მეფარიშვილის საადვოკატო ბიურო / meparishvili law office

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მეფარიშვილის საადვოკატო ბიურო / meparishvili law office

მეფარიშვილის საადვოკატო ბიურო / meparishvili law office იურიდიული მომსახურება

„შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.“ვოლტერი
28/02/2016

„შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.“
ვოლტერი

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია:მუხლი 1"ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლე...
12/02/2016

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია:
მუხლი 1
"ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით."

"ხამურაბის კანონები — შეიქმნა ბაბილონში მეფე ხამურაბის მიერ ძვ. წ. XVII საუკუნეში.ხამურაბის კანონები მესოპოტამიის ისტორი...
11/02/2016

"ხამურაბის კანონები — შეიქმნა ბაბილონში მეფე ხამურაბის მიერ ძვ. წ. XVII საუკუნეში.

ხამურაბის კანონები მესოპოტამიის ისტორიაში არაა პირველი კანონმდებლობა. კანონების ჩვენამდე მოღწეული პირველი კოდექსი შუმერ მეფეს შულგის ეკუთვნის. შემდეგი ჩვენამდე მოღწეული კანონმდებლობა ისინის სამეფოს მეფეს ლიპიტ-იშტარს მიეკუთვნება. ხოლო ხამურაბის კანონების უშუალო წინამორბედია ეშნამუს კანონები, რომლებიც ძვ. წ. 1790 წლით თარიღდება.

ამრიგად, აშკარაა მესოპოტამიის იურისპუდენციის ტრადიციის განვითარება. იმ დროს არ არსებობდა დღევანდელი ცნება "nullum crimen sine lege - დანაშაული არ არსებობს კანონის გარეშე". ამიტომ მესოპოტამიელი იურისტები არ ცდილობდნენ კანონებში ყველანაერი შემთხვევები აესახათ. მესოპოტამიური იურისპუდენციის განვითარების კულმინაცია კი სწორედ ხამურაბის კანონები იყო. მესოპოტამიიდან ჩვენ არ გვაქვს სამართალმცოდნეობაზე არანაირი თეორიული ნაწარმოები, მიუხედავად ამისა ჩანს, რომ ხამურაბის კანონები არის კანონების შეგროვების, სისტემატიზაციის და განზოგადების ნაყოფი. ისეთი შემთხვევა როგორიცაა მაგალითად განზრახ მკვლელობა, საერთოდ არაა ნახსენები. ასეთ საქმეებზე განაჩენი ჩვეულების საფუძველზე გამოჰქონდათ. ძველ ბაბილონში არსებობდა თანამედროვე პრინციპიც "ერთ საქმეზე ორჯერ გადაწყვეტილება არ გამოიტანება".
კოდექსში სულ 282 კანონია.

11/02/2016

“იყო პიროვნება, ნიშნავს – გქონდეს უნარი, იყო საკუთარი თავის ბატონი არჩეული პრინციპების წყალობით” – კანტი

11/02/2016
საქართველოს კონსტიტუცია  მუხლი 171. ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.
09/02/2016

საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 17
1. ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.

მართლმსაჯულების მუზეუმიუზენაეს სასამართლოში ფუნქციონირება დაიწყო „მართლმსაჯულების მუზეუმმა“. მუზეუმში ის ნივთები და ატრი...
09/02/2016

მართლმსაჯულების მუზეუმი
უზენაეს სასამართლოში ფუნქციონირება დაიწყო „მართლმსაჯულების მუზეუმმა“. მუზეუმში ის ნივთები და ატრიბუტებია განთავსებული, რომელიც საქართველოში სამართლის განვითარებასთან ისტორიულადაა დაკავშირებული.

„მართლმსაჯულების მუზეუმი“ ორი დარბაზისგან შედგება: საექსპონატო დარბაზში გამოფენილია ძველი ქართული სამართლის ძეგლები, ასევე განთავსებულია ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ისტორიისა და იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთან დიდი წვლილი მიუძღვით ქართული სამართლის განვითარებაში.

მუზეუმის მეორე ნაწილში პირვანდელი სახით შენარჩუნებულია ისტორიული „N 1 დარბაზი“ , სადაც იმართებოდა გახმაურებული პროცესები, მათ შორის ე.წ. „თვითმფრინავის გამტაცებელთა“, მხედრიონელთა და სხვათა საქმეები.

„საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ მე-17 მუხლი: 1. არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უ...
07/02/2016

„საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ მე-17 მუხლი: 1. არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა ან მისი ღირებულებებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა"
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-8 მუხლში ნათქვამია: 1.ყველას აქვს უფლება პატივი სცეს პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.2. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების ჩარევა ამ უფლების განხორციელებაში, გარდა ისეთი ჩარევისა, რაც დაშვებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯამრთელობის, მორალის თუ სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის".

"Cyrus Cylinder – მსფოსლიოს პირველი ადამიანის უფლებათა დეკლარაციასპარსული  2.600 წლისა რელიკვია (Cyrus Cylinder) მიჩნეულ...
05/02/2016

"Cyrus Cylinder – მსფოსლიოს პირველი ადამიანის უფლებათა დეკლარაცია
სპარსული 2.600 წლისა რელიკვია (Cyrus Cylinder) მიჩნეულია მსოფლიოს პირველ, ადმიანის უფლებათა დეკლარაციად.

გამოფენაზე პირველად ნაჩვენები იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აღნიშნული რელიკვია მოიცავს მეფე Cyrus დიდის განკარგულებებს.

მეფე Cyrus დიდი იყო სპარსეთი მეფე (ჩვ. წ. აღ. 539-530).

ლევან ჯგერენაია".

05/02/2016

„მართლმსაჯულების უზენაესი მიზანია სამართლის იდეით ჩაანაცვლოს მთავრობის ძალადობის იდეა, სამართლებრივი ზღვარი გაავლოს მთავრობასა და მის მიერ ძალის შესაძლო გამოყენებას შორის."

05/02/2016

საკუთრების უფლების დაცვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპის კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის მიხედვით:
"ყოველ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების მშვიდობიანად საგებლობის უფლება.არავის უნდა ჩამოერთვას მისი საკუთრება გარდა იმ შემთხვევისა,როდესაც ეს საზოგადოებრივ ინტერესებშია და ექვემდებარება კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით უზრუნველყოფილ პირობებს".

Address

ვაჟა-ფშაველას გამზირი №16
Tbilisi

Telephone

+995 599 10 84 16

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მეფარიშვილის საადვოკატო ბიურო / meparishvili law office posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to მეფარიშვილის საადვოკატო ბიურო / meparishvili law office:

Share