Lawyer Tea Khachidze / ადვოკატი თეა ხაჩიძე

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • Lawyer Tea Khachidze / ადვოკატი თეა ხაჩიძე

Lawyer Tea Khachidze / ადვოკატი თეა ხაჩიძე ⚖️ გამოცდილება და მოგებული საქმეები ნდობის საწინდარია
⚖️ ადვოკატი სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სამშენებლო დავებში.

„მემკვიდრეობით მიღებული ბინა: როგორ მივიღოთ ჩვენი წილი, თუ სხვა მესაკუთრეები წინააღმდეგნი არიან?“   📖 ტიპური ისტორია:მშო...
01/05/2026

„მემკვიდრეობით მიღებული ბინა: როგორ მივიღოთ ჩვენი წილი, თუ სხვა მესაკუთრეები წინააღმდეგნი არიან?“
📖 ტიპური ისტორია:
მშობლების გარდაცვალების შემდეგ და-ძმა ბინის თანამესაკუთრე გახდა. ერთ-ერთი მათგანი სახლში ცხოვრობს, მეორე კი — ქირით. მას, ვინც ბინაშია, არც გაყიდვა სურს და არც წილის გამოსყიდვა. მეორე მემკვიდრე კი წლობით ელოდება თავის კუთვნილს და ჰგონია, რომ გამოსავალი არ არსებობს.

⚖️ სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხში ძალიან მკაცრი და სამართლიანია: „საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა მოწილის ხელშეუვალი უფლებაა“.

ეს ნიშნავს, რომ:

1. თქვენ არ გჭირდებათ სხვა მემკვიდრეების თანხმობა, რომ თქვენი წილის გამოყოფა მოითხოვოთ.

2. თუ ბინა ნატურით (ოთახებით) ვერ იყოფა, სასამართლო დაავალდებულებს მცხოვრებ მემკვიდრეს, გადაგიხადოთ თქვენი წილის საბაზრო ღირებულება.

3. თუ მას გადახდის საშუალება არ აქვს, ქონება გავა აუქციონზე და თითოეული მემკვიდრე მიიღებს თავის წილ ფულს.

ნუ დაელოდებით წლობით იმას, რაც კანონით გეკუთვნით. სამართლებრივი გზა ყოველთვის არსებობს, თუნდაც მეორე მხარე მოლაპარაკებაზე არ მოდიოდეს.

⚖️ თუ გჭირდება პროფესიული იურიდიული დახმარება — არ გადადო.
დამიკავშირდი დღესვე და ჩაეწერე კონსულტაციაზე:

👩‍⚖️ ადვოკატი თეა ხაჩიძე
📞 593 158 724
📍 მისამართი: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის N 3
(სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია)

🛑 დოკუმენტი, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს📖 ხანდახან დოკუმენტებში (იქნება ეს თანამესაკუთრეთა შეთანხმება თუ სხვა გარიგე...
01/05/2026

🛑 დოკუმენტი, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს

📖 ხანდახან დოკუმენტებში (იქნება ეს თანამესაკუთრეთა შეთანხმება თუ სხვა გარიგება) წერენ ასეთ პუნქტს:
"მხარეები უარს ამბობენ ამ ქონების გაყოფის მოთხოვნაზე და ეს უფლება მათ სამუდამოდ ერთმევათ".

⚖️ იცოდეთ თქვენი უფლებები!
ბათილია შეთანხმება, რომლითაც გაუქმების მოთხოვნის უფლება გამოირიცხება!
⚖️ ვერანაირი ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება ან კერძო შეთანხმება ვერ წაგართმევთ უფლებას, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ საზიარო საკუთრებიდან თქვენი წილის გამოყოფა.

თუ მსგავსი დოკუმენტის საფუძველზე გაშანტაჟებენ და გეუბნებიან, რომ სასამართლოში წასვლას აზრი არ აქვს — ეს ტყუილია!

⚖️ თუ გჭირდება პროფესიული იურიდიული დახმარება — არ გადადო.
დამიკავშირდი დღესვე და ჩაეწერე კონსულტაციაზე:
👩‍⚖️ ადვოკატი თეა ხაჩიძე
📞 593 158 724 (Viber / WhatsApp)
📍 მისამართი: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის N 3
(სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია)

🛑 განქორწინების შემდეგ დარჩენილი საერთო ბინა — როცა ერთად ცხოვრებაც შეუძლებელია და გაყიდვაც არ ხერხდება.📖 სიტუაცია: ყოფი...
30/04/2026

🛑 განქორწინების შემდეგ დარჩენილი საერთო ბინა — როცა ერთად ცხოვრებაც შეუძლებელია და გაყიდვაც არ ხერხდება.

📖 სიტუაცია: ყოფილი მეუღლეები რჩებიან ბინის თანამესაკუთრეებად 50/50-ზე. დაძაბული ურთიერთობის გამო ერთად ცხოვრება წარმოუდგენელია. ერთი ითხოვს გაყიდვას და თანხის გაყოფას, მეორე კი ჯიუტად რჩება ბინაში და ამბობს უარს.

⚖️ სასამართლო პრაქტიკა და 961-ე მუხლი:
სასამართლო პრაქტიკა ცალსახად იცავს იმ მხარეს, ვისაც სურს საზიარო საკუთრებიდან გასვლა. კანონი (მუხლი 961) ამბობს, რომ არცერთი მხარე არ არის ვალდებული, აიტანოს მისთვის მიუღებელი თანამესაკუთრეობა. სასამართლო ასეთ დროს აუქმებს საზიარო უფლებას და ანდობს საქმეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რათა ქონება რეალიზდეს და განქორწინებულმა მხარეებმა შეძლონ თავიანთი კუთვნილი ფინანსებით დამოუკიდებელი ცხოვრების გაგრძელება.

⚖️ თუ გჭირდება პროფესიული იურიდიული დახმარება — არ გადადო.
დამიკავშირდი დღესვე და ჩაეწერე კონსულტაციაზე:
👩‍⚖️ ადვოკატი თეა ხაჩიძე
📞 593 158 724 (Viber / WhatsApp)
📍 მისამართი: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის N 3 (სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია)

„პატივსადები მიზეზი“📖 რეალური შემთხვევა:ბიზნესპარტნიორებმა იყიდეს კომერციული მიწის ნაკვეთი და დადეს შეთანხმება, რომ 10 წ...
29/04/2026

„პატივსადები მიზეზი“
📖 რეალური შემთხვევა:
ბიზნესპარტნიორებმა იყიდეს კომერციული მიწის ნაკვეთი და დადეს შეთანხმება, რომ 10 წლის განმავლობაში არ მოითხოვდნენ წილების გაყოფას. თუმცა, 3 წლის შემდეგ ერთ-ერთი პარტნიორი მძიმედ დაავადდა და მოითხოვა თავისი წილის გამოყოფა/გაყიდვა.

⚖️ რას ამბობს კანონი?
თუნდაც არსებობდეს მკაცრი ხელშეკრულება გაყოფის აკრძალვაზე, თუ გაჩნდა „პატივსადები მიზეზი“ (უკიდურესი ფინანსური გაჭირვება, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ან თანამესაკუთრეებს შორის უკიდურესად მტრული დამოკიდებულება, რაც გამორიცხავს ქონების ერთობლივ მართვას), სასამართლოს შეუძლია დააკმაყოფილოს მოთხოვნა და ქონება მაინც გაყოს!

⚖️ თუ გჭირდება პროფესიული იურიდიული დახმარება — არ გადადო.
დამიკავშირდი დღესვე და ჩაეწერე კონსულტაციაზე:
👩‍⚖️ ადვოკატი თეა ხაჩიძე
📞 593 158 724 (Viber / WhatsApp)
📍 მისამართი: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის N 3
(სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია)

⚖️ როგორ  ყოფს სასამართლო იმას, რისი გაყოფაც შეუძლებელია?📖 ხშირად მისვამენ კითხვას: "ბინა 60 კვადრატია, ფიზიკურად ორად ვ...
29/04/2026

⚖️ როგორ ყოფს სასამართლო იმას, რისი გაყოფაც შეუძლებელია?

📖 ხშირად მისვამენ კითხვას: "ბინა 60 კვადრატია, ფიზიკურად ორად ვერ ვყოფთ, თანამესაკუთრე კი წილს არ მითმობს.
⚖️ რა ხდება ასეთ დროს სასამართლოში?"

⚖️ როდესაც ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელია ისე, რომ ქონებამ ღირებულება არ დაკარგოს, სასამართლო მიმართავს ალტერნატიულ გზებს:

1. კომპენსაცია: ერთ-ერთ მესაკუთრეს (ვისაც უფრო დიდი ინტერესი აქვს) დაეკისრება მეორისთვის წილის შესაბამისი საბაზრო ღირებულების გადახდა.

2. იძულებითი აუქციონი: თუ არცერთს არ აქვს წილის გამოსყიდვის შესაძლებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ქონება იყიდება საჯარო აუქციონზე, მიღებული თანხა კი პროპორციულად ნაწილდება მესაკუთრეებზე.

გახსოვდეთ: მოუგვარებელი ქონებრივი დავა არ არსებობს.

⚖️ თუ გჭირდება პროფესიული იურიდიული დახმარება — არ გადადო.
დამიკავშირდი დღესვე და ჩაეწერე კონსულტაციაზე:
👩‍⚖️ ადვოკატი თეა ხაჩიძე
📞 593 158 724 (Viber / WhatsApp)
📍 მისამართი: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის N 3 (სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია)

„ჩემი წილიც აქ არის, ხელს არ მოვაწერ და ამ სახლს ვერავინ გაყიდის!“ — რატომ არის ეს ფრაზა იურიდიული მითი?📖 რეალური პრობლე...
29/04/2026

„ჩემი წილიც აქ არის, ხელს არ მოვაწერ და ამ სახლს ვერავინ გაყიდის!“ — რატომ არის ეს ფრაზა იურიდიული მითი?
📖 რეალური პრობლემა:
და-ძმამ მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღო ბინა. ძმა ცხოვრობს ამ ბინაში და არც თვითონ ყიდულობს დის წილს და არც ბინის გაყიდვაზეა თანახმა. დას ეუბნება: "თანამესაკუთრე ვარ, ჩემი ხელმოწერის გარეშე ვერაფერს იზამ".
⚖️ რას ამბობს სასამართლო?
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, არავის აქვს უფლება, ადამიანი ძალადობრივად დატოვოს საზიარო საკუთრებაში.
⚖️კანონი გაძლევთ სრულ უფლებას, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ საზიარო უფლების გაუქმება. თუ მეორე მხარე ნებაყოფლობით არ მოდის კომპრომისზე (არც გიხდით თანხას და არც ყიდის), სასამართლო თქვენი სარჩელის საფუძველზე იძულების წესით გააუქმებს ამ თანამესაკუთრეობას!
არ შეეგუოთ თქვენი ქონებრივი უფლებების შეზღუდვას მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე მხარე ჯიუტობს.
გადმოდით ბმულზე და მიიღეთ საჭირო რჩევები.
Follow ან Like
👉 https://www.facebook.com/lawyerteakhachidze
⚖️ თუ გჭირდება პროფესიული იურიდიული დახმარება — არ გადადო. დამიკავშირდი დღესვე და ჩაეწერე კონსულტაციაზე:
👩‍⚖️ ადვოკატი თეა ხაჩიძე
📞 593 158 724 (Viber / WhatsApp)
📍 მისამართი: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის N 3 (სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია)

⚖️ თუ გჭირდება პროფესიული იურიდიული დახმარება — არ გადადო.დამიკავშირდი დღესვე და ჩაეწერე კონსულტაციაზეადვოკატი თეა ხაჩიძ...
28/04/2026

⚖️ თუ გჭირდება პროფესიული იურიდიული დახმარება — არ გადადო.
დამიკავშირდი დღესვე და ჩაეწერე კონსულტაციაზე
ადვოკატი თეა ხაჩიძე
📞 593 15 87 24
📍 მისამართი: რუსთავი, ბოსტანქალაქი - N 3
(სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია)
#ადვოკატი #თეახაჩიძე #იურიდიულირჩევა #ადვოკატირუსთავში #სამართალი #იურისტი #იურიდიულიკონსულტაცია #რუსთავი

რეალურად, რა ფარულ რისკებს აწყდება დეველოპერი ყოველდღიურად და რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამშენებლო სამართლის ს...
28/04/2026

რეალურად, რა ფარულ რისკებს აწყდება დეველოპერი ყოველდღიურად და რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამშენებლო სამართლის სპეციალისტის ჩართვა მიწის შესყიდვის პირველივე დღიდან?

❌ ზონირების და კოეფიციენტების მახე.
ხშირად მიწა ისე იყიდება, რომ არ არის ბოლომდე გაანალიზებული კ1, კ2 და კ3 პარამეტრები. შედეგად, იზღუდება განაშენიანების ინტენსივობა და კომპანია კარგავს დაგეგმილ მილიონობით ლარის მოგებას.
❌ ბიუროკრატიული ლაბირინთი.
მერიისგან თვეობით გაჭიანურებული ნებართვები და ეტაპობრივად დადგენილი უკანონო ხარვეზები. იურისტის გარეშე კომპანიები კარგავენ „ერთჯერადი ხარვეზისა“ და „მდუმარე თანხმობის“ კანონისმიერ ბერკეტებს.
❌ მეზობლებისა და ინსპექციის წნეხი.
უსაფუძვლო საჩივრებით ობიექტის გაჩერება საძირკვლის ეტაპზე. სანოტარო აქტებისა და მდგომარეობის წინასწარი დაფიქსირების გარეშე, მუნიციპალური ინსპექციის ჯარიმები პირდაპირ დეველოპერს აწვება.
❌ „გადამგდები“ ქვეკონტრაქტორები.
ავანსაღებული და გაუჩინარებული ბრიგადები. შაბლონური ხელშეკრულებებით დაწყებული დავა წლები იწელება,
❌ ექსპლუატაციაში მიღების ბარიერები.
დასრულებული კორპუსი, რომელსაც ზედამხედველობა არ იბარებს მცირე პროექტგადახრების გამო, რაც აჩერებს მესაკუთრეებისთვის ბინების გადაცემის პროცესს.

მე ვარ თეა ხაჩიძე, ადვოკატი და სამშენებლო/არქიტექტურული სამართლის სპეციალისტი. მრავალწლიანი საადვოკატო გამოცდილებით.

მე ვქმნი კომპანიის იურიდიულ ფარს და უზრუნველვყოფ, რომ თქვენმა პროექტმა იდეიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე კანონიერად და მშვიდად განვლოს ყველა ეტაპი.

თქვენი მთავარი საქმე შენება და გაყიდვებია. რისკების მართვა კი პროფესიონალს მიანდვეთ.

დამიკავშირდით პირველივე ნაბიჯის გადადგმამდე
📞 593 158 724
#რუსთავივი #დეველოპმენტი #მშენებლობა #იურისტი #სამშენებლოსამართალი

📖 რეალური პრობლემა:ჩემს პრაქტიკაში უამრავი ადამიანი მოსულა აცრემლებული ერთი და იგივე ისტორიით: წავიდნენ მიკროსაფინანსოში...
24/04/2026

📖 რეალური პრობლემა:
ჩემს პრაქტიკაში უამრავი ადამიანი მოსულა აცრემლებული ერთი და იგივე ისტორიით: წავიდნენ მიკროსაფინანსოში ნაცნობთან ერთად. ოპერატორმა უთხრათ: "უბრალოდ საკონტაქტო პირად ჩაგწერთ, რომ რამე იყოს, დაგიკავშირდეთ". მოაწერეს ხელი ფურცელს წაუკითხავად და სახლში წავიდნენ.
რამდენიმე თვეში კი გაიგეს, რომ იურიდიულად არა საკონტაქტო პირები, არამედ სოლიდარული თავდებები არიან და სხვისი სესხი მათ უნდა იხადონ!

⚖️ რას ამბობს კანონი?
საკონტაქტო პირი და თავდები იურიდიულად რადიკალურად განსხვავებული ცნებებია!
მხოლოდ საკონტაქტო პირს არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება (მას უბრალოდ ურეკავენ ,,მოსაკითხად"). მაგრამ თუ ხელშეკრულებაში წერია სიტყვა „თავდები“ და თქვენ იქ ხელი მოაწერეთ, სასამართლოსთვის სულერთია, რა გითხრათ ოპერატორმა სიტყვიერად! თქვენ კანონის წინაშე სრულფასოვანი გადამხდელი ხართ.

💥 მორალი:
არასდროს მოაწეროთ ხელი დოკუმენტს გადაკითხვის გარეშე! 1 წუთიანი ,,სიზარმაცე" შეიძლება წლების განმავლობაში ფინანსურ ვალდებულებად გექცეთ.

💬 გაურკვეველ ხელშეკრულებებზე კონსულტაციისთვის დამიკავშირდით:
👩‍⚖️ ადვოკატი თეა ხაჩიძე
📞 593 158 724 (Viber / WhatsApp)
📍 მისამართი: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის N 3.
🌐 მომწერეთ მესენჯერში: m.me/lawyerteakhachidze

#საკონტაქტოპირი #თავდები #მიკროსაფინანსო #სესხი #ადვოკატი #თეახაჩიძე #იურიდიულირჩევა #რუსთავი #უფლებებისდაცვა

📖 რეალური ისტორია:ახალგაზრდა ბიჭმა ბიძას კომერციული ფართის ქირაობისას გაუკეთა სიკეთე და მეპატრონესთან ხელშეკრულებაში თავ...
22/04/2026

📖 რეალური ისტორია:
ახალგაზრდა ბიჭმა ბიძას კომერციული ფართის ქირაობისას გაუკეთა სიკეთე და მეპატრონესთან ხელშეკრულებაში თავდებად მოაწერა ხელი. იმ მომენტში ბიძას 1 თეთრის ვალიც კი არ ჰქონდა.
გავიდა 1 წელი. ბიზნესმა არ გაამართლა, ბიძამ დააგროვა ქირის ვალი, დააზიანა ინვენტარი და ქვეყნიდან წავიდა. მეპატრონემ პირდაპირ თავდებს (ძმისშვილს) უჩივლა და 10,000 ლარის გადახდა დააკისრა.

⚖️ რას ამბობს კანონი?
„მე ხელი რომ მოვაწერე, მაშინ ვალი არ არსებობდა!“ — ეს არგუმენტი სასამართლოში არ ჭრის. 891-ე მუხლის მე-2 ნაწილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამომავლო ვალდებულებებისთვისაც. ანუ, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ იმაზე, რაც დღეს არის, არამედ იმ ვალზეც, რომელიც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მომავალში წარმოიშობა!

💥 მორალი:
წინასწარ განსაზღვრეთ რისკები! მომავალი გაუთვლელია და თქვენი ხელმოწერა სამომავლო ვალების გარანტიად იქცევა.

💬 თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდით და უფლებების დაცვა გჭირდებათ, მომწერეთ:
👩‍⚖️ ადვოკატი თეა ხაჩიძე
📞 593 158 724 (Viber / WhatsApp)
📍 მისამართი: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის N 3.
#თავდებობა #ხელშეკრულება #იჯარა #ადვოკატი #თეახაჩიძე #იურიდიულიკონსულტაცია #რუსთავი #სამართალი #ვალდებულება

📖 რეალური ისტორია:კონსულტაციაზე მოვიდა ქალბატონი, რომელიც აღშფოთებული იყო: მის საბანკო ანგარიშებს ინკასო დაედო. აღმოჩნდა...
22/04/2026

📖 რეალური ისტორია:
კონსულტაციაზე მოვიდა ქალბატონი, რომელიც აღშფოთებული იყო: მის საბანკო ანგარიშებს ინკასო დაედო. აღმოჩნდა, რომ 2 წლის წინ თანამშრომელს სესხის აღებაში დაეხმარა და ბანკში თავდებობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მას ეგონა, რომ ეს უბრალოდ ფორმალობა იყო. თანამშრომელმა სამსახური დაკარგა, სესხის გადახდა შეწყვიტა და ბანკმა მთელი ვალი პირდაპირ თავდებს დააკისრა!

⚖️ რას ამბობს კანონი?
თუ მსესხებელი არ/ვერ იხდის, მისი ვალი ავტომატურად ხდება თქვენი ვალი!
💥 მორალი:
არასდროს დაუდგეთ თავდებში ვინმეს (თუნდაც უახლოეს მეგობარს), თუ ფსიქოლოგიურად და ფინანსურად არ ხართ მზად, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეს სესხი თქვენი ჯიბიდან დაფაროთ.

💬 გაქვთ პრობლემები საბანკო ხელშეკრულებებთან? დამიკავშირდით:
👩‍⚖️ ადვოკატი თეა ხაჩიძე
📞 593 158 724 (Viber / WhatsApp)
📍 მისამართი: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის N 3.
🌐 მომწერეთ მესენჯერში: m.me/lawyerteakhachidze

Address

Rustavi

Opening Hours

Monday 09:00 - 20:00
Tuesday 09:00 - 21:00
Wednesday 09:00 - 20:00
Thursday 09:00 - 20:00
Friday 09:00 - 20:00
Saturday 09:00 - 20:00
Sunday 09:00 - 20:00

Telephone

+995593158724

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Lawyer Tea Khachidze / ადვოკატი თეა ხაჩიძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share