იურიდიული საკონსულტაციო კომპანია ქეისბაიქეის/Consulting Company Casebycase

  • Home
  • იურიდიული საკონსულტაციო კომპანია ქეისბაიქეის/Consulting Company Casebycase

იურიდიული საკონსულტაციო კომპანია ქეისბაიქეის/Consulting Company  Casebycase Consulting company CaseBycase is practicing in full legal, personal and investment services.

We make easier for our clients to live, study, work and invest in Georgia.

2026 წლის 23 მარტს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე მხარემ სრულად ცნო სარჩელი, რითიც დასრულდა მრავალწლიანი დავა ...
24/03/2026

2026 წლის 23 მარტს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე მხარემ სრულად ცნო სარჩელი, რითიც დასრულდა მრავალწლიანი დავა ერთი ოჯახის წევრებს შორის და აღდგა სამართლიანობა.
მოსარჩელე მხარის ინტერესებს იურიდიული საკონსულტაციო კომპანია ქეისბაიქეის წარმოადგენდა.

2026 წლის 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ქალბატონმა ქეთევან მინაშვილ...
24/03/2026

2026 წლის 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ქალბატონმა ქეთევან მინაშვილმა დააკმაყოფილა ო.ზ-ს მოთხოვნა დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამ კანონის მიზნებისთვის, ოჯახის წევრი არის დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას (მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი).
თუ ხარ ნებისმიერი ფორმის ძალადობის მსხვერპლი, დაგვიკვაშირდი.

2025 წლის განმავლობაში ფინანსურ ინსტიტუტებთან (კომერციულ ბანკებთან, მიკოსაფინანსო ოგანიზაციებთან) მორიგებით დავასრულეთ  ...
06/02/2026

2025 წლის განმავლობაში ფინანსურ ინსტიტუტებთან (კომერციულ ბანკებთან, მიკოსაფინანსო ოგანიზაციებთან) მორიგებით დავასრულეთ 11 საქმე.
თუ გაქვს პრობლემა, ბანკთან ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დაგვიკავშირდით.

გილოცავთ დამდეგ 2026 წელს !
31/12/2025

გილოცავთ დამდეგ 2026 წელს !

24/12/2025

2024 წლის ივლისში სტუდია მონიტორმა მოამზადა საგამოძიებო სიუჟეტი ლევან ასანიშვილის უმძიმეს ისტორიასთან დაკავშირებით. მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, იმედი გვაქვს სამართლიანობის აღდგენამდე რამოდენიმე ნაბიჯი დაგვრჩა გასავლელი!

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბატონი ივანე ღლონტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფი...
20/12/2025

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბატონი ივანე ღლონტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ.ჯ-ს მოთხოვნა დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით.

ქ.ჯ მუდმივად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ყოფილი მეუღლისაგან, რომელიც აიძულებდა ეპასუხა მისი სატელეფონო ზარებისთვის,მუდმივად ჩართული ჰქონოდა ვიდეოზარი, მიდიოდა მის სამუშაო ადგილთან, აიძულებდა აეღო სესხი და ჩაერიცხა მისთვის სესხის თანხა.
საქმეში არსებული ფაქტობივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა განმცხადებლის კონსტიტუციური უფლებების შელახვის რეალური საფრთხე.
ქ.ჯ-ს უფლებებს სასამართლოში იურიდიული საკონულტაციო კომპანია ქეისბაიქეის იცავდა.

Address


Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 15:00

Telephone

+995555405503

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იურიდიული საკონსულტაციო კომპანია ქეისბაიქეის/Consulting Company Casebycase posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to იურიდიული საკონსულტაციო კომპანია ქეისბაიქეის/Consulting Company Casebycase:

Shortcuts

  • Want your practice to be the top-listed Law Practice?

Share