Lawyer soso nibchviani/ადვოკატი სოსო ნიბჩვიანი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Lawyer soso nibchviani/ადვოკატი სოსო ნიბჩვიანი

Lawyer soso nibchviani/ადვოკატი სოსო ნიბჩვიანი მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურება; Highly qualified legal services; ტელ: 551 17 31 17

08/03/2026

#ადვოკატი #სისხლისსამართალი #ინტერპოლი #ექსტრადაცია #ძებნა

09/10/2025
მეტი ინფორმაციისთვის გამომყევით tik tok-ზე 👨🏻‍💻👨🏻‍💻
23/06/2025

მეტი ინფორმაციისთვის გამომყევით tik tok-ზე 👨🏻‍💻👨🏻‍💻

Check out lawyer soso nibchviani’s video.

07/06/2025

#სისხლისსამართალი #ადვოკატი #საგადასახადო #სამოქალაქო #იურისტი #კონსულტაცია #გამოძიება

⚖  დაზარალებული სისხლის სამართალში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, ...
05/06/2025

⚖ დაზარალებული სისხლის სამართალში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, დაზარალებული ეს არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად.

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილია პირი ცნოს დაზარალებულად და განუმარტოს მას მისი უფლება-მოვალეობები.

მნიშვნელოვანია დაზარალებულმა იცოდეს მისი უფლებები, რათა უკეთესად დაიცვას შემდგომ მისი როგორც დაზარალებულის ინტერესები.

სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაზარალებულს აქვს მრავალი უფლება, მათ შორის: ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი; ბ) მიიღოს ინფორმაცია საპროცესო მოქმედებების შესახებ (58-ე მუხლი); გ) უფასოდ მიიღოს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი; დ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას; ე) მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

⚖ თუ თვლით რომ დანაშაულის შედეგად მოგადგათ მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი და გსურთ რომ სისხლის სამართლის საქმეზე გცნონ დაზარალებულად, ჩვენ დაგეხმარებით და გაგიწევთ მაღალკვალიფიციური იურიდიული დახმარებას.

📞 დაგვიკავშირდი 24/7 - 551 17 31 17;

#სისხლისსამართალი #ადვოკატი #იურისტი #სამართლებიდაცვა #დაკავება #დუმილისუფლება #დაკითხვა #დაცვა #სასამართლო #კანონი #ადვოკატთანერთად .

⚖  მითვისება ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გარკვეული სახის სა...
03/06/2025

⚖ მითვისება

ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გარკვეული სახის სამშენებლო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით მონაწილეობას იღებენ მეწარმე სუბიექტები. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები როდესაც საწარმოს დირექტორებს უჩნდებათ მეტი ფინანსური სარგებლის მიღების სურვილი, აღნიშნული მიზნის მიღწევისთვის კი იყენებენ სხვადასხვა სახის ყალბ საანგარიშსწორებო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

მაგალითად, ადგენენ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს აქტებს, ფორმა N2-ებს და ფარული სამუშაოების შესრულების აქტებს, სადაც უთითებენ შესრულებული სამუშაოს გაზრდილ მოცულობას და ღირებულებას. შედეგად კი იღებენ მუნიციპალიტეტისგან იმაზე მეტ თანხებს ვიდრე ისინი მიიღებდნენ გაწეული სამშენებლო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, დასჯადია სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა.

კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე დანაშაულის გამოვლენის მიზნით საგამოძიებო ორგანოებში ატარებენ სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ატარებენ საინჟინრო ექსპერტიზას რითიც ადგენენ თუ რეალურად რა მოცულობის და ღირებულების სამშენებლო სამუშაოები განახორციელა მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელმა.

⚖ თუ შეგექმნებათ მსგავსი სახის პრობლემა მზად ვართ დაგეხმაროთ და გაგიწიოთ მაღალკვალიფიციური იურიდიული დახმარება, როგორც საგამოძიებო ორგანოში ასევე, ყველა ინსტანციის სასამართლოში.

📞 დაგვიკავშირდი 24/7 - 551 17 31 17;

#სისხლისსამართალი #ადვოკატი #იურისტი #სამართლებიდაცვა #დაკავება #დუმილისუფლება #დაკითხვა #დაცვა #სასამართლო #კანონი #ადვოკატთანერთად .

⚖  ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება.ხშირად არის შემთხვევები, როდესაც საქართ...
27/05/2025

⚖ ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება.

ხშირად არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში მოქმედი საწარმოები ან ფიზიკური პირები ადგენენ ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს ეს იქნება, ელექტორნული ანგარიშ-ფაქტურა ან/და სასაქონლო ზედნადები.

ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს საწარმოები ან ფიზიკური პირები იყენენბენ მრავალი მიზნისთვის, მათ შორის გადასახადების შემცირებისთვის ან/და იქმიან ყალბ ზედმეტობებს, რითიც შემდგომ იბრუნებენ ბიუჯეტიდან თანხებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, დასჯადია ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება ან შეძენა გასაღების ან გამოყენების მიზნით (გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი).

ბიუჯეტიდან თანხების უკანონოდ დაუფლების შემთხვევაში შესაძლოა მოგედაონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის საფუძვლით (თაღლითობა). ხოლო ყალბი აქტივის გამოყენებით ბიუჯეტში გადასახდელი თანხების შემცირებისთვის კი შესაძლოა მოგედაონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით).

⚖ თუ შეგექმნებათ მსგავსი სახის პრობლემა კვალიფიციური ადვოკატთა ჯგუფი მზად ვართ დაგეხმაროთ და გაგიწიოთ მაღალკვალიფიციური იურიდიული დახმარება, როგორც საგამოძიებო ორგანოში ასევე, ყველა ინსტანციის სასამართლოში.

📞 დაგვიკავშირდი დღესვე არ გადადო პრობლემის მოგვარება ხვალისთვის - 551 17 31 17;

#სისხლისსამართალი #ადვოკატი #იურისტი #სამართლებიდაცვა #დაკავება #დუმილისუფლება #დაკითხვა #დაცვა #სამართლებრულიდახმარება #სასამართლო #კანონი #ადვოკატთანერთად

⚖ უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაციახშირად არის შემთხვევები, როდესაც საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო სივრცეებში...
20/05/2025

⚖ უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაცია

ხშირად არის შემთხვევები, როდესაც საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო სივრცეებში მოქალაქეები ახორციელებენ უაქციოზი საქონლის რეალიზაციას. ეს იქნება ალკოჰოლური სასმელები თუ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

შესაძლოა თქვენს მიერ მსგავსი საქონლის რეალიზაციას მოჰყვეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

❗გახსოვდეთ, სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის თანახმად, დასჯადია აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა.
ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, როდესაც აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს.
ხოლო დიდ ოდენობად ითვლება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება 5 000 ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – ასეთი საქონლის ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

⚖ თუ შეგექმნებათ მსგავსი სახის პრობლემა კვალიფიციური ადვოკატთა ჯგუფი მზად ვართ დაგეხმაროთ და გაგიწიოთ მაღალკვალიფიციური იურიდიული დახმარება, როგორც საგამოძიებო ორგანოში, ასევე ყველა ინსტანციის სასამართლოში.

📞 დაგვიკავშირდი დღესვე არ გადადო პრობლემის მოგვარება ხვალისთვის - 551 17 31 17;

#სისხლისსამართალი #ადვოკატი #საბაჟო #იურისტი #სამართლებიდაცვა #დაკავება #დუმილისუფლება #დაკითხვა #დაცვა #სამართლებრულიდახმარება #სასამართლო #კანონი #ადვოკატთანერთად

თუ გსურთ ტვირთის ექსპორტი ან იმორტი ჩვენი გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ პროცესის მარტივად წარმოებაში.
15/05/2025

თუ გსურთ ტვირთის ექსპორტი ან იმორტი ჩვენი გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ პროცესის მარტივად წარმოებაში.

🌍 საერთაშორისო ვაჭრობა — სამართლებრივი წესების გარეშე? არასდროს!
📦✈️ საზღვრებს გარეთ ვაჭრობა წარმატებას სწორედ მაშინ აღწევს, როცა საქმეში დეტალურად გაწერილი წესები და სანდო პარტნიორები ერთიანდებიან.

💼 საერთაშორისო სავაჭრო სამართალი და ინკოტერმსის წესები (Incoterms) განსაზღვრავს, თუ ვინ რაზეა პასუხისმგებელი მიწოდების პროცესში — ტვირთის გადაზიდვიდან დაწყებული, საბაჟო პროცედურებით დამთავრებული.

➡️ გსურთ ტვირთის ექსპორტი ან იმპორტი?
✅ ჩვენ გთავაზობთ სრულ საბაჟო მომსახურებას — დეკლარაციიდან პროცესების მართვამდე.
✅ გეხმარებით ინკოტერმსის სწორი პირობების შერჩევაში, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობა და ფინანსური რისკები.

📲 დაგვიკავშირდით და იმუშავეთ საერთაშორისო დონეზე — სამართლებრივად დაცულად და სტაბილურად!

#საერთაშორისოვაჭრობა #ინკოტერმსი #საბაჟო #ლოგისტიკა #სავაჭროსამართალი #ტვირთები

⚖️ კრედიტის უკანონოდ მიღება. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც საბანკო დაწესებულებებში კრედიტის მიღების მიზნით მოქალაქეებ...
13/05/2025

⚖️ კრედიტის უკანონოდ მიღება.

ხშირად არის შემთხვევები, როდესაც საბანკო დაწესებულებებში კრედიტის მიღების მიზნით მოქალაქეები ან კომპანიები აკეთებენ განცხადებებს, რასაც ურთავენ ყალბ ცნობებს. ყალბი ცნობები შეიძლება იყოს ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებული ან შესაძლოა ასახავდეს ისეთ ინფორმაციას, რომელიც გაუადვილებს კომპანიას საჭირო სესხის მიღებას.

ასევე, არის შემთხვევები როდესაც საბანკო დაწესებულებებიდან აღებული სესხის გამოყენება არამიზნობრივად ხდება, რაც ცალკე დიდ პრობლემის წინაშე აყენებს, შემდგომში სესხის ამღებს.

❗️გახსოვდეთ, საბანკო ან სხვა საფინანსო დაწესებულებებისთვის ყალბი დოკუმენტაციის წარდგენამ ან სესხის არამიზნობრივად გამოყენებამ შესაძლოა თქვენი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგელბობა გამოიწვიოს.

სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების ან მისი ოდენობის გაზრდის ან/და შეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით, აგრეთვე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, დასჯადია სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის უკანონოდ მიღება ან მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

⚖️ თუ შეგექმნებათ მსგავსი სახის პრობლემა კვალიფიციური ადვოკატთა ჯგუფი მზად ვართ დაგეხმაროთ და გაგიწიოთ მაღალკვალიფიციური იურიდიული დახმარება, როგორც საბაჟო დაწესებულებაში, საგამოძიებო ორგანოში და სასამართლოში.

📞 დაგვიკავშირდი დღესვე არ გადადო პრობლემის მოგვარება ხვალისთვის - 551 17 31 17;

#სისხლისსამართალი #ადვოკატი #იურისტი #დაკავება #დუმილისუფლება #დაკითხვა #დაცვა #სამართლებრულიდახმარება #სასამართლო #კანონი #ადვოკატთანერთად

🚨საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მ...
06/05/2025

🚨საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მიხედვით დასჯადია საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით.

ასევე, დასჯადია საქართველოს საბაჟო საზღვარზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხული სხვა კულტურული მემკვიდრეობის, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის ან ნაკეთობის ჯართის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა.

ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს 15 000 ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს 25 000 ლარს.
ხოლო სამალავით ან საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გზით საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი ნივთისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს 5 000 ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს 15 000 ლარს.

⚖️ თუ შეგექმნებათ მსგავსი სახის პრობლემა კვალიფიციური ადვოკატთა ჯგუფი მზად ვართ დაგეხმაროთ და გაგიწიოთ მაღალკვალიფიციური იურიდიული დახმარება, როგორც საბაჟო დაწესებულებაში, საგამოძიებო ორგანოში და სასამართლოში.

📞 დაგვიკავშირდი დღესვე არ გადადო პრობლემის მოგვარება ხვალისთვის - 551 17 31 17;
#სისხლისსამართალი #ადვოკატი #საბაჟო #იურისტი #სამართლებიდაცვა #დაკავება #დუმილისუფლება #დაკითხვა #დაცვა #სამართლებრულიდახმარება #სასამართლო #კანონი #ადვოკატთანერთად

Address

13 Iakob Gogebashvili II Exit
Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Lawyer soso nibchviani/ადვოკატი სოსო ნიბჩვიანი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share