23/03/2026
🪪 სრულფასოვნად აითვისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფერო და მიიღე შენი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი!
👨🏻🏫 კურსს გაუძღვება თენგიზ მამულია - მონაცემთა დაცვის სპეციალისტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAPP) მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი, ინფორმაციის დაცვის სერტიფიცირებული სპეციალისტი (CIPP/E) და ინფორმაციის დაცვის სერტიფიცირებული მენეჯერი (CIPM). თენგიზი წლების განმავლობაში საქმიანობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის, ისე სხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
✅ კურსის ფარგლებში დეტალურად გაეცნობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობას და შეიძენთ მონაცემთა დამუშავების პროცესების მოქმედი რეგულაციების შესაბამისად წარმართვისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს.
💼 კურსზე მიღებული ცოდნა შესაძლებლობას მოგცემთ, დასაქმდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის, მონაცემთა დაცვის კონსულტანტის, შესაბამისობის ოფიცრის და მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელ სხვა თანამდებობებზე.
💡 სწავლების პროცესი ინტერაქციულია და ითვალისწინებს ლექციების მიმდინარეობისას მსმენელებსა და ტრენერს შორის აქტიურ კომუნიკაციას, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე.
🏷️ კურსის ღირებულება: 790 ლარი.
💻 კურსის ფორმატი: დისტანციური.
🕒 კურსის ხანგრძლივობა: 14 ლექცია (35 საათი).
📅 ლექციები გაიმართება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს და შაბათს, 19:30-დან 22:00-მდე.
პირველი ლექცია: 9 მაისი. ბოლო ლექცია: 24 ივნისი.
📝 ლექციების დასრულების შემდეგ, 27 ივნისს, ჩატარდება ფინალური ტესტირება.
⏳ მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია.
კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:
Made with Tally, the simplest way to create forms.