იურიდიული საკონსულტაციო კომპანია ქეისბაიქეის/Consulting Company Casebycase

  • Home
  • იურიდიული საკონსულტაციო კომპანია ქეისბაიქეის/Consulting Company Casebycase

იურიდიული საკონსულტაციო კომპანია ქეისბაიქეის/Consulting Company  Casebycase Consulting company CaseBycase is practicing in full legal, personal and investment services.

We make easier for our clients to live, study, work and invest in Georgia.

2026 წლის 23 მარტს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე მხარემ სრულად ცნო სარჩელი, რითიც დასრულდა მრავალწლიანი დავა ...
24/03/2026

2026 წლის 23 მარტს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე მხარემ სრულად ცნო სარჩელი, რითიც დასრულდა მრავალწლიანი დავა ერთი ოჯახის წევრებს შორის და აღდგა სამართლიანობა.
მოსარჩელე მხარის ინტერესებს იურიდიული საკონსულტაციო კომპანია ქეისბაიქეის წარმოადგენდა.

2026 წლის 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ქალბატონმა ქეთევან მინაშვილ...
24/03/2026

2026 წლის 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ქალბატონმა ქეთევან მინაშვილმა დააკმაყოფილა ო.ზ-ს მოთხოვნა დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამ კანონის მიზნებისთვის, ოჯახის წევრი არის დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას (მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი).
თუ ხარ ნებისმიერი ფორმის ძალადობის მსხვერპლი, დაგვიკვაშირდი.

2025 წლის განმავლობაში ფინანსურ ინსტიტუტებთან (კომერციულ ბანკებთან, მიკოსაფინანსო ოგანიზაციებთან) მორიგებით დავასრულეთ  ...
06/02/2026

2025 წლის განმავლობაში ფინანსურ ინსტიტუტებთან (კომერციულ ბანკებთან, მიკოსაფინანსო ოგანიზაციებთან) მორიგებით დავასრულეთ 11 საქმე.
თუ გაქვს პრობლემა, ბანკთან ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დაგვიკავშირდით.

გილოცავთ დამდეგ 2026 წელს !
31/12/2025

გილოცავთ დამდეგ 2026 წელს !

24/12/2025

2024 წლის ივლისში სტუდია მონიტორმა მოამზადა საგამოძიებო სიუჟეტი ლევან ასანიშვილის უმძიმეს ისტორიასთან დაკავშირებით. მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, იმედი გვაქვს სამართლიანობის აღდგენამდე რამოდენიმე ნაბიჯი დაგვრჩა გასავლელი!

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბატონი ივანე ღლონტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფი...
20/12/2025

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბატონი ივანე ღლონტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ.ჯ-ს მოთხოვნა დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით.

ქ.ჯ მუდმივად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ყოფილი მეუღლისაგან, რომელიც აიძულებდა ეპასუხა მისი სატელეფონო ზარებისთვის,მუდმივად ჩართული ჰქონოდა ვიდეოზარი, მიდიოდა მის სამუშაო ადგილთან, აიძულებდა აეღო სესხი და ჩაერიცხა მისთვის სესხის თანხა.
საქმეში არსებული ფაქტობივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა განმცხადებლის კონსტიტუციური უფლებების შელახვის რეალური საფრთხე.
ქ.ჯ-ს უფლებებს სასამართლოში იურიდიული საკონულტაციო კომპანია ქეისბაიქეის იცავდა.

Foreigners Working in Georgia !!!Your legal status will change from March 1, 2026Every foreigner who wants to work, run ...
15/12/2025

Foreigners Working in Georgia !!!

Your legal status will change from March 1, 2026

Every foreigner who wants to work, run a business, provide remote services to a Georgian company must obtain the right to engage in labor activity.

Residence card or visa alone will no longer give you the right to work. You need work authorization.
Companies cannot onboard foreign staff until authorization is done.
After authorization you must update your residence status, you have 10 days to apply for Labor Residence Permit.
Foreign Directors of Georgian Companies must obtain the right to engage in labor Activity.
Exceptions: Investment Residence Permit; Permanent Residence.

Penalties: working or hiring worker without authorization – 2000 GEL.
Every other – doubled / tripled fines.
Foreigners registered in the old labor migrant system have time until January 1, 2024 to obtain the new authorization.

New arrivals after March 1, 2026 must comply immediately.

Buying property in GeorgiaIn 2️⃣0️⃣2️⃣5️⃣we assist our clients with⤿Buying in the primary market,⤿Buying in the secondar...
08/12/2025

Buying property in Georgia

In 2️⃣0️⃣2️⃣5️⃣we assist our clients with
⤿Buying in the primary market,
⤿Buying in the secondary market,
⤿Acquiring land plots.

📢We handle cases that require enhanced legal structure, including:👩🏻‍💻

📋Transactions involving bank-mortgaged property,
🏢Acquisition of cultural heritage buildings,
📊Purchasing property via auctions or enforcement sales.

🗓️During the year we had 28 successful deals.

You can contact us,
📩 [email protected]
☎️ 555 40 55 03

📢 მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულდება წლის ბოლოს.⌛📝მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ერო...
08/12/2025

📢 მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულდება წლის ბოლოს.⌛

📝მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წინასწარ განსაზღვრულ გეოგაფიულ არეალში, საკუთარი ინიციატივით აზომავს მიწის ნაკვეთებს, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს საკუთრებას.

📌თუ გაქვთ დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები,
📌თუ გაქვთ თვითნებურად დაკავებული (მიტაცებული) მიწის ნაკვეთები და ვერ ახერხებთ მათ დაკანონებას და რეგისტრაციას,

მოგვმართეთ: ☎️+995 555 405 503

“როდის ხდება სახელმწიფოც მოძალადე? Opuz v. Turkey – საქმე რომელმაც ევროსასამართლოს პრაქტიკა შეცვალა.ეს არის საქმე, სადაც...
07/12/2025

“როდის ხდება სახელმწიფოც მოძალადე? Opuz v. Turkey – საქმე რომელმაც ევროსასამართლოს პრაქტიკა შეცვალა.

ეს არის საქმე, სადაც ქალს დევნიდნენ, აშინებდნენ, აკონტროლებდნენ და აიძულებდნენ. სახელმწიფო იცოდა ამის შესახებ, მაგრამ საყოფაცხოვრებო კონფლიქტად აფასებდა ქმრის ძალადობას . შედეგად კი, მსხვერპლის დედა მოკლეს.

🧕 ვინ იყო Nahide Opuz?

Nahide Opuz ცხოვრობდა თურქეთის ქალაქ დიარაბაკირში. ის 17 წლის ასაკში იძულებით დააქორწინეს დედამისის მეორე ქმრის შვილზე 1992 წელს. მთელი ქორწინების განმავლობაში მისმა მეუღლემ:
• შეუზღუდა მას თავისუფალი გადაადგილების უფლება.
• აკონტროლებდა ფინანსურად.
• ემუქრებოდა მას.
• მუდმივ ზეწოლის ქვეშ ამყოფებდა.
• აიძულებდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლას მისი ნების საწინააღმდეგოდ.

ეს ყველაფერი აღარ იყო „ოჯახური კონფლიქტი“, არამედ იყო ძალადობა, რომელიც თვეებისა და წლების განმავლობაში გრძელდებოდა და პერიოდულად თან ახლდა ფიზიკური ძალადობაც.

Nahide Opuz-ის დედა თითქმის ყოველთვის მხარში ედგა შვილს, ცდილობდა მის გადარჩენას და წაყვანას ქმრისგან.

მაგრამ მოძალადე ხშირად:
• ემუქრებოდა ნაჰიდეს დედას
• აიძულებდა ცოლს სახლში დაბრუნებას
• შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლის დედას
• აშინებდა იარაღით

რამდენიმეჯერ დედა და შვილი ერთად გაიქცნენ. მაგრამ ტრადიციული საზოგადოების ზეწოლისა და სახელმწიფოს ნულოვანი რეაგირების გამო — იძულებული ხდებოდნენ ისევ უკან დაბრუნებულიყვნენ.

🟥 სახელმწიფო სტრუქტურებმა იცოდნენ, რომ

— იყო განცხადებები
— იყო რეალური საფრთხის არსებობის მტკიცებულებები
— იყო ფიზიკური ძალადობა.
მაგრამ არანაირი ქმედითი რეაგირება არ მოახდინეს.პროკურატურამ ძლივს დაწყებული დევნა შეწყვიტა და Nahide Opuz-ს არ მიეცა დაცვის მექანიზმების გამოყენების არანაირი საშუალება.
ერთ-ერთი კონფლიქტის დროს მოძალადემ Nahide Opuz -ის დედა მოკლა. ეს ფაქტი გახდა მთავარი წერტილი, საიდანაც დაიწყო საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლა.
დამტკიცდა, რომ :
👉 ეს მკვლელობა იყო პროგნოზირებადი
👉 იყო თავიდან აცილებადი
👉 სახელმწიფომ იცოდა რეალური საფრთხე
👉 სახელმწიფომ არ დაიცვა მსხვერპლი.
ეს იყო პირველი საქმე, სადაც სასამართლომ თქვა:
ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობისადმი სახელმწიფოს ჩამოყალიბებული მკაცრი მიდგომების არ ქონა, შეიძლება იყოს გენდერული დისკრიმინაცია.

დეტალურად საქმეს შეგიძლიათ გაეცნოთ:https://catalog.supremecourt.ge/blog/foto/264.pdf
ფოტოზე საავტორო უფლება ეკუთვნის: Gazete Oksijen და შეიქმნა Nahide Opuz-ის საქმეზე.

Address


Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 15:00

Telephone

+995555405503

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იურიდიული საკონსულტაციო კომპანია ქეისბაიქეის/Consulting Company Casebycase posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to იურიდიული საკონსულტაციო კომპანია ქეისბაიქეის/Consulting Company Casebycase:

  • Want your practice to be the top-listed Law Practice?

Share