პირადი იურისტი Personal Lawyer

პირადი იურისტი Personal Lawyer სწრაფი, კვალიფიციური და ხარისხიანი ი?

როგორც იქნა 💫2026 წლის 19 ივნისს შეტანილი სარჩელი 24 აგვისტოს სასამართლომ წარმოებაში მიიღო.ოთხჯერ დაგვიდგინა ხარვეზი და ...
28/08/2026

როგორც იქნა 💫

2026 წლის 19 ივნისს შეტანილი სარჩელი 24 აგვისტოს სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

ოთხჯერ დაგვიდგინა ხარვეზი და განგვისაზღვრა დამატებითი დრო ბაჟის გადასახდელად.

საქმე იმაშია, რომ ჩემს მარწმუნებელს არაერთი ობიექტური მიზეზის გამო ბაჟის - 3000 ლარის გადახდის საშუალება არ აქვს.

მთელი გუნდი ჩავერთეთ და ყველა შესაძლო მტკიცებულებით სასამართლო დავარწმუნეთ მარწმუნებლის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.

საბოლოოდ, სასამართლომ გადაგვივადა ბაჟის გადახდის ვალდებულება საქმის დასრულებამდე. ჩვენ მოვიპოვეთ საქმის განხილვის უფლება და იმედი გვაქვს რომ საბოლოოდ ასევე წარმატებით დასრულდება საკითხი.

გაწვდით ინფორმაციას, რათა კოლეგებსა და დაინტერესებულ პირებს გაგიზიაროთ პრაქტიკა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში.

სასამართლოსთვის მიმართვა და სამართლის ძიება ყველა ადამიანის უფლებაა!!!

პირადი იურისტი
+995 555 100 901
ქ. თბილისი, მტკვრის ქუჩა N 3. იუსტიციის მოპირდაპირედ.

#იურისტი #ადვოკატი #სასამართლო #ბაჟი #პირადიიურისტი

23/07/2026

დენი მთელს საქართველოში გაითიშა ⚠️

დღეს ადვოკატთა ასოციაციაში პროფესიული ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელებს უმასპინძლეს და ...
25/06/2026

დღეს ადვოკატთა ასოციაციაში პროფესიული ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელებს უმასპინძლეს და სერტიფიკატები გადასცეს.

მიხარია რომ ჩემი მენტორობის პირველივე წელს ამ არაჩვეულებრივი, წარმატებული, თავის საქმეში გამორჩეული კოლეგების მეგზური ვიქნები პროფესიაში შესასვლელად.

მადლობა ასოციაციას და მის თავმჯდომარეს იმისთვის რომ ეს შენობა და ადგილი გახდა სიახლეების, პროფესიული განვითარებისა და კოლეგიალური ურთიერთობების ცენტრი.

წარმატებას ვუსურვებ ყველა კურსდამთავრებულს და იმედს ვიტოვებ რომ ადვოკატთა დიდ ოჯახს მალე შეემატება პროფესიონალი, საკუთარი საქმისა და სამართლის ერთგული წევრები.

25/06/2026

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 81 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
ცვლილებებით ზუსტდება უცხოელთა საქართველოში შემოსვლასთან, ყოფნასთან, ბინადრობის ნებართვის გაცემასთან და გაძევებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმები. წესრიგდება საიმიგრაციო ვიზების კატეგორიები, მათ შორის შემოდის D6 კატეგორიის ვიზასთან დაკავშირებული რეგულაციები არასრულწლოვანთა სწავლის მიზნებისთვის.

სიახლეები
ანონსი
პირდაპირი ეთერი
ვიდეოგალერეა
პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პლენარული სხდომები 25 ივნისი 2026
პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 81 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

ცვლილებებით ზუსტდება უცხოელთა საქართველოში შემოსვლასთან, ყოფნასთან, ბინადრობის ნებართვის გაცემასთან და გაძევებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმები. წესრიგდება საიმიგრაციო ვიზების კატეგორიები, მათ შორის შემოდის D6 კატეგორიის ვიზასთან დაკავშირებული რეგულაციები არასრულწლოვანთა სწავლის მიზნებისთვის.
კერძოდ, თუ უცხოელს სურს, საქართველოში უნივერსიტეტში ჩაირიცხოს, მან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა წარადგინოს. თუკი უცხოელი სტუდენტი საქართველოში სწავლობს, მან ერთი სასწავლო წლის განმავლობაში კანონმდებლობით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის მინიმუმ მესამედი უნდა დააგროვოს.

კანონპროექტის თანახმად, თუ უცხოელი სტუდენტი 90 დღეზე მეტი ვადით შეიჩერებს სტუდენტის სტატუსს, ეს მისი ბინადრობის გაუქმების საფუძველი გახდება. ასევე, თუ უცხოელი სტუდენტი 183 დღეზე მეტი ხნით დატოვებს ქვეყანას და ეს არ იქნება საპატიო მიზეზი (გაცვლითი პროგრამა ან სამედიცინო საჭიროება), ამ შემთხვევაშიც, ეს მისი ბინადრობის დაკარგვის საფუძველი გახდება.
კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემისა და ქორწინების ნამდვილობის შემოწმების წესი, ზუსტდება სასწავლო და შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ბინადრობის პირობები. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, რომლითაც დასჯადი ხდება ფიქციური ქორწინება ან/და ამგვარ ქორწინებაში ყოფნა, რომლის მიზანს არ წარმოადგენს ოჯახის შექმნა და მიზანი უცხოელის მხრიდან ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებაა.

პირადი იურისტი
+995555100901

#იურისტი #ადვოკატი #მიგრაცია #ოჯახისგაერთიანება #ცვლილება #ოჯახი #ბინადრობისნებართბა

ზუსტად 1 საათი ველოდები რიგს და კიდევ დარჩა 10 ადამიანი.თქვენი აზრით რატომ?
23/06/2026

ზუსტად 1 საათი ველოდები რიგს და კიდევ დარჩა 10 ადამიანი.

თქვენი აზრით რატომ?

ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს ვულოცავ თეორიული ნაწილის დასრულებას. განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს სტ...
18/06/2026

ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს ვულოცავ თეორიული ნაწილის დასრულებას.
განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს სტაჟიორებს.

როგორც იცით მენტორი ადვოკატის სტატუსი მომენიჭა და წელს პირველად გავუწევ დახმარებას მომავალ კოლეგებს პროფესიაში შესასვლელად.

იმედი მაქვს რომ ჩვენი თანამშრომლობის 9 თვე იქნება ნაყოფიერი და შრომატევადი.

P.S. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ეტაპზე სრულად დაკავებულია 5 ადგილი და სტაჟიორების აყვანას მომავალ კურსამდე ვეღარ შევძლებ.

მადლობა ვინც დაინტერესდით და სურვილი გამოთქვით ჩემთან მუშაობის.
ვაფასებ ❤️

18/06/2026

3 თვეში დასრულებული საქმე.
სასამართლომ "გამოსახლების" გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცია.

დეტალები ვიდეოში .

#აღსრულება #გამოსახლება #სასამართლო #ადვოკატი #იურისტი

📥 ხშირად შემოდის კითხვები კრედიტინფოს დანიშნულების შესახებ, რა ტიპის ინფორმაცია ინახება, არის თუ არა ხელმისაწვდომი მოქალ...
16/05/2026

📥 ხშირად შემოდის კითხვები კრედიტინფოს დანიშნულების შესახებ, რა ტიპის ინფორმაცია ინახება, არის თუ არა ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის ამ პორტალზე წვდომა და ა.შ. მოდით, მარტივად ავხსნათ მისი რაობა და დანიშნულება.

💸სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო მარტივად, რომ ვთქვათ არის მონაცემთა ბაზა, რომელიც ინახავს ინფორმაციას ჩვენი საკრედიტო ისტორიის (როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი)-ის შესახებ. ის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი მონაცემების მიწოდებით უზრუნველყოფს ბანკებს 🏦, სალიზინგო კომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებს – რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სესხის გაცემასთან, მომსახურების ან საქონლის კონსიგნაციით მიწოდებასთან.

💴კრედიტინფო საქართველოს სერვისებით სარგებლობისას საშუალება გეძლევათ განსაზღვროთ იურიდიული თუ ფიზიკური პირის ფინანსური მდგომარეობა, სანდოობისა და სტაბილურობის ხარისხი. იმაზე, თუ რა ინფორმაციას ინახავს თქვენ შესახებ "კრედიტინფო", შესაძლოა, დამოკიდებული იყოს არა მხოლოდ თქვენი ურთიერთობა ბანკებთან, არამედ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან ან თუნდაც იმ ბინის მეპატრონესთან, ვისგანაც ბინის დაქირავებას აპირებთ.

ერთი სიტყვით, კრედიტინფო არის დამხმარე რგოლი ფინანსური მონაცემების შეგროვების პროცესში. იურისტებს ეს პორტალი გვეხმარება სასამართლო დავების დროს სესხის ხანდაზმულობის პროცესის აღიარებაში.

🌐 პორტალზე რეგისტაცია ახლა უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რითიც საშუალება ეძლევა მიიღოს საკუთარ საკრედიტო ისტორიაზე წვდომა უფასოდ წელიწადში 3-ჯერ.

კონსულტაციისთვის დაგვირეკეთ:
☎️032 2 112 100
✅WhatsApp: +995555100901

#კრედიტინფო #საკრედიტოინფორმაცია #ხანდაზმულისესხი #ხანდაზმულობა #სასესხოდავა #იურისტი #პირადიიურისტი

განგრძობადი განათლების ფარგლებში ჩვენი იურისტი მარიამ ქადაგიშვილი ესწრებოდა  ტრენინგ-შეხვედრას"საქმისწარმოების თავისებურ...
08/05/2026

განგრძობადი განათლების ფარგლებში ჩვენი იურისტი მარიამ ქადაგიშვილი ესწრებოდა ტრენინგ-შეხვედრას
"საქმისწარმოების თავისებურებანი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში" რომელიც გაიმართა ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით.

შეხვედრა იყო დატვირთული ქალბატონი თამარ ავალიანის მრავალფეროვანი და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით.
მცირე დროში ტრენეტმა შეძლო კოლეგებისთვის ფასდაუდებელი ინფორმაციის გაზიარება.


გულწრფელი მადლობა ქალბატონ თამარს და ასოციაციას !

💼 ბიზნესის სამართლებრივი გამართულობა მრავალი, მცირე თუ დიდი ბიზნესების გამოწვევაა…👩‍💻 სამართლებრივი რისკების დროული იდენ...
08/05/2026

💼 ბიზნესის სამართლებრივი გამართულობა მრავალი, მცირე თუ დიდი ბიზნესების გამოწვევაა…

👩‍💻 სამართლებრივი რისკების დროული იდენტიფიცირება, ბიზნესს საშუალებას აძლევს დიდი პრობლემების თავიდან არიდებაში.

✅ ზოგავს უამრავ დროს, რომელიც შესაძლო ბიუროკრატიულ პროცედურებში ან სასამართლო დავისას დაიხარჯებოდა;

✅ პირდაპირპროპორციულად ისახება ფინანსებზე და მნიშვნელოვნად მცირდება ხარჯები;

✅ პრობლემების დროული იდენტიფიცირება გვიმცირებს მისგან წარმოქმილ მასშტაბებს;

✅ კომპანიის სამართლებრივი გამართულობა, თქვენი სიმშვიდის გარანტიაა!

აირჩიეთ “პირადი იურისტის” ბიზნეს მომსახურება!

კონტაქტი:
☎️032 2 112 100
📱+995 555 100 901
📍მტკვრის ქუჩა N3

#ბიზნესი #ბიზნესისაქართველოში #მცირებიზნესი #სტარტაპი #იურიდიულიმომსახურება #იურისტისაქართველოში #პირადიიურისტი

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 17:00
Sunday 12:00 - 15:00

Telephone

+995322112100

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პირადი იურისტი Personal Lawyer posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to პირადი იურისტი Personal Lawyer:

Shortcuts

Share