AR Consulting

AR Consulting Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from AR Consulting, Legal Service, Tbilisi.

შემაკავებელი ორდერი ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ შემაკავებელ...
13/03/2024

შემაკავებელი ორდერი ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიცეს რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად და მსხვერპლის დასაცავად და თითოეულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლებმა შეაფასონ შემაკავებელი ორდერის გამოცემის ობიექტური და რეალური საფუძვლები.

არის შემთხვევები, როდესაც შემაკავებელი ორდერი გამოიცემა არარეალური და ცრუ ინფორმაციის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერი აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს სასამართლოში. შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შედეგად სასამართლო გააუქმებს უსაფუძვლოდ გამოცემულ შემაკავებელ ორდერს და პირს აღარ ექნება მოძალადის სტატუსი.

მოცემულ შემთხვევაში ორი უსაფუძვლოდ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გაუქმდა და მამას მიეცა შვილებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

#შემაკავებელიორდერი #ოჯახშიძალადობა #ოჯახურიძალადობა #მსხვერპლი #პოლიცია #შსს #ადვოკატი #სასამართლო

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერი ქალი, მამაკაცი ან ბავშვი გახდეს. მოძალადისგან თავის დასაცავად მსხვერპლმა უნდა მიმ...
13/03/2024

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერი ქალი, მამაკაცი ან ბავშვი გახდეს. მოძალადისგან თავის დასაცავად მსხვერპლმა უნდა მიმართოს პოლიციას და მიაწოდოს სრული ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. მსხვერპლის დაცვის მიზნით პოლიციის თანამშრომელი გამოსცემს შემაკავებელ ორდერს. შემაკავებელი ორდერით შესაძლებელია მოძალადეს აეკრძალოს არა მხოლოდ მსხვერპლის სახლთან მიახლოება, შესაძლებელია მას პოლიციამ მოსთხოვოს სახლის დატოვება, თუ მოძალადე და მსხვერპლი ერთ სახლში ცხოვრობენ, მაშინაც კი თუ ეს სახლი (ბინა) მოძალადის საკუთრებაა.

#ოჯახშიძალადობა #ოჯახურიძალადობა #მსხვერპლი #შემაკავებელიორდერი #სასამართლო #ადვოკატი #პოლიცია #შსს

რამდენიმე თვის წინ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე მოგვმართა წერეთლის მექსიკური.Tseretelis meqsikuri -მა. კონკურე...
10/03/2024

რამდენიმე თვის წინ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე მოგვმართა წერეთლის მექსიკური.Tseretelis meqsikuri -მა. კონკურენტი კომპანია სავაჭრო ნიშნით „მექსიკური წერეთელზე N1“ იყენებდა შპს „წერეთლის მექსიკურის“ მსგავს დასახელებას, შეფუთვას და გარეგნული იერსახეს, ხოლო ამ კომპანიის უკმაყოფილო მომხმარებლებს ერთმანეთში ერეოდათ კომპანიები და სოციალურ ქსელებში დაუმსახურებლად აკრიტიკებდნენ შპს „წერეთლის მექსიკურს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართეთ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს და სასამართლოს.

ჩვენი მიმართვის და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა კონკურენტი კომპანიის მიერ „წერეთლის მექსიკურის“ სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის გამოყენების, შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტები. იმის გამო, რომ კონკურნეტი კომპანია იყენებდა ორი სხვადასხვა დასახელების შპს-ს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ორივე კომპანიას აეკრძალა შპს „მექსიკური წერეთელზე“-ს მსგავსი სახელის, შეფუთვის და ობიექტის ფასადის და დიზაინის გამოყენება, ასევე დაეკისრა ჯარიმა. ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონკურენტ კომპანიას ასევე აეკრძალა შპს „წერეთლის მექსიკურის“ მსგავსი სახელისა და გარეგნული იერსახის გამოყენება და დაევალა უკვე არსებულის განადგურება.

დეტალურად, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
https://gcca.gov.ge/uploads_script/decisions/tmp/phpZ1RwOr.pdf

#არაკეთილსინდისიერიკონკურენცია #კონკურენცია #სასაქონლონიშნები #კონკურენციისეროვნულისააგენტო #სასამართლო #წერეთლისმექსიკური #მექსიკურიწერეთელზე

📢📢📢კიდევ ერთი ადამიანის მიმართ გამოცემული უსაფუძვლო და უკანონო შემაკავებელი ორდერი გააუქმა სასამართლომ. 🧑‍⚖️გახსოვდეთ, უ...
25/07/2023

📢📢📢კიდევ ერთი ადამიანის მიმართ გამოცემული უსაფუძვლო და უკანონო შემაკავებელი ორდერი გააუქმა სასამართლომ. 🧑‍⚖️
გახსოვდეთ, უსაფუძვლოდ გამოცემული შემაკავებელი ორდერის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ სწორი სამართლებრივი მოქმედებებით!

იურიდიული კონსულტაციისთვის და სამართლებრივი დახმარებისთვის დაგვიკავშირდით
📲 591 70 00 55

📢🙌 თითქმის 2 წლიანი ბრძოლის შემდეგ, უზენაეს სასამართლოშიც დასრულდა თავდაცვის სამინისტროს და ძალიან მაგარი  გოგოს და ჯარი...
24/05/2023

📢🙌 თითქმის 2 წლიანი ბრძოლის შემდეგ, უზენაეს სასამართლოშიც დასრულდა თავდაცვის სამინისტროს და ძალიან მაგარი გოგოს და ჯარისკაცის, ნინო ბლუაშვილი-ს დავა! თავდაცვის სამინისტრო ნინოს სთხოვდა კონტრაქტის დარღვევის გამო 5000 ლარის გადახდას, თუმცა არც ერთ ინსტანციაში მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ნინო სრულად გათავისუფლდა ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან. 💪 ძალიან მნიშვნელოვანია ეს საქმე თითოეული ჯარისკაცისთვის, რადგან საქმეზე დადგინდა პრაქტიკა, რომ თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია, ნებისმიერ შემთხვევაში გამოიკვლიოს, რატომ ტოვებს ჯარისკაცი სამსახურს და გაარკვიოს, ხომ არ არსებობს ფინანსური ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი. არ მგონია, რომ ამ ვალდებულებას შეასრულებენ, მაგრამ ისევე ვაიძულებთ შესრულებას, როგორც ეს ნინოს შემთხვევაში მოხდა.

ნინო ბლუაშვილი მადლობა ნდობისთვის ☺️

მზად ვართ ვემსახუროთ თითოეულ ჯარისკაცს!

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia

22/10/2022

მხარეებს უყვართ სასამართლოსთვის ყველაფრის მინდობა და მასზე ჯოხის გადატეხვა და ამ დროს ავიწყდებათ, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მხარეებმა წარუდგინონ ყველა მტკიცებულებულება, რომელიც მათ პოზიციას დაადასტურებს. თუ ეს მტკიცებულება აქვს რომელიმე მხარეს და არ წარადგენს, ან არასწორად განმარტავს მას სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ შეიძლება აღიქვას განსხვავებულად და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. სამწუხაროა, რომ დაზარალებულს არ აქვს უფლება, სისხლის სამართლის საქმეზე მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულებები და ის დამოკიდებულია ბრალდების მხარის მიერ საქმისწარმოებაზე. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ დაზარალებული უნდა მიდიოდეს ზიანის მიყენებისთანავე პოლიციაში, განსაკუთრებით ოჯახური ძალადობის საქმეზე, მაგრამ ეს არის საქმეების სწორედ ის კატეგორია, სადაც სხვა საქმეებზე მეტად უნდა ეცადოს მხარე, ზუსტად რომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად მოიპოვოს მტკიცებულებები, წარადგინოს და შესაბამისად განმარტოს სასამართლოში და თუ ამას არ გააკეთებს, სასამართლო თავისი ინიციატივით ვერ გააკეთებს ვერაფერს და მტკიცებულების არასაკმარისობის გამო უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს მიანიჭებს უპირატესობას. ალბათ უფრო მეტად უნდა ეცადა ბრალდებასაც და დაზარალებულსაც უფრო მეტად უნდა დაეცვა საკუთარი უფლებები და შესაძლოა განსხვავებული შედეგიც დამდგარიყო.

#ოჯახურიძალადობა
#ადვოკატი

საქართველოში ბანკებთან დადებული კაბალური ხელშეკრულებების გამო ბევრი ადამიანი კარგავს უკანასკნელ უძრავ ქონებას ისე, რომ ს...
18/09/2022

საქართველოში ბანკებთან დადებული კაბალური ხელშეკრულებების გამო ბევრი ადამიანი კარგავს უკანასკნელ უძრავ ქონებას ისე, რომ სასამართლოსთვის მიმართვის აზრსაც ვერ ხედავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბანკი სასწრაფოდ მართავს აუქციონს ქონების რეალიზაციისთვის. მაგრამ მსესხებლებმა უნდა იცოდნენ, რომ აუცილებლად უნდა დაიცვან თავი სასამართლოსთვის მიმართვის გზით, რადგან სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ბანკის მიერ დაწყებული აუქციონი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სარჩელის აღძვრამდე მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა საქართველოს ბანკის მოთხოვნით დანიშნული აუქციონი 2 უძრავ ქონებაზე, სადაც პირველად აუქციონზე ქონების რეალური ღირებულების 20%-ადაც კი არ იყო გატანილი.

ზოგჯერ ქართული სასამართლოც იღებს სამართლიან გადაწყვეტილებებს და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ⚖️💪

Address

Tbilisi

Telephone

+995591700055

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when AR Consulting posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to AR Consulting:

Share

Category