Arbitration Chamber of Civil Cases/სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Arbitration Chamber of Civil Cases/სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატა

Arbitration Chamber of Civil Cases/სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატა სწრაფად და ეფექტურად ახორციელებს საარბიტრაჟო წარმოებას.

29/11/2016

დღეს, როდესაც მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურება დაკავშირებულია კოლოსალურ ხარჯებთან, საარბიტრაჟო წარმოება შესაძლებლობას იძლევა ამ დანახარჯების შეუდარებლად შემცირებისათვის. როგორც ცნობილია საერთო სასამართლოებში საქმის განხილვა მიმდინარეობს სამ ინსტანციაში, რაც გრძელდება წლების განმავლობაში. შესაბამისად საარბიტრაჟო წარმოება, რომელიც მიმდინარეობს მხოლოდ ერთ ინსტანციაში და რამოდენიმე თვის განმავლობაში, საშუალებას იძლევა მხარეებმა ანალოგიური მომსახურება მიიღონ გარჩევით დაბალ ფასად.

26/03/2015

”ინტერპრესნიუსი”

13/02/2014

დღეს, როდესაც მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურება დაკავშირებულია კოლოსალურ ხარჯებთან, საარბიტრაჟო წარმოება შესაძლებლობას იძლევა ამ დანახარჯების შეუდარებლად შემცირებისათვის. როგორც ცნობილია საერთო სასამართლოებში საქმის განხილვა მიმდინარეობს სამ ინსტანციაში, რაც გრძელდება წლების განმავლობაში. როგროც ასევე ცნობილია, ადვოკატის ხარჯები არი მის მიერ საქმეზე დახარჯული დროის პროპორციული და უმეტეს შემთხვევაში მისი ანაზღაურება ხდება მომსახურების საათობრივი ღირებულებით. შესაბამისად საარბიტრაჟო წარმოება, რომელიც მიმდინარეობს მხოლოდ ერთ ინსტანციაში და რამოდენიმე თვის განმავლობაში, საშუალებას იძლევა მხარეებმა ანალოგიური მომსახურება (ადვოკატის მომსახურება სააბტრაჟო წარმოების ბოლომდე) მიიღონ გარჩევით დაბალ ფასად.

13/02/2014

საარბიტრაჟო წარმოების ერთ-ერთ უმინიშვნელოვანეს უპირატესობად მიიჩნევა არბტირთა კომპეტენტურობა. აღნიშნულში ცხადია არ იგულისხმება მხოლოდ სამართლებრივი ნორმების ცოდნა. დავების სახეობათა მრავალფეროვნებიდან გამომდინარე რიგ შემთხვევაში საქმის მაღალ დონეზე განხილვა შეიძლება მოითხოვდეს სპეციალურ თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას. განსხვავებით საერთო სასამართლოებისაგან არბიტრაჟი არაა შეზღუდული საქმის განსახილველად მოიწვიოს სწორედ შესაბამისი სპეციალური განათლების მქონე ადამიანი, რომელიც ერთპიროვნულად თუ საარბიტრაჟო კოლეგიაში მონაწილეობით შეიტანს წვლილს, რომ გამოტანილ იქნეს, როგორც სამართლებრივად გამართული, ასევე სამართლიანი გადაწყვეტილება.

13/02/2014

განსხვავებით საერთო სასამართლოებში საქმის წარმოებისაგან, საარბიტრაჟო წარმოება არაა საჯარო. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა საარბიტრაჟო განხილვა უნდა იყოს დახურული. წარმოდგენილი საბუთი, მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული ან გადაცემული და გამოყენებული სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში“. აღნიშნული ასევე საკმაოდ დიდ უპირატესობას წარმოადგენს, რადგან დავების უმრავლეს შემთხვევებში, სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეებს არ აქვთ დავის საგნისა თუ საფუძვლების გასაჯაროების სურვილი, განსაკუთრებით, როდესაც უთანხმოება რაიმე მნიშვნელოვან ბიზნეს ინტერესს შეიძლება ეხებოდეს.

13/02/2014

ბენჯამინ ფრანკლინის ცნობილი გამონათქვამი „დრო-ფულია“, არცერთ სფეროს შეეფერება ისე ზუსტად, როგორც ბიზნესს. ამ საქმიანობაში თითოულ დაკარგულ საათს მოაქვს წაგება ბიზნესმენისთვის. სწორედ ამიტომ, წარმატებული და ცნობილი კერძო ფირმები დავების განხილვისას უპირატესობას ანიჭებენ საარბიტრაჟო წარმოებას. აღნიშნული გამოდინარეობს იქიდან, რომ სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს სამ ინსტანციაში, რაც, უმეტეს შემთხვევაში, რამდენიმე წელი გრძელდება, მაშინ როდესაც საარბიტრაჟო პალატაში იგივე დავის განხილვა შესაძლებელია, სულ რამოდენიმე თვეში დასრულდეს.

13/02/2014

Address

ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N29/7
Tbilisi
0108

Telephone

+995322988900

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Arbitration Chamber of Civil Cases/სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share