ადვოკატი მარიამ ქავთარაძე / Attorney Mariam kavtaradze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი მარიამ ქავთარაძე / Attorney Mariam kavtaradze

ადვოკატი მარიამ ქავთარაძე / Attorney Mariam kavtaradze 🏛ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით �

🔹გურამ დადიანიძის საქმის პროცესში ჩვენ, ადვოკატები ვთვლით, რომ საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს ზუსტი, ობიექტური და გადამ...
21/08/2026

🔹გურამ დადიანიძის საქმის პროცესში ჩვენ, ადვოკატები ვთვლით, რომ საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს ზუსტი, ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია.

🔹განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, დაუზუსტებელი ან მცდარი ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენების შექმნას და პროცესის მიმართ ნდობის შერყევას ემსახურება.

🔹შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული გუშინდელი არასწორი ინფორმაცია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რათა მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ადვოკატი ტარიელ კაკაბაძის და სოფო ბიბილაშვილის დისკრედიტაცია.

🔹ამ პროცესში ჩვენი გუნდის მხარდაჭერა სრულად და მტკიცედ აქვს ტარიელ კაკაბაძეს.

ტარიელის ადამიანობა, ნდობა და პროფესიონალიზმი არის განსაკუთრებული. ის აკეთებს ყველაფერს რათა დადგინდეს სიმართლე ამ საქმეზე.
ამ ბრძოლაში ყველა შენს გვერდით ვართ! ⚖️❤️

20/08/2026

12 წელი არაფერი გაუკეთებია გამოძიებას და დავინახეთ რატომაც არ გაკეთდა არაფერი, რატომ იყო არასრულფასოვანი გამოძიება, ახლა კი ცდილობენ არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ხალხი შეიყვანონ შეცდომაში. მეტიც, ტყუილად ნუ ცდილობთ ადვოკატების გაშავებას და დისკრედიტაციას. სიმართლე ადრე თუ გვიან მაინც გაირკვევა❗️

გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე დღეს გამოიკითხა დედა სოფო ბიბილაშვილი. კითხვები დაისვა იმ ფეისბუქ პოსტის ირგვლივ, ...
20/08/2026

გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე დღეს გამოიკითხა დედა სოფო ბიბილაშვილი. კითხვები დაისვა იმ ფეისბუქ პოსტის ირგვლივ, რომელიც დაიდო გურამ დადიანიძის ფეისბუქ გვერდზე.
ახალ ინფორმაციებს მოგაწვდით ეტაპობრივად.
#გურიკასთვის #გურამდადიანიძისსაქმე

🔹მოგესალმებით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაწვდით ინფორმაციას. 👇🔹"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომ...
19/08/2026

🔹მოგესალმებით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაწვდით ინფორმაციას. 👇

🔹"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეულია. არ სურს ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს ამის გამხელა, რადგან ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს გამოძიებაში." ამასთან დაკავშირებით გაკეთებულია განცხადება.

17/08/2026

📌გურამ დადიანიძის საქმე — მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი

როგორც გურამ დადიანიძის დედის ინტერესების დამცველი, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

გურამ დადიანიძის გაუჩინარებიდან 12 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ოჯახისთვის ყველაზე მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია — რა მოხდა გურამ დადიანიძის გაუჩინარების ღამეს?

სამწუხაროდ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება 2014 წლის ივნისში არ დაწყებულა. გამოძიება აღნიშნულ საქმეზე მხოლოდ 2017 წელს დაიწყო.
გამოძიების დაწყების სამი წლით დაგვიანება, ბუნებრივია, აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს და შესაძლოა, გავლენა იქონია იმ მტკიცებულებების დროულად მოპოვებასა და შენარჩუნებაზე, რომელთაც საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა.

ბოლო პერიოდში საქმეზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა.

ჩატარდა სამძებრო სამუშაოები რის შედეგადაც მეწყერის ვერსია გამოირიცხა.
შემოწმდა, მათ შორის, ჭაც სადაც საქმისთვის მნიშვნელივანი არაფერი არ აღმოჩენილა.

გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს სხვა შესაძლო ვერსიების გადამოწმება.

ამასთან, საქმის მასალებში კვლავ რჩება არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, რომელთა სრულად, ობიექტურად და საფუძვლიანად გადამოწმება აუცილებელია.

ჩვენ არ ვასახელებთ დამნაშავეს მტკიცებულებების გარეშე და არ ვაკეთებთ წინასწარ დასკვნებს. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ ერთია — დადგინდეს სიმართლე და გაირკვეს, რა მოხდა გურამ დადიანიძის გაუჩინარების დღეს.

17/08/2026

გურამ დადიანიძის საქმე👇

15/08/2026

🔹გამოძიება გრძელდება სხვა ვერსიების გადასამოწმებლად!

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი მარიამ ქავთარაძე / Attorney Mariam kavtaradze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share