივე მხარე თანახმაა რომ ქორწინება შეწყდეს განქორწინებით, გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას - წარმომადგენლობას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში.

✅რწმუნებულების საფუძველზე მხარეებს აქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად კომფორტულად დაასრულონ ყველასათვის არასასიამოვნო პროცესი ერთმანეთთან პირადი კომუნიკაციის გარეშე.

📍თუ ქორწინების ერთ-ერთი მხარეს არ სურს განქორწინება, ან იმ შემთხვევაში თუ მეუღლეებს შორის არსებობს ქონებრივი ან არაქონებრივი დავა, განქორწინება ხდება სასამართლოსათვის მიმართვის გზით.👩‍⚖️

✅აღსანიშნავია, რომ როდესაც კლიენტს წარმოადგენს ადვოკატი, მას არ უწევს სასმართლო პროცესებზე დასწრება.

👩‍🎓ადვოკატი ამზადებს სარჩელს სასამართლოში შესატანად, ესწრება სასამართლო სხდომებს და იცავს თქვენს ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს.

📞5️⃣5️⃣5️⃣4️⃣9️⃣3️⃣9️⃣9️⃣8️⃣ Vaiber/WhatsApp

#განქორწინება #ადვოკატი #საადვოკატობიურო #იურიდიულიკონსულტაცია #იურიდიულიდახმარება

📩სასამართლო უწყების მიღებაზე უარის თქმა განაპირობებს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს❗️ 👉✅თუ ადრესატმა ან სხვა უფლებამოსი...
05/12/2022

📩სასამართლო უწყების მიღებაზე უარის თქმა განაპირობებს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს❗️ 👉
✅თუ ადრესატმა ან სხვა უფლებამოსილმა პირმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი, სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება.
❗️❗️❗️ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
📌👩‍🎓თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ ❗️
✅საჯარო შეტყობინებით, სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრიდან, ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში/ ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. ✅

🔷 8 ნოემბერს, ადვოკატთა ასოციაციაში ახლად გაწევრიანებულ ადვოკატთა ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ადვოკატთა...
05/12/2022

🔷 8 ნოემბერს, ადვოკატთა ასოციაციაში ახლად გაწევრიანებულ ადვოკატთა ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციას კიდევ 180 წევრი ადვოკატი შეემატა.

🔹 ცერემონიის ფარგლებში, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებულებმა ადვოკატის ფიცი ოფიციალურად დადეს.

🔹 ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ახალ წევრებს ადვოკატის პროფესიაში შესვლა მიულოცა და ფიცის დადების დამადასტურებელი სერთიფიკატები, სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად გადასცა.

➡️ადვოკატთა ფიცის დადების ოფიციალურ ცერემონიას საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა. ღონისძიება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.

05/12/2022

ჩვენი კომპანია გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას საქართველოში ბინადრობის ნებართვის აღებაში. ჩვენი კომპანიის იურისტები გაგიწევენ წარმომადგენლობას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ტიპის ბინადრობის ნებართვის მისაღებად.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად:

შრომითი ბინადრობის მოწმობა - რომელიც გაიცემა საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად;

სასწავლო ბინადრობის ნებართვა - რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, და მისი ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი;

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა - საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრზე, რომელმაც „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიცია ან რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი;

ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა - რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე;

საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა - საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

მუდმივი ცხოვრების ნებართვა - მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;

ჩვენი კომპანიის ადვოკატები გაგიწევენ მომსახურებას საქართველოს სასამართლოებში თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უარი გითხრათ ნებისმიერი ტიპის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

Adresse

Dortmund

Benachrichtigungen

Lassen Sie sich von uns eine E-Mail senden und seien Sie der erste der Neuigkeiten und Aktionen von ადვოკატი საბა ბერიაშვილი/ lawyer saba beriashvili erfährt. Ihre E-Mail-Adresse wird nicht für andere Zwecke verwendet und Sie können sich jederzeit abmelden.

Teilen