16/09/2026
თანამშრომელთან მხოლოდ ანაზღაურების ოდენობაზე შეთანხმება საკმარისი არ არის.
შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულება ზუსტად უნდა განსაზღვრავდეს:
1) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;
2) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;
3) სამუშაო დრო და დასვენების დრო;
4) სამუშაო ადგილი და ინფორმაცია დასაქმებულის სხვადასხვა სამუშაო ადგილის შესახებ, თუ მისი მუდმივი ან ძირითადი სამუშაო ადგილი განსაზღვრული არ არის;
5) თანამდებობა (არსებობის შემთხვევაში მიეთითება რანგი, თანრიგი, კატეგორია და სხვა) და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;
6) შრომის ანაზღაურება (მიეთითება ხელფასი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დანამატი) და მისი გადახდის წესი;
7) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;
8) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურებისგარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი;
9) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;
10) კოლექტიური ხელშეკრულებების დებულებები − იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებებით დასაქმებულთა შრომის პირობები განსხვავებულად რეგულირდება.
⚖️BGT Legal დაგეხმარებათ ხელშეკრულების მომზადებასა და უსაფრთხო გარიგების გაფორმებაში.
📞 577 79 73 74
📍 უნივერსიტეტის ქ. №8