Georgian Legal Assistance

Georgian Legal Assistance Civil Law
Criminal Law
Administrative Law

2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან➡️➡️➡️➡️➡️სიახლეები კანონში: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობ...
02/07/2025

2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან➡️➡️➡️➡️➡️

სიახლეები კანონში: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“

ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვა 🪪 , რომელიც გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ შრომით იმიგრანტსა და მისი ოჯახის წევრებზე, უცხოელზე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, და მისი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და მისი ოჯახის წევრებზე.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული შრომითი იმიგრანტი, უცხოელი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ არის. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ საჭირო დოკუმენტების წარდგენის წესი და წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ბინადრობის ნებართვა🪪 პირველად გაიცემა 3 წლის ვადით.

ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის 🪪 მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღეს ან 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული პირის ფაქტობრივად ყოფნის დროდ ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც იგი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლის განმავლობაშიც იგი სპეციალურად იყო გასული საქართველოს ფარგლების გარეთ სამკურნალოდ.
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის 🪪 მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

🔜2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მნიშვნელოვანი დანამატი ჩნდება პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონში, რომელიც შეეხე...
27/06/2025

🔜
2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მნიშვნელოვანი დანამატი ჩნდება პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონში, რომელიც შეეხება წერილობით ინფორმირებულ თანხმობას და მის აუცილებელებლობას შემდეგი სამედიცინო მომსახურების გაწევისას:

➡️ 🩺💉💊 ადამიანის სისხლის ან მისი კომპონენტის ტრანსფუზია.

2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან კი ამოქმედდება ჩანაწერი, რომელიც ასევე სავალადებულოს ხდის პაციენტის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას შემდეგ შემთხვევაში:

➡️ 🩺💉💊 ადამიანის ორგანოს გადანერგვა, ადამიანის ქსოვილის ან უჯრედის გამოყენება.

📝📝📝კანონის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ინფორმირებული თანხმობის მიღება წინ უძღვის სამედიცინო მომსახურების გაწევას.

⚖️⚖️⚖️აღნიშნული საკითხი არაერთხელ გამხდარა დავის საგანი, როგორც საქართველოში ისე, მის ფარგლებს გარეთაც. ხშირად დავა აღწევს სასამართლომდე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე.

აღნიშნული საკითხების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებით შესაძლებელი გახდება როგორც ფიზიკური პირების ინტერესების/უფლებების სრულად რეალიზება, დაცვა და მოსალოდნელი დავების პრევენცია ისე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილებების ჯეროვნად, კანონიერად და კეთილსინდისიერად მიღების შესაძლებლობაც, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მათ უწევთ იმოქმედონ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, მათ შორის ჰიპოკრატეს ფიცის გათვალისწინებით.

30/05/2024
მიიღეთ მეტი ინფორმაცია, რომ შეძლოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების საკუთრების დაცვა.📲+995 596 60 56 56📩georgianlegalass...
25/01/2023

მიიღეთ მეტი ინფორმაცია, რომ შეძლოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების საკუთრების დაცვა.

📲+995 596 60 56 56
📩[email protected]

22/09/2022

🚗🚕🚗🚕

ავტოსაგზაო შემთხვევა და სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნები თქვენთან მიმართებით

📲+995 596 60 56 56
📩[email protected]

21/09/2022

ის, რაც უნდა გაითვალისწინოთ მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით, თუკი ბინის შეძენა გსურთ 🏢🏢🏢🏢

📲+995 596 60 56 56
📩[email protected]

შემოგვიერთდით ინსაგრამზეJoin us on Instagram
18/09/2022

შემოგვიერთდით ინსაგრამზე
Join us on Instagram

Create an account or log in to Instagram - A simple, fun & creative way to capture, edit & share photos, videos & messages with friends & family.

Address

GEORGIA
Tbilisi

Telephone

+995596605656

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Legal Assistance posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Georgian Legal Assistance:

Share