25/04/2025
📢 კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული სასამართლო დავა!
❎ 2019 წლის 10 სექტემბერს დამსაქმებელმა - სს "ინტურისტ იქსო კაზინო ბათუმმა" გ.თ.-ს და გ.გ.-ს თვითნებურად შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო გ.ბ. 2019 წლის 10 სექტემბრიდან იმყოფებოდა იძულებითი მოცდენის პირობებში. დამსაქმებელს დასაქმებულების მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანებაც.
▪️ დასაქმებულებმა საკუთარი უფლებების დაცვა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დახმარებით გადაწყვიტეს.
▪️ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2024 წლის 26 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა.
✅ დასაქმებულების მიერ მისაღები სარგებლის ოდენობა ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.
▪️ დასაქმებულების ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტები ლევან ხვინგია და ასლან ხმალაძე იცავდნენ.