A plus Consulting

A plus Consulting A+ Consulting provides top class services in organizational management, legal advise and strategic d

დღეს, გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე ირაკლი რუხაძე და სხვ. Recover...
19/03/2025

დღეს, გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე ირაკლი რუხაძე და სხვ. Recovery Partners GP-ის და სხვ. წინააღმდეგ.

გადაწყვეტილების თანახმად, ირაკლი რუხაძეს, იგორ ალექსეევსა და ბენჯამინ მარსონს (ასევე მათ კუთვნილ კომპანიებს - Hunnewel Partners & Park Street) დაეკისრათ 170 მლნ აშშ დოლარის გადახდა Recovery Partners GP LTD-სა და Revoker LLP-ის სასარგებლოდ.

საქმის მიხედვით, ირაკლი რუხაძემ და მისმა თანამზრახველებმა დაარღვიეს ფიდუციარული ვალდებულებები იმ კომპანიის მიმართ, ვისთვისაც მუშაობდნენ. მათ მიითვისეს თავიანთი პრინციპალის ბიზნეს გეგმა და შედეგად, უკანონოდ მიიღეს შემოსავალი, რომელიც დაბრუნებას ექვემდებარება.

გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს საქმის განმხილველი პალატის შვიდივე მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას ერთსულოვანი იყო.

A+ Consulting-ის გუნდს ჰქონდა პატივი, ემუშავა აღნიშნულ საქმეზე კომპანია BrownRudnick-ის იურიდიულ გუნდთან ერთად.

ვულოცავთ ჩვენ პარტნიორებს ამ შესანიშნავ გამარჯვებას. ✌️

გადაწყვეტილების ბმული იხილეთ კომენტარის სახით.

თიკომ შრომით დავაზე მორიგი სარჩელი მოამზადა სასამართლოში შესატანად. 🤩
08/06/2023

თიკომ შრომით დავაზე მორიგი სარჩელი მოამზადა სასამართლოში შესატანად. 🤩

A plus Consulting-ის სამშენებლო სამართლის ექსპერტმა და სამართლის დოქტორმა, უჩა ზაქაშვილმა მონაწილეობა მიიღო პოლონეთში გა...
02/06/2023

A plus Consulting-ის სამშენებლო სამართლის ექსპერტმა და სამართლის დოქტორმა, უჩა ზაქაშვილმა მონაწილეობა მიიღო პოლონეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა ელექტრონულ მმართველობას.

ზელონა გორას უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა პოლონეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების 40-მდე პროფესორი. უჩა ზაქაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა მოხსენება ელექტრონულ მმართველობასა და სამშენებლო სერვისებზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, A plus Consulting-ის კლიენტი, რაშად ბაგიროვი...
31/05/2023

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, A plus Consulting-ის კლიენტი, რაშად ბაგიროვი სრულად გათავისუფლდა 501 350 ევროს გადახდის ვალდებულებისგან.

აპელანტის ინტერესებს წარმოადგენდნენ Tiko Korkia და Oto Kakhidze

მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ განახლდა ჩვენი კომპანიის ვებ-გვერდი 🤩
19/05/2023

მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ განახლდა ჩვენი კომპანიის ვებ-გვერდი 🤩

A+ Consulting წესიერება - ხარისხი - წარმატება A+ შესახებ N კანონი რთულია. ჩვენ მას გადმოგცემთ უბრალო ენაზე N ჩვენ გთავაზობთ პრ...

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, A plus Consulting-ის კლიენტი, ალექსანდრე ნინუა სრულად გათავისუფლდა 5 06...
22/03/2023

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, A plus Consulting-ის კლიენტი, ალექსანდრე ნინუა სრულად გათავისუფლდა 5 060 000 ევროს სოლიდარულად გადახდის ვალდებულებისგან. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა სასამართლო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.

ალექსანდრე ნინუას ინტერესებს იცავდნენ Salome Diasamidze და Oto Kakhidze.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიორგი უგულავას განაცხადი ევროკონვენციის მე-5 მუხლით და...
13/02/2023

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიორგი უგულავას განაცხადი ევროკონვენციის მე-5 მუხლით დაცული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით.

გასაჩივრებული იყო სამი საკითხი:

1) პატიმრობის შეფარდება 2014 წლის 3 ივლისს + პოლიტიკური მოტივი, მუხლი 5.1 + მუხლი 18;
2) პატიმრობის გაგრძელება 2015 წლის 18 თებერვალს, დაუსაბუთებლად, მტკიცების ტვირთის ბრალდებულის მხარეს გადმოტანით, მუხლი 5.3;
3) ახალი პატიმრობის შეფარდება 2015 წლის 2 აპრილიდან 17 სექტემბრამდე, 9 თვიანი კონსტიტუციური ზღვრის დარღვევით, მუხლი 5.1.

მეორე და მესამე საკითხებზე სასამართლომ დაადგინა კონვენციის 5.1 და 5.3 მუხლების დარღვევა, ხოლო პირველი საკითხის დაკმაყოფილებაზე - მუხლები 5.1 და 18 - უარი თქვა.

განმცხადებლის ინტერესებს წარმოადგენდნენ: A+ Consulting-ის უფროსი პარტნიორი - ოთარ კახიძე, EHRAC-ის დირექტორი, პროფესორი ფილიპ ლიჩი, ასევე BGI Legal-ის იურისტები - Davit Kakoishvili და ანი ხოჯელანი. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.

2023 წლის 19 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე....
19/01/2023

2023 წლის 19 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე.

მაჩალიკაშვილის ოჯახი სასამართლოსგან ითხოვდა დაედგინათ ევროკონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების დარღვევა.

სიცოცხლის უფლების დაცვასთან მიმართებით სახელმწიფოს აქვს ორი ვალდებულება: 1. ნეგატიური - როდესაც სახელმწიფომ უკანონოდ არ უნდა ხელყოს ადამიანის სიცოცხლე; და 2. პოზიტიური - როდესაც სახელმწიფომ სრულფასოვნად უნდა გამოიძიოს სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტი.

ევროსასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფოს მიერ ჩატარებული გამოძიება არ იყო სრულფასოვანი, შესაბამისად, დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა პოზიტიური ვალდებულების ნაწილში.

თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მტკიცება, რომ სახელმწიფომ უკანონოდ ხელყო თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე, შესაბამისად, არ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა ნეგატიური ვალდებულების ნაწილში.

სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა ევროკონვენციის მე-3 მუხლის - წამების აკრძალვის დარღვევის თაობაზე, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასამართლომ მტკიცებულებათა ნაკლებობა გამოძიების უხარისხობით ახსნა.

საბოლოოდ, სასამართლომ დაადგინა ევროკონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის არასათანადო გამოძიების გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში სახელმწიფოს მოუწევს საქმის ხელახალი გამოძიება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით.

საქმე შესაძლოა გასაჩივრდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში.

------------

2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციისას, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს - მას სპეცრაზმელის ტყვია თავში მოხვდა. ოფიციალური ვერსიით, მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გახსნა სცადა და გასროლაც სწორედ ამიტომ მოხდა. თავში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციიდან რამდენიმე კვირაში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამერიკის კონსტიტუციის შესაბამისად, კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ირჩევს თავმჯდომარეს, რომელსაც პალატის სპიკერს უწოდებ...
10/01/2023

ამერიკის კონსტიტუციის შესაბამისად, კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ირჩევს თავმჯდომარეს, რომელსაც პალატის სპიკერს უწოდებენ. მისი მოვალეობებია: პალატის ადმინისტრირება, სხდომების ჩატარება, კომიტეტის წევრების დანიშვნა და ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება. სპიკერის ფუნქციებიდან გამომდინარე, ითვლება, რომ პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ, ის არის მესამე ყველაზე გავლენიანი ადამიანი ამერიკაში.

2022 წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ 435 წევრიანი წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა მოიპოვა რესპუბლიკურმა პარტიამ, 222 კონგრესმენით. მიუხედავად ამისა, წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა მხოლოდ მე-15 ცდაზე შეძლო, 216 ხმით (დამსწრეთა 50.5%). ბოლოს ასეთი შემთხვევა 1860 წელს დაფიქსირდა.

სპიკერის თანამდებობის დასაკავებლად ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ რესპუბლიკელი კევინ მაკარტი და დემოკრატი ჰაკიმ ჯეფრისი. Პალატაში გადანაწილებული ადგილებიდან გამომდინარე, რესპუბლიკურ პარტიას შეეძლო სპიკერის დამოუკიდებლად არჩევა, თუმცა 20 რესპუბლიკელი კონგრესმენი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა კევინ მაკარტის კანდიდატურას.

საბოლოოდ, მოლაპარაკებებისა და გარკვეული დათმობების ხარჯზე, მაკარტიმ მოახერხა თანაპარტიელთა ხმების მოპოვება და გახდა პალატის სპიკერი.

საყურადღებოა ამ არჩევნების გეოპოლიტიკური დატვირთვაც, რადგან მაკარტი და მისი მხარდამჭერები ნაკლები ენთუზიაზმით უყურებენ რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერას. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მათი რიტორიკა მხოლოდ შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი და რაიმე სერიოზული ცვლილება უკრაინის დახმარების ნაწილში მოსალოდნელი არ არის.

ტრადიციული განმარტებით, ლიდერობა გულისხმობს გუნდის გაძღოლას გამოცდილი, ძლიერი, შრომისმოყვარე პიროვნების მიერ, რომელიც გა...
25/11/2022

ტრადიციული განმარტებით, ლიდერობა გულისხმობს გუნდის გაძღოლას გამოცდილი, ძლიერი, შრომისმოყვარე პიროვნების მიერ, რომელიც გამოირჩევა მტკიცე ხასიათით და არ არის მიდრეკილი შეცდომების დაშვებისკენ.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელ ლიდერს შეუძლია მეტი სარგებლის მოტანა გუნდისთვის - რომელმაც შეძლო და გუნდის წევრები დაარწმუნა ლიდერის სიძლიერესა და შეუცდომლობაში, თუ ლიდერი, რომელიც არ ცდილობს სამაგალითო ადამიანის შთაბეჭდილების ხელოვნურად შექმნას?

21-ე საუკუნეში ლიდერობის ტრადიციული მნიშვნელობა იცვლება. არ არის აუცილებელი ლიდერი ყველაზე ჭკვიანი, ან სულაც შეუცდომელი იყოს. წინაა წამოწეული ისეთი თვისებები, როგორიცაა თანაგრძნობა და ემპათია, როგორც გუნდის სხვა წევრების, ასევე საკუთარი თავის მიმართ.

გავრცელებული მითის გამო, რომ ლიდერები უნდა იყვნენ ძლიერები, ზოგიერთი თავს არიდებს საკუთარი თავისადმი თანაგრძნობას. Მიაჩნიათ, რომ ამ თვისებამ შესალოა მათ წარმატებას ძირი გამოუთხაროს. თუმცა, კვლევები საპირისპიროს ამბობენ. ლიდერებს, რომლებიც მიმართავენ თვითთანაგრძნობას, აქვთ უფრო მაღალი ემოციური ინტელექტი, გამძლეობა და სამართლიანობის შეგრძნება. ტენდენციურად ასეთი ლიდერები სხვებს უფრო მეტად ეხმარებიან ამოცანებისა და პირადი (არასამსახურეობრივი) პრობლემების მოგვარებაში. ასევე, ლიდერები, რომლებიც გარკვეულ სიტუაციებში სისუსტესაც ავლენენ და ღიად აღიარებენ, რომ მათ ყველაფერი არ აქვთ გააზრებული, უფრო უსაფრთხო გარემოს ქმნიან გუნდის წევრებისთვის, რომლებიც არ გაურბიან თამამი ნაბიჯების გადადგმას შეცდომების დაშვების შიშით.

ადი დასლერი - წარმატებული პროდუქტის დიზაინის მარტივი  მეთოდითითქმის 100 წლის წინ, ადოლფ ‘ადი’ დასლერმა ბრენდი “ადიდასი” ...
18/11/2022

ადი დასლერი - წარმატებული პროდუქტის დიზაინის მარტივი მეთოდი

თითქმის 100 წლის წინ, ადოლფ ‘ადი’ დასლერმა ბრენდი “ადიდასი” შექმნა. კომპანიის ისტორია პატარა ბავარიულ სოფელში - ჰერცოგენაურახში, დასლერების ოჯახის სამრეცხაო ოთახში დაიწყო. 2021 წელს კი “ადიდასმა” 340 მილიონი წყვილი ფეხსაცმელი აწარმოა.

ადი დასლერი მეწაღე იყო. მისი მოღვაწეობის პერიოდში მეწაღეების სიმწირეს არ უჩიოდნენ, მაგრამ დასლერმა თავი ყველასგან გამოარჩია და მიიღო მარტივი გადაწყვეტილება - შეექმნა საუკეთესო ფეხსაცმელი სპორტსმენებისთვის. მისი უპირატესობა ამ იდეის განხორციელებაში იყო. დასლერი პირადად ესაუბრებოდა სპორტსმენებს, არკვევდა - რა მოსწონდათ, რა - არა, რა ადგილებს ატკიებდათ ფეხსაცმელი, და ა.შ.

სწორედ პოტენციური მომხმარებლების სურვილების შესწავლამ მისცა დასლერს საშუალება, შეექმნა ღირებული პროდუქტი. ადის ფეხსაცმელი იმდენად განსხვავდებოდა სხვა ბრენდებისგან და ისე კარგად ითვალისწინებდა სპორსტმენთა სურვილებს, რომ მალევე მოიპოვა პოპულარობა და ნდობა სპორტის სივრცეში.

დასლერის ფეხსაცმლის პოპულარობა ახალ სიმაღლეზე აიყვანა მნიშვნელოვანმა ამბავმა - ადი დასლერით აღჭურვილმა გერმანიის ეროვნულმა საფერხბურთო ნაკრებმა მსოფლიო თასის ფინალში გაიმარჯვა. Ამ მომენტიდან ყველაფერი ელვის სისწრაფით განვითარდა - ყველა საფეხბურთო გუნდს სწორედ ეს ფეხსაცმელი სურდა თავისი მოთამაშეებისთვის. მალევე, “ადიდასმა” დაიწყო სპორტის სხვა სახეობების აღჭურვილობის დამზადება. შედეგი სახეზეა - კომპანია ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად იკავებს წამყვან ადგილს მსოფლიოს სპორტულ ბრენდების სიაში.

დასლერის ისტორია რამდენიმე მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის:
1. არაა აუცილებელი, გქონდეს გრანდიოზული სასტარტო პოზიციები გრანდიოზული შედეგების მისაღებად;

2. წარმატებული პროდუქტისა და მომხმარებლების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის ადამიანზე მორგებული დიზაინის შემუშავება.

მიუხედავად იმისა, რომ დასლერსა და ჩვენ რამდენიმე ათწლეული გვაშორებს, მისი ინოვაციური მიდგომა ჯერ კიდევ რელევანტურია და დღესაც კარგი გაკვეთილია.

ფოტო: Adidas Archive

2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ისტორიაში პირველად არაბულ სამყაროში - კატარში ჩატარდება. შეჯიბრის ლოკაცია საკამა...
07/11/2022

2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ისტორიაში პირველად არაბულ სამყაროში - კატარში ჩატარდება. შეჯიბრის ლოკაცია საკამათო საკითხი აღმოჩნდა და ნეგატიური რეაქციები გამოიწვია. არაერთმა ფეხბურთელმა, მათ შორის ტონი კროოსმა და ლეონ გორეცკამ, მკაცრად გააკრიტიკეს ჩემპიონატის ლოკაცია.

კრიტიკას ორი ძირითადი საფუძველი აქვს - კატარის ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანის უფლებებისადმი და მოედნების შენებაში ჩართული მიგრანტი მუშების მძიმე სამუშაო პირობები. კატარი ისლამური სახელმწიფოა, რომლის იურიდიული სისტემაც არის სამოქალაქო სამართლისა და შარიათის ნაზავი. კატარში არაერთხელ დაფიქსირდა ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევის შემთხვევები. ქვეყანაში არაა დაცული LGBT პირების უფლებები, დაწესებულია შეზღუდვები ქალისა და კაცის ურთიერთობებზე და სხვა.

რაც შეეხება მიგრანტების საკითხს, კატარის ხელისუფლება მოუმზადებელი იყო მსოფლიო ჩემპიონატისთვის და უზარმაზარი სტადიონების მშენებლობა მცირე დროში მოუწიათ, რამაც ბევრი მუშის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. “გარდიანის” წინა წლის მონაცემებით, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვების შემდეგ, კატარში 6500-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.

გუშინ, 6 ნოემბერს, ‘ფიფა’-მ წერილები გაუგზავნა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე 32 ქვეყანას და მოუწოდა, “კონცენტრაცია ფეხბურთზე გადაეტანათ”, და რომ “პოლიტიკური და იდეოლოგიური სხვაობა ფეხბურთისთვის არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი”.

‘ფიფა’-ს ამ მოწოდებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა არაერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლისგან. აღსანიშნავია ინგლისისა და უელსის განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, მათი კაპიტნები ცისარტყელის სამკლაურს მაინც გაიკეთბენ LGBT პირების მხარდასაჭერად.

‘ფიფა’-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, “კატარი ყველას უმასპინძლებს, განურჩევლად მათი წარმომადგენლობის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციისა თუ მოქალაქეობისა”. კატარში ჩასული გულშემატკივრებისთვის რეკომენდებულია, გაითვალისწინონ ადგილობრივი კულტურული ნორმები - ჩაიცვან მოკრძალებულად, თავი შეიკავონ საჯაროდ სიყვარულის გამოხატვისგან და სხვა.

Address

14 Merab Kostava Street
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995577755510

Alerts

Be the first to know and let us send you an email when A plus Consulting posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to A plus Consulting:

Share