Lawyer Kakhaber Ioseliani/ადვოკატი კახაბერ იოსელიანი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Lawyer Kakhaber Ioseliani/ადვოკატი კახაბერ იოსელიანი

Lawyer Kakhaber Ioseliani/ადვოკატი კახაბერ იოსელიანი ადვოკატი - სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით/ბავშვთა უფლებები ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის წევრი

30/06/2025
13/06/2025

⚖️

‼️ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება უსაფრთხო სამუშაო გარემოს უფლებების დაცვის ასპარეზზე‼️
თბილისის საქალაქო სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი გადაწყვეტილება:
სამუშაო ადგილზე მუშაკის გარდაცვალების გამო, დამსაქმებელს გარდაცვლილის ოჯახის წევრების სასარგებლოდ დაეკისრა:
✔️ ყოველთვიურად მათი სიცოცხლის ბოლომდე სარჩო გადახდა გარდაცვლილის რამდენიმე სამუშაო ადგილიდან მისაღები შრომის ანაზღაურების ოდენობით;
✔️რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია: მორალური ზიანის ანაზღაურება.
⚖️ საქმე შეეხებოდა ერთ-ერთ ცნობად და ძლიერ კერძო კომპანიაში დასაქმებულ მუშაკს, რომელიც სამუშაოს შესრულების დროს გარდაიცვალა. მოპასუხე კომპანია უარყოფდა მის ბრალეულობას. თუმცა, დამსაქმებელს არ ჰქონდა უბედური შემთხვევა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სათანადოდ მოკვლეული; საქმეზე იკვეთებოდა შრომის უსაფრთოებასთან დაკავშირებული რისკების როგორც პრევენციული, ასევე მართვის და მისი მინიმიზაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების სათანადოდ განუხორციელებლობა.

02/06/2025

ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი დავა, ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე, უნიკალური ბალდის კანიონის დასაცავად.

28/05/2025

⚖️
მორიგი გამარჯვება სოციალური უფლებების დაცვის ფრონტზე:
გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით:
✅გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა სოციალურ საცხოვრისში მყოფი ბენეფიციარის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სივრცის სრული რემონტი;
✅სივრცის კეთილმოწყობა;
✅შშმ პირების გადაადგილებისათვის შესაბამისი კონსტრუქციის მოწყობა (პანდუსი/ლიფტი);
✅ბენეფიციარის აუცილებელი საბაზისო საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა (გათბობა, წყალი, ინდივიდუალური სველი წერტილი და ა.შ.)

28/05/2025

✅ძალიან კარგი გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან და მორიგი გამარჯვება შრომითი უფლებების დაცვის ფრონტზე:
✅თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საჯარო დაწესებულებიდან უკანონოდ გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს იძულებითი განაცდური სრულად აუნაზღაურდება.
✅სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს იძულებითი განაცდურიდან გამოექვითა უკანონოდ გათავისუფლების შემდგომ ალტერნატიული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი.

02/04/2025

📌📌️წარმატებით დასრულებული დავა!

სასამართლო დავა, რომელიც პენსიონერ მოქალაქესა და სს ,,ლიბერთი ბანკს“ შორის მიმდინარეობდა მორიგებით დასრულდა. დავა ე.წ. ,,საპენსიო სესხის“ ხელშეკრულების პირობების ბანკის სასარგებლოდ ფაქტობრივად ცალმხრივად განხორციელებულ ცვლილებას შეეხებოდა.
კოვიდ პანდემიის პერიოდში სს ,,ლიბერთი ბანკმა“ მოვალე პენსიონერებისათვის ვითომდა შეღავათი აამოქმედება. შეღავათი გულისხმობდა სესხიდან გამომდინარე თანხების გადახდის ვალდებულების დროებით გადავადებას.

თუმცა, ამ ე.წ. საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ბანკმა ისე რომ პენსიონერ დებიტორებს ანუ მსესხებლებს წერილობით, სათანადო ფორმით არ შეატყობინა სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ (მოქმედი ხელშეკრულება მსგავსი ცვლილების შეტანის შესაძლებლობას ორმხივი ნების გამოხატულების შემთხვევაში ითვალისწინებდა), გაზარდა სესხის პერიოდულად გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი და იმ ფონზე რომ სესხის თანხა მანამდე მოქმედი პირობების თანახმად, უკვე ანულირებული (პენსიონერი მიერ სრულად დაფარული იყო) უნდა ყოფილიყო, ბანკი აღნიშნულ პენსიონერებს დამატებით თანხას რამდენიმე თვის განმავლობაში ანგარიშებიდან აჭრიდა.
სს ,,ლიბერთი ბანკის" ამ გადაწყვეტილებით უამრავი პენსიონერი დაზარალდა❗️

✅️სარჩელის შეტანასთან ერთად, მოვითხოვე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რომ შეჩერებულიყო მოსარჩელე პენსიონერისთვის თანხების ჩამოჭრა და ესარგებლა კუთვნილი პენსიით.

✅️სს ,,ლიბერთი ბანკმა“ გაიაზრა რა დავის პერსპექტივა, იძულებული გახდა ფაქტობრივად ეცნო სარჩელი და ითხოვა მორიგება, რათა, დამატებითი ხარჯების (სასამართლო ბაჟი, აღსრულების საფასური) აღარ დაკისრებოდა.

✅️სს ,,ლიბერთი ბანკმა“ სრულად დაგვიკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.

✅️საპენსიო სესხი მოსარჩელის სასარგებლოდ სრულად გაანულა და ზედმეტად გადახდილი თანხა მოსარჩელეს სრულად უკან დაუბრუნდა.

13/03/2025

საჯარო დაწესებულებებიდან სხვადასხვა პერიოდში რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომელთა გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მხოლოდ უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში რიგით მე-7 სასამართლო დავა დავასრულე დასაქმებულის სასარგებლოდ (ბათილად იქნა ცნობილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, საჯარო დაწესებულებას დაეკისრა იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის თანხების ანაზღაურება).
ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ უკვე მრავალი წელია და ეს ტენდენცია საწმუხაროდ დღემდე გრძელდება, როდესაც ე.წ. რეორგანიზაცია გამოყენებულია როგორც მავნე ინსტრუმენტი კონკრეტული ადმინისტრაცის მხრიდან არასასურველ თანამშრომელთა სამსახურიდან გასათავისფლებლად.
ამ შემთხვევაში ფორმალურობის მიღმა გათავისუფლების რეალურ საფუძველს არ აქვს მნიშვნელობა. აქ საჯარო ინტერესი და პრეტენზია ამ ფაქტის მიმართ იმაში მდგომარეობს, რომ: იკარგება ნდომა საჯარო დაწესებულების მიმართ; აღნიშნული ისნტრუმენტი ხშირ შემთვევაში, დაწესებულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიზნებს ეწინააღმდეგება; იწვევს არასტაბილურობის განცდას საჯარო მოსამსახურეებში; აღნიშნული მექანიზმი გარდაიქმნება საჯარო მოსამსახურეებზე მანიპულირების და ზეწოლის ინსტრუმენტად, რაც საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება საჯარო დაწესებულების უფლებამოსილების განხორციელების ხარისხზე; წაგებული დავების გამო ხდება საბიუჯეტო სახსრების მიზანშეუწონელი ხარჯვა და ზარალდება ბიუჯეტი.
აღარაფერს ვამბობ, თავად რეორგანიზაციის დანიშნულებისამებრ გამოყენების გამო მის დისკრედიტაციაზე, რომელიც მიმართული უნდა იყოს დაწესებულების ეფექტურობის, ეკონომიურობის გაუმჯობესებისკენ და ოპტიმიზაციისკენ.

26/12/2022
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება. წლის შემაჯემებელი სხდომა.
24/12/2022

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება. წლის შემაჯემებელი სხდომა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის სხდომა
09/12/2022

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის სხდომა

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Lawyer Kakhaber Ioseliani/ადვოკატი კახაბერ იოსელიანი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Lawyer Kakhaber Ioseliani/ადვოკატი კახაბერ იოსელიანი:

Share

Category