ადვოკატი სოფია მერებაშვილი • lawyer sofia merebashvili

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი სოფია მერებაშვილი • lawyer sofia merebashvili

ადვოკატი სოფია მერებაშვილი • lawyer sofia merebashvili Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ადვოკატი სოფია მერებაშვილი • lawyer sofia merebashvili, Tbilisi.

რუსეთში 2012 წლის ივლისში მიიღეს კანონი, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე, „პოლიტიკურ აქტივობებში“ ჩართულ...
07/05/2024

რუსეთში 2012 წლის ივლისში მიიღეს კანონი, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე, „პოლიტიკურ აქტივობებში“ ჩართულ ორგანიზაციებს, რომ „უცხოურ აგენტად“ დარეგისტრირდნენ.

საქართველოში ინიცირებული კანონპროექტის მსგავსად, აგენტებს იქაც იუსტიციის სამინისტრო აღრიცხავს. კანონის 2012 წლის ვერსიაში განსაზღვრული იყო, რომ პოლიტიკური აქტივობა არის ნებისმიერი ქმედება, რომლის მიზანიც არის გავლენა მოახდინოს სამთავრობო ორგანოების გადაწყვეტილებებზე და საზოგადოებრივ აზრზე.
კანონი უცხო ქვეყნებად აცხადებს ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს და მათ წინააღმდეგაა მიმართული. ისე, როგორც ჩვენს შემთხვევაში აპირებდა „ქართული ოცნება.“

კანონი ჯერ 2016, შემდეგ კი 2020 წელს გამკაცრდა. გაფართოვდა “უცხოური აგენტის” ცნება და ახლა აგენტია არა მხოლოდ ორგანიზაციები, არამედ ფიზიკური პირებიც, რომლებიც რაიმე სახით შემოსავალს საზღვარგარეთიდან იღებენ.
მათ არ შეუძლიათ სახელმწიფო ან მუნიციპალურ სამსახურში მუშაობა. თუ მედია რომელიმე მათგანს ახსენებს, უნდა მიუთითონ, რომ „უცხოური აგენტები“ არიან.

რუსეთში დაიწყეს ორგანიზაციების ინსპექტირება, დაჯარიმება, მუქარა და სასამართლოში დაბარება. ორგანიზაციები რთული არჩევანის წინაშე დადგნენ, ან მიეღოთ უცხოური გრანტები და დაერქვათ „უცხოეთის აგენტების“ სახელი ან დახურულიყვნენ.
ამ დილემისა და ზეწოლის გამო, რუსეთში მრავალი ორგანიზაცია დაიხურა. ამ კანონის დარღვევის გამო, დააჯარიმეს დიაბეტით დაავადებულთა მხარდამჭერი ორგანიზაციაც, 2018 წელს კი ეს დაწესებულება დაიხურა.

2021 წელს აგენტებად გამოცხადდა ის მედია საშუალებებიც, რომლებიც დაფუძნდნენ რუსეთში ან მეზობელ ქვეყნებში და რომლებიც იყვნენ რუსულენოვანი. მაგალითად, თუ საქართველოში იქნებოდა დაფუძნებული რუსულ-ენოვანი მედია, ისიც აგენტი გახდა.
2022 წელს ომის შემდეგ კი კანონი შეეხო ყველას, ვინც რაიმე სახით აკრიტიკებს მთავრობას. მაგალითად, უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადეს რეპერი მორგენშტერნი, რომელიც სიმღერის ტექსტში მთავრობას აკრიტიკებდა.

კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს ყველა გადაცდომაზე, არ შესრულებაზე ან არასრულად შესრულებაზე. რადიო თავისუფლების რუსულ ბიუროს მილიონობით დოლარის ჯარიმა ამ კანონის არ შესრულებისთვის დააკისრეს.
2023 წელს РБК-ს მთავარი რედაქტორის, პეტრუ კანაევის სახლი დააყადაღეს რადგან მან 2021 წლის აპრილში გამოშვებულ სტატიაზე არ დააწერა, რომ ის იყო უცხოური გავლენის აგენტი. ჯარიმა 5,000 რუბლი იყო, რომელიც რედაქციამ არ გადაიხადა.

რომან ანინი გამომძიებელი ჟურნალისტია. მუშაობდა გამოცემა „ნოვაია გაზეტასთვის,“ შემდეგ კი საკუთარი მედია დააარსა, სახელწოდებით „მნიშვნელოვანი ისტორიები.“ ახლა მისი ყველა თანამშრომელი რუსეთიდან გახიზნულია, რადგან მათ აგენტებს უწოდებდნენ და დაჭერის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
„როდესაც მთავრობას შემოაქვს ასეთი შემზღუდველი კანონები, ის ამაზე არასოდეს გაჩერდება და ყოველთვის უფრო შორს მიდის, რუსეთის მაგალითი ამას აჩვენებს. 2012 წელს რუსეთში ხალხს ამაზე რეაგირება არ ჰქონია, რადგან ეგონათ, ეს ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ პატარა ჯგუფს, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული. მაგრამ მერე გამოჩნდა, რომ მთავრობის მადა გაცილებით მეტი იყო და ისინი გადავიდნენ ყველა არასამთავრობოზე, რომელიც მთავრობას არ მოსწონდა. ახლა ეს კანონი ეხება მედიასაც და ფიზიკურ პირებსაც, რადგან კანონში გაჩნდა “აგენტთან დაახლოებული პირის” მცნებაც. ანუ ნებისმიერი ვინც არის დაკავშირებული, იქნება ეს ნათესავი, ოჯახის წევრი, პარტნიორი თუ კოლეგა, ისინიც შეიძლება გახდნენ აგენტები,” – ამბობს ანინი.
ის გვიყვება, რომ რუსეთში ყველამ, ვინც აგენტადაა შერაცხული, საჯაროდ პოზიციის გამოხატვისას თან უნდა დააყოლოს, რომ ის აგენტია. ეს ვრცელდება სოციალურ ქსელებზეც, მაგალითად თუ ფეისბუქზე ვინმესთვის კომენტარის დაწერა მოუნდება აგენტად წოდებულ პირს, მან იქვე უნდა დაწეროს, რომ აგენტია.

მოძრაობა „ვოისის“ კოორდინატორი, არტემ ვაჟენკოვი 2022 წლის მარტში 10 ათასი რუბლით დაჯარიმდა ინსტაგრამზე “უცხოური აგენტის” სტატუსის არ მითითების გამო, აგვისტოში – 50 ათასით, მაგრამ უკვე ტელეგრამის არხზე ამ ინფორმაციის დამალვის გამო. ახლა აქტივისტი რუსეთიდან გაქცეულია.
2021 წლის დეკემბერში რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დარღვევის ფაქტზე, საერთაშორისო ისტორიული და საგანმანათლებლო საზოგადოება “მემორიალი” გაუქმდა. 2023 წლის მარტში კი მისი ყოფილი თანამშრომლების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

ამჟამად რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია, კრიტიკული აზრი და სამოქალაქო საზოგადოება. რუსულმა გემმა რა მიმართულებითაც აიღო გეზი, ეს კი ყველას მოგეხსენებათ.

17/04/2024
მუხლი 258.ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა.ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან ს...
21/03/2024

მუხლი 258.
ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა.

ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია- ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია- ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე.

☑️ადევნევა-თვალთვალი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა, რომელიც 2017 წლის ივნისში შევიდა ძალაში და რომელიც სას...
29/02/2024

☑️ადევნევა-თვალთვალი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა, რომელიც 2017 წლის ივნისში შევიდა ძალაში და რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც 2 წლამდე ვადით.

✔️როგორ შეიძლება მიხვდე რომ ადევნების მსხვერპლი ხარ?

იმ შემთხვევაში თუ უკანონო თვალთვალი ან სხვა ტიპის არასასურველი კომუნიკაცია ადამიანში ანუ მსხვერპლში იწვევს ძლიერი ტანჯვის განცდას, შიშს რომ მას ან მის ახლობელს, ან მის საკუთრებას რაიმეს დაუშავებენ და ცდილობს თავდაცვის მიზნით მნიშვნელოვნად შეცვალოს თავის ცხოვრება.

არასასურველი კომუნიკაცია შეიძლება მყარდებოდეს არა მხოლოდ ფიზიკური ნახვით, შეხებით, გასაუბრებით, შეშინებით, არამედ შეიძლება იყოს პარანოიდული სატელეფონო ზარები, შეტყობინებები, როგორც წესი ეს კომბინირებული სახით ხდება ხოლმე.

მსხვერპლი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, (სტატისტიკურად უფრო ხშირად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.) თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით დაშორებულ, კვლავ ერთად სახლში მცხოვრებ მეუღლეებზე, ვინაიდან დანაშაული აზრობრივად ცალკე მცხოვრები პირის ადევნებისგან დაცვას გულისხმობს.

ადევნება ხშირად იფუთება, როგორც თაყვანისმცემლის მიერ გამოხატული ყურადღება, მაგრამ იმისთვის, რომ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული ის
-უნდა სცდებოდეს უბრალო ყურადღებას და აშინებდეს ადამიანს.
-უნდა ჰქონდეს სისტემური ხასიათი დამნაშავის ქმდებებს. ანუ ცალკეული, ერთეული ქმედება ვერ მოგვცემს მუხლის შემადგენლობას.
-უნდა ცვლიდეს მსხვერპლის ცხოვრებას მნიშვნელოვნად.

☑️ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატ...
22/12/2023

☑️ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში, სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება- გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით.
✔️გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს:
ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით;
ბ) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით;
გ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
დ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით;
ე) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით;
ვ) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვა) ამ ტანსაცმლის ნაწილია.
✔️ცივი იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე, ინახავს ტანსაცმელში ან ფლობს იმგვარად, რომ შეუძლია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება.
✔️პირს, რომელსაც აქვს მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, აქვს აგრეთვე ცივი იარაღის ტარების უფლება.

☑️ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესულ...
12/12/2023

☑️ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

✔️სისხლის სამარლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი და ბრალდებული არ ჩაითვლება დამანშავედ მანამ, სანამ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო არ დაადგენს ამას. ერთ-ერთი უძველესია სისხლის სამართალში დემოკარტიული საწყისების შეტანის პროცესში. დღეს იგი დაფიქსირებულია მრავალ საერთაშორისოსამართლებრივ და ყველა ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივ აქტში.

21/07/2023

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი სოფია მერებაშვილი • lawyer sofia merebashvili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ადვოკატი სოფია მერებაშვილი • lawyer sofia merebashvili:

Share