Case Law Review

Case Law Review იურიდიული ანალიზი და პრაქტიკული რჩევები კერძო და ბიზნეს სამართლის სფეროში. პრაქტიკული რჩევები იურისტებისა და ბიზნეს სპეციალისტებისთვის.

ბოლო წლების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი(AI) ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდა და მან თითქმის სრულიად შეცვალა ...
17/05/2026

ბოლო წლების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი(AI) ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდა და მან თითქმის სრულიად შეცვალა მსოფლიოს მიდგომა გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. დღეს AI-ს გამოყენება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეგვიძლია და იგი გვეხმარება ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში. ბევრისათვის ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ საძიებო სისტემაა, თუმცა მას უფრო ფართო არეალი გააჩნია ვიდრე მხოლოდ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი. იგი არის ტექნოლოგია, რომელიც ასრულებს ისეთ დავალებებს, რომელიც მოითხოვს ადამიანის ინტელექტს.
თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად ხელოვნური ინტელექტი დიდი საფრთხის მატარებელიც არის, რადგან მას უმოკლეს დროში შეუძლია ისეთი ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი, რომელიც წარმოადგენს პირად საკუთრებას. მაგალითად როგორიცაა: ადამიანის პირადი ინფორმაცია, სახელმწიფო საიდუმლოება და სხვა.
გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტი მოექცეს გარკვეულ ჩარჩოში რათა არ მოხდეს ადამიანის (და არამარტო ადამიანის) ძირითადი უფლებების დარღვევა.
მოცემულ სტატიაში განვიხილავთ ევროპაში არსებულ რეგულაციებს ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში. რამდენად საკმარისია იგი დღევანდელ რეალობაში და რამდენად დაცულები არიან საქართველოს მოქალაქეები ამ საფრთხისგან.
ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და გავრცელება სახელმწიფოს სხვადასხვა სექტორში მარტივად შესაძლებელია. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი სრულ გავლენას ახდენს იმ ინფორმაციაზე, რომელიც მოგვეწოდება სოციალური ქსელების მეშვეობით. ხელოვნურ ინტელექტთან ყოველდღიური კომუნიკაციისას, მას მარტივად შეუძლია გააკეთოს ანალიზი და შემოგთავაზოს ის ინფორმაცია, რომელიც შენთვის მისაღები იქნება. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი ყველაზე სწრაფი საშუალებაა პროპაგანდის გასავრცელებლად, უფრო მარტივად რომ ვთქვათ ხელოვნური ინტელექტი გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების მრავალს ასპექტზე.
ამ საფრთხეებიდან გამომდინარე ევროკავშირმა 2024 წელს მიიღო აქტი, რომელიც მსოფლიოში პირველი ყოვლისმომცველი აქტია.
ამ აქტის პირველივე მუხლში ვკითხულობთ, რომ მის მთავარ მიზანს წარმოადგენს შიდა ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესება და ერთიანი ჩარჩოს შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ადამიანზე ორიენტირებული და სანდო ხელოვნური ინტელექტის შექმნას. ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი ორიენტირებული იქნება დაეხმაროს და გააუმჯობესოს ადამიანთა ჯანრმთელობა, უზრუნველყოს უსაფრთხო გარემოს შექმნა და განამტკიცოს კანონის უზენაესობა. მარტივად რომ ვთქვათ სექტორები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ მაქსიმალურად უნდა ეცადონ იმას, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს ევროკავშირის მოქალაქეებსა თუ სახელმწიფო უსაფრთხოებაზე.
ევროკავშირის აქტი ხელოვნურ ინტელექტს სამ კატეგორიად ყოფს, კატეგორიები დაყოფილია მომდინარე რისკის მიხედვით. ესენია: მინიმალური რისკი, ლიმიტირებული რისკი, მაღალი რისკი და მიუღებელი რისკი.
მიუღებელი რისკის კატეგორიაში შედის AI სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის პირად ხელშეუხებლობას. იგი ზრდის ხელოვნური ინტელექტით მანიპულირების და მოტყუების რისკს. ასეთი მაღალი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს ინტელექტის გამოყენება სამუშაო ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ამოცნობის მიზნით, მისი საჯარო სივრცეში გამოყენება და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ მიუღებელი რისკი სახეზეა, როდესაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი მანიპულაცია გამოიწვიოს და არასწორ შედეგამდე მიგვიყვანოს.
აღნიშნულ აქტში ასევე საუბარია ხელოვნური ინტელექტის საჭიროებაზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. როგორც ზემოთ ვახსენეთ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დისტანციურად, მოკლე დროში შესაძლებელია მონაცემების შეგროვება და დამუშავება. თუმცა, ეს პროცედურა ასევე მაღალი რისკის მატარებელიცაა, რადგან ასეთ დროს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, შემთხვევითობის პრინციპით, შეიძლება დამუშავდეს იმ პიროვნების მონაცემები, რომელიც საქმესთან არაფერშუაშია.
ამისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული იყოს კონტროლის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, ორგანოების მხრიდან ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საზღვრები. ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვან მოთხოვნას წარმოადგენს პრევენციული ზომების მიღება სახელმწიფოს მხრიდან. აქტის მიხედვით მნიშვნელოვანია ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა სადაც აღწერილი იქნება ხელოვნური ინტელექტის სისტემა და ალგორითმის მუშაობის პრინციპი. გარდა ამისა მნიშვნელოვანია შენახული იყოს AI-ს მოქმედების ყველა ასპექტი, რათა მისი ქმედებები მეტად გამჭვირვალე იყოს.
ქართულ რეალობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო სექტორში საწყის ეტაპზეა, თუმცა კერძო სექტორი მას აქტიურად იყენებს. საბანკო სექტორში აქტიურადაა დანერგილი ხელოვნური ინტელექტის მიერ დისტანციური ვერიფიკაციის სისტემები, ჩატბოტები, რომლებიც პრობლემის გადაჭრაში გეხმარებიან ნებისმიერ დროს. ერთადერთი მარეგულირებელი აქტი, რომელიც ქართულ სამართლებრივ ველზე გვხვდება ეს არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება: მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დამტკიცების თაობაზე.
ბრძანების მიხედვით მოდელის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები, გამომყენებელი სუბიექტის მიერ, ასახული უნდა იქნეს მის შიდა პოლიტიკურ პროცედურებში. პროცედურებში აღწერილ უნდა იქნება მოდელის ტიპი და მისი განვითარების ეტაპები. გარდა ამისა, ბრძანების მიხედვით, გამომყენებელი სუბიექტი ვალდებულია მუდმივი კონტროლი გაუწიოს მოდელის გამოყენებას და ჩაატაროს შიდა აუდიტი, რომლის მიხედვითაც, მან სწორად უნდა შეაფასოს მომდინარე რისკები და კონტროლი გაუწიოს მას.
აღნიშნული ბრძანება საკმაოდ ახლოსაა ევროკავშირის მიერ მიღებულ აქტთან, რადგან მისი მიზანია გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რათა არ მოხდეს მისი არაკეთილსინდისიერი გამოყენება მონაცემთა დამუშავების დროს. თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან საბანკო სექტორის გარდა ხელოვნური ინტელექტი ფართოდ გამოიყენება კერძო სექტორში ხოლო რეგულაციის არ არსებობა საფრთხეში აყენებს მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობას.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია მოხდეს ევროკავშირის რეგულაციისა და დირექტივის იმპლემენტაცია ქართულ საკანონმდებლო სივრცეში. შესაბამისად, საქართველომ სწრაფად უნდა დაიწყოს არსებული რეგულაციების შემოღება. გამომდინარე ხელოვნური ინტელექტის განვითარების სისწრაფისა ქვეყანამ სწრაფად უნდა აუწყოს ფეხი და მიიღოს პრევენციული ზომები რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქეთა პირადი ხელშეუხებლობის უხეში დარღვევა.

Address

Tbilisi Chavchavadze I 5a
Tbilisi
4600

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Case Law Review posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share