Eliso Rukhadze & Partners • ელისო რუხაძე & პარტნიორები

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Eliso Rukhadze & Partners • ელისო რუხაძე & პარტნიორები

Eliso Rukhadze & Partners • ელისო რუხაძე & პარტნიორები Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Eliso Rukhadze & Partners • ელისო რუხაძე & პარტნიორები, Legal Service, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 1, Tbilisi.
(1)

სრულყოფილი იურიდიული მომსახურება, რომელიც დაიცავს თქვენს ინტერესებს ყოველ ნაბიჯზე
⚖️სისხლის,სამოქალაქო,ადმინისტრაციული სამართალი
⚖️სტრატეგიული იურიდიული ანალიზი
პროფესიონალთა გუნდი თქვენი სიმშვიდისთვის 📞599767383

🔹თბილისის საქალაქო სასამართლოში თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმის პროცესი გრძელდება - 2026 წლის 5 ოქტომბერს 14:30 საათ...
03/10/2026

🔹თბილისის საქალაქო სასამართლოში თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმის პროცესი გრძელდება - 2026 წლის 5 ოქტომბერს 14:30 საათზე.
👩‍⚖️ დაზარალებულის ინტერესებს იცავს იურიდიული კომპანია „ელისო რუხაძე და პარტნიორების“ ადვოკატი — ელისო რუხაძე.

⚖ კომპანიას დახმარებისთვის მიმართა ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც არასრულწლოვანი შვილების მამისგან არ ჰქონდა თანხმობა ბავშვი...
29/09/2026

⚖ კომპანიას დახმარებისთვის მიმართა ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც არასრულწლოვანი შვილების მამისგან არ ჰქონდა თანხმობა ბავშვის პასპორტის გაცემასთან დაკავშირებით.
🔹 ადვოკატ ელისო რუხაძის სტრატეგიული სამართალწარმოების და ბავშვის მამასთან მორიგების შემდეგ შესაძლებელი გახდა:
👉 ბავშვების საზღვრის კვეთა და საზღვარგარეთ მოგზაურობაზე თანხმობა. 👉 ბავშვებუს ნახვის დღეების განსაზღვრა. 👉 ღირსეული ალიმენტის დაკისრება. 🔶 ბავშვის უფლებათა დაცვა მხოლოდ სამართლებრივი დახმარება არ არის, ეს არის განსაკუთრებული პროფესიული და მორალური პასუხისმგებლობა. 🔶 არაერთ საქმეზე მიღწეული წარმატებული სამართლებრივი შედეგი ადასტურებს, რომ ბავშვის უფლებების დაცვა მოითხოვს არა მხოლოდ ღრმა იურიდიულ ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ თითოეული საქმის მიმართ ინდივიდუალურ, პასუხისმგებლიან და პრინციპულ მიდგომას. 🔶 ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც აუცილებელია ბავშვის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების ეფექტიანი დაცვა - სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან და ყველა იმ სამართლებრივ პროცესში, სადაც წყდება არასრულწლოვნის ბედი.

21/09/2026

📢 იურიდიული კომპანია ,,ელისო რუხაძე და პარტნიორები" აცხადებს პრაქტიკულ სასწავლო კურსს!
ჩვენ გთავაზობთ :
🔴 დინამიკურ და თქვენს ინტერესებზე მორგებულ იურიდიულ პრაქტიკას სამართლის ნებისმიერი მიმართულებით.
🔴 სასამართლო ფსიქოლოგიის დარგში საბაზისო ცოდნის 📣მიღების შესაძლებლობას.
🔴 ორენოვან სერთიფიკატს სასწავლო კურსის ბოლოს.
🔴 კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას.
🤓კურსი გათვლილია ბაკალავრიატის მე-2 კურსიდან, აგრეთვე მაგისტრატურის სტუდენტებზე და მისი მინიმალური ხანგრძლივობაა 3 თვე.
‼️ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
🔗https://forms.gle/ppY5kD6VL7yr8fXUA
📆 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 სექტემბერი.
📩 დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებებში.
#სტაჟირება #სტუდენტები #კურსი #ტრენინგი #კანონი #სასამართლო
#პრაქტიკა ნაკლების ჩვენება

17/09/2026

🔹ადვოკატ ელისო რუხაძის კომენტარი თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე.

11/09/2026

⚖️ უპრეცედენტო შემთხვევა — ძალადობის მსხვერპლმა სახელმწიფოსგან კომპენსაცია მეორედ მიიღო.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალის უფლებების დასაცავად წარმოებულ საქმეში ადვოკატ ელისო რუხაძის ჩართულობით, ქალმა სახელმწიფოსგან კომპენსაცია მეორედ მიიღო.

💰 კომპენსაციის ოდენობამ ამჯერად 10 000 ლარი შეადგინა.

ეს საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლებრივი შედეგის, არამედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისითაც. ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის ფინანსური დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა მისი უფლებების დაცვისა და უსაფრთხო ცხოვრების აღდგენის მნიშვნელოვანი ნაწილია.

სახელმწიფო კომპენსაციის მიღება წარმოადგენს დაზარალებული ადამიანის უფლებების აღიარებისა და სამართლიანობის აღდგენის მნიშვნელოვან მექანიზმს.

ელისო რუხაძის პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვა და მათი სამართლებრივი და სოციალური გაძლიერების ხელშეწყობაა.

#ელისორუხაძე #ადვოკატი #ქალთაუფლებები #ქალთაეკონომიკურიგაძლიერება #ოჯახურიძალადობა #ძალადობისმსხვერპლი #კომპენსაცია #ადამიანისუფლებები #სამართალი

09/09/2026

🔴 თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში შოკისმომგვრელი დეტალები გაჟღერდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე გამართულ სხდომაზე ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ს.რ-მ 23 წლის ახალგაზრდის სასტიკი წამებისა და მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა.

მისი ჩვენების მიხედვით, თაზო რამდენიმე ეტაპად სასტიკად სცემეს, რა დროსაც მან რამდენჯერმე დაკარგა გონება. მოწმე ასევე საუბრობს სამზარეულოს ხის დაფითა და ნაჯახით თავდასხმის მცდელობაზე და აცხადებს, რომ თაზოს მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სასწრაფო დახმარების გამოძახების მოთხოვნაზე უარი ითქვა.

სასამართლოში ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის შემდეგ, სავარაუდოდ, განიხილებოდა ცხედრის დანაწევრების გეგმა. მოწმის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და მათ დანაშაულის გამჟღავნების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სხდომაზე კიდევ ერთი მძიმე გარემოება გახდა ცნობილი — ს.რ-ს მტკიცებით, სასამართლოში ჩვენების მიცემამდე პენიტენციურ დაწესებულებაში მას უცნობი პირი შეხვდა, რომელმაც თავი ადვოკატად გააცნო და ჩვენების შეცვლა მოსთხოვა.

საქმეში სულ ხუთი პირი ფიგურირებს. მთავარი ფიგურანტი, 36 წლის გ.პ, რომელიც გამოძიების ვერსიით, მკვლელობის შემდეგ ქვეყნიდან გავიდა და მოგვიანებით რუსეთში დააკავეს, ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

რა მოხდა 23 წლის თაზო მთივლიშვილის დაბადების დღეზე და ვინ უნდა აგოს პასუხი ამ სასტიკი მკვლელობისთვის — ეს არის კითხვები, რომლებზეც სასამართლომ საბოლოო პასუხი უნდა გასცეს.

⚖️ თაზო მთივლიშვილის ოჯახი დამნაშავე პირების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

#სასამართლო #მკვლელობისსაქმე #თბილისი #სამართალი #ადვოკატი

07/09/2026

თამაზ მთივლიშვილის სასტიკი მკვლელობის საქმეზე - სასამართლოს ჩვენება მკვლელობის ერთ_ერთმა მთავარმა მოწმემ მისცა.

ადვოკატმა ელისო რუხაძემ, დაზარალებულის ინტერესების დამცველმა შეაფასა პროცესის მიმდინარეობა და კიდევ ერთხელ გააჟღერა დაზარალებულის პოზიცია.

⚖️ თბილისის საქალაქო სასამართლოში თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმის პროცესი გრძელდება - 2026 წლის 7 სექტემბერს 11:00 ს...
06/09/2026

⚖️ თბილისის საქალაქო სასამართლოში თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმის პროცესი გრძელდება - 2026 წლის 7 სექტემბერს 11:00 საათზე.
👩‍⚖️ დაზარალებულის ინტერესებს იცავს იურიდიული კომპანია „ელისო რუხაძე და პარტნიორების“ ადვოკატი — ელისო რუხაძე.

ადევნების ფაქტზე - შსს-მ დააკმაყოფილა დაზარალებული მხარის ინტერესები და შემაკავექბელი ორდერი გამოსცა.🔹კომპანიას დახმარებ...
04/09/2026

ადევნების ფაქტზე - შსს-მ დააკმაყოფილა დაზარალებული მხარის ინტერესები და შემაკავექბელი ორდერი გამოსცა.
🔹კომპანიას დახმარების მიზნით მოგვმართა ახალგაზრდა ქალმა,რომელიც წლებია არის უცხო მამაკაცისაგან ადევნების და ძალადობის მსხვერპლი.
🔹 შემაკავებელი ორდერი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო.
👉დაზარალებული ქალის ინტერესებს ადვოკატი ელისო რუხაძე იცავდა,რომლის სტრატეგიული სამართალწარმოების ფარგლებში მოპოვებულ იქნა მსხვერპლის ფსიქო-ტრამვული მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები.
🔹შსს-მ სრულიად გაიზიარა ადვოკატის პოზიცია შემაკავებელი ორდერის გამოცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით და მსხვერპლთან 1 თვით მიახლოება დ მესამე პირების მეშვეობით კონტაქტი აუკრძალა მოძალადეს.

Address

ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 1
Tbilisi
0159

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Eliso Rukhadze & Partners • ელისო რუხაძე & პარტნიორები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category