ადვოკატი შორენა ვახტანგიშვილი / Lawyer Shorena Vakhtangishvili

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი შორენა ვახტანგიშვილი / Lawyer Shorena Vakhtangishvili

ადვოკატი შორენა ვახტანგიშვილი / Lawyer Shorena Vakhtangishvili Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ადვოკატი შორენა ვახტანგიშვილი / Lawyer Shorena Vakhtangishvili, Lawyer & Law Firm, აღმაშენებლის ხეივანი 66-ბ, Tbilisi.

ოჯახური დავები ერთ-ერთი ყველაზე სტრესული და ემოციურად მძიმე კატეგორიაა სამართალწარმოების პროცესში. ქონებრივი დაპირისპირე...
25/04/2025

ოჯახური დავები ერთ-ერთი ყველაზე სტრესული და ემოციურად მძიმე კატეგორიაა სამართალწარმოების პროცესში. ქონებრივი დაპირისპირება, განქორწინება, მეურვეობისა და ალიმენტის საკითხები პირდაპირ ეხება თქვენს პირად ცხოვრებას და მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

როგორც ადვოკატი, ჩემს საქმიანობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სამართლებრივ შედეგს, არამედ პროცესის მიმართ მოწესრიგებულ და გონივრულ მიდგომას, რომელიც უზრუნველყოფს კონფლიქტის გადაჭრას სამართლიან და მშვიდობიან გარემოში.

გონივრული და სამართლიანი მიდგომები უზრუნველყოფს, რომ სამართლებრივი პროცესი არ გადაიქცეს ომად, არამედ მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაამყარონ მშვიდობიანი კომუნიკაცია და მიაღწიონ შეთანხმებას.

კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული სასამართლო დავა.მოსარჩელე: ტ.ვ.მოპასუხეები: საქართველოს პრეზიდენტი; სსიპ სახელმწიფო სე...
15/03/2025

კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული სასამართლო დავა.

მოსარჩელე: ტ.ვ.
მოპასუხეები: საქართველოს პრეზიდენტი; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

საქმე ეხებოდა ტ.ვ-ს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას. მოსარჩელის ინტერესების დაცვის მიზნით, გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა – ბათილად ცნო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნა.

მოპასუხეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, თუმცა დავა კვლავ ჩვენი წარმატებით დასრულდა – სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს პრეზიდენტის და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საჩივრები.

ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვის კონტექსტში.

🔰 ადვოკატის პროფესია – ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტი!ეს თავისუფალი და დამოუკიდებელი პროფესია შეუპოვარ შრ...
27/01/2025

🔰 ადვოკატის პროფესია – ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტი!
ეს თავისუფალი და დამოუკიდებელი პროფესია შეუპოვარ შრომას, კვალიფიკაციასა და ეთიკურობაზე მუდმივ ზრუნვას მოითხოვს. ⚖️

🔰ადვოკატი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დამოუკიდებელი უნდა იყოს ყოველგვარი ზეწოლისა თუ გავლენისაგან.

🔰ადვოკატსა და კლიენტს შორის ნდობა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია, ხოლო ამ ნდობას განაპირობებს ადვოკატის ის თვისებები როგორიც არის : დამოუკიდებლობა,მისი პირადი ღირსება, პატიოსნება , შეუვალობა, კომპეტენტურობა და სხვა.

🔰ადვოკატი ვალდებულია კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია

🔰ადვოკატმა ყოველთვის უნდა იმოქმედოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და დააყენოს ისინი პირადი და სხვა პირების ინტერესებზე მაღლა.თუმცა კლიენტის ინტერესების დასაცავად ადვოკატის მოქმედებები უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობას და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსს.

Address

აღმაშენებლის ხეივანი 66-ბ
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი შორენა ვახტანგიშვილი / Lawyer Shorena Vakhtangishvili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share