27/11/2025
მოგესალმებით, კოლეგებო!
მე ვდგევარ თქვენს წინ, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი აღმასრულებელ საბჭოში ქუთაისიდან.
არა სიტყვებით მებრძოლი, არამედ საქმით.
სიტყვას, რომ ძალა აქვს- ეს, ჩვენ ვიცით ყველაზე უკეთ ადვოკატებმა და დღეს სწორედ სიტყვა გვაერთიანებს: პასუხისმგებლობის, ღირსებისა და პროფესიული წარმატების სიტყვა.
ვდგავარ იმისთვის, რომ ადვოკატთა ხმა იყოს მტკიცე, პროფესია - დაცული,
კორპუსი - ძლიერი.
ჩვენი გზა ადვილი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ძლიერი პროფესია იქ იბადება, სადაც პრინციპი არ ირღვევა, ღირებულება არ იყიდება და დუმილი არ ცვლის სიმართლეს.
ერთად დავიცვათ ჩვენი საქმე ისე, როგორც ღირსებას იცავს ადამიანი.
ერთად გავაძლიეროთ ადვოკატთა ასოციაცია.
დაე, გაიმარჯოს ღირსეულმა!