05/02/2025
ადვოკატი გიგა გელაშვილის განცხადება.
-ადვოკატი გიგა გელაშვილი, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევის საპასუხოდ თითოეული ადვოკატის ვალია, დააფიქსიროს საკუთარი აზრი, უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
-პირველ რიგში ვგმობ, საქართველოს განვითარებისთვის, უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებზე ძალადობას, როგორც ხელისუფლების უმაღლესი შტოების, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან.
-ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო "ეშმაკის" ადვოკატების წინააღმდეგ დისკუსიებსა და დებატებში. იქნება ეს მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე თუ სხვა "ეშმაკის" ადვოკატი.
-ობიექტურ პირობებში საზოგადოებას წარმოვუჩინო, თუ როგორ უთხრის ძირს საქართველოს მომავალს, "ეშმაკი" ბიძინა ივანიშვილი და მისი დაქირავებული ადვოკატები. რომლებსაც ნიღაბს ჩამოვხსნი მე პირადად ნებისმიერ დროს, ეს იქნება დებატები, დისკუსია თუ სასამართლო პროცესი🫡✅.
-რამდენიმე მაგალითს, ამ პოსტიშიც იხილავთ,თუ რა საგანგაშო მდგომარეობაში ჩააყენეს საქართველო და მისი მომავალი თავისი ბინძური პოლიტიკით📉🔻⬇️
-ასევე, ვგმობ ჩემ კოლეგა ადვოკატებზე ხელშეშლას, სხვადასხვა ორგანოების მხრიდან, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.
- წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითსა და არსებულ ობიექტურ რეალობას, თუ რამდენად შემაძრწუნებელი შედეგები დადგა, ბიძინა ივანიშვილის მიერ გატარებული ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელი პოლიტიკის შედეგად.
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური კვლევის თანახმად, 2019 წელს დაფიქსირდა დემოგრაფიული კატასტროფა. კერძოდ საქართველოს მოქალაქეების გარდაცვლილთა რაოდენობამ გადააჭარბა დაბადებულთა რიცხვს.
-იგივე ტენდენცია გრძელდება დღემდე. ბოლო მონაცემებით (2024წ) გარდაცვალება 2542-ით აჭარბებს დაბადებას. უკანასკნელ წლებში სავალოლო მდგომარეობა იყო 2021 წელს, კვლევის მიხედვით დაბადებულთა რიცხვი 13 960-ით ნაკლები იყო გარდაცვლილთა რიცხვთან შედარებით.
-რაც შეეხება ემიგრაციას, საქსტატის მონაცემების მიხედვით, აქაც საგანგაშო მდგომარეობაა. მხოლოდ 2023 წელს, საქართველო დატოვა 245 064-მა ადამიანმა. მათი უდიდესი ნაწილი(63.2%) უკან არ დაბრუნებულა.
-სოციალური შემწეობის მთხოვნელთა რაოდენობა წლიდან-წლამდე მატულობს.
-კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სესხებისგან თავს ვერ აღწევს მიმმართველთა რაოდენობის 54 %. რაც აისახება სესხების გადაცილებასა და საბანკო ჯარიმებში.
-პრობლემების ჩამოთვლას ერთ პოსტში ,რა თქმა უნდა ვერ შევძლებ. ვიმეორებ, რომ დებატებისა და დისკუსიაში მონაწილეობისთვის მზად ვარ და თითოეული "ეშმაკის" ადვოკატისთვის ნიღბის ჩამოხსნას შევეცდები 🫡✅.
-აღნიშნული პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ხელისუფლება დაკავებულია ხალხის ცემით, დაჭერით, დაშინებით, გაშავებით. სამწუხაროდ მთავარმა პრობლემებმა უკან გადაიწია და ხელისუფლების ამომრჩევლები კოლაბორაციაში შედიან მოძალადეებთან. პრობლემებს ეძებენ მომიტინგეებში და მათ გაშავებაში მთელ რესურს დებენ, რადგან საქართველოს მომავლისთვის მებრძოლ ხალხს მიაწებონ ბინძური იარლიყები, თითქოს ისინი არა საქართველოს გვერდით დგანან, არამედ უკვე წარსულს ჩაბარებული ხალხის გვერდით. მეგობრებო, ნაცები უკვე წარსულს ჩაბარდნენ. ახლა ჰიბრიდული ნაცები ესხმიან თავს ჩვენ მომავალს. ბიძინა უნდა წავიდეს მშვიდად. არავის გადაყოლება საჭირო არაა. არავითარი მართლმსაჯულებით მუქარა საჭირო არაა. საერთოდ მუქარები და შურისძიებები წარსულს უნდა დავუტოვოთ და გადავშალოთ სუფთა ფურცელი, სადაც სამართლებრივ, ძლიერ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს ავაშენებთ.
-გამოსავალი ყოველთვის არსებობს. გამოსავალი არის ერთადერთი. ბიძინა ივანიშვილი უნდა გავუშვათ სახლში. ხალხმა ერთმუშტად უნდა გამოასწოროს საგანგაშო მდგომარეობა. მნიშვნელობა არ აქვს წარსულს. თუ ვინ როგორ დაყო ხალხი. ქართველი არის ქართველი. მეც, შენც, ბიძინაც. საჭიროა ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ქაოსის დასრულებაში და ნანატრი მშვიდობის მოპოვებაში.
🫡✅🇬🇪