03/08/2026
უდიდესი ბედნიერებაა ცოდნას და გამოცდილებას უზიარებდე სამართლის სფეროს მომავალ ვარსკვლავებს, ეს პოსტი ეხება ჩვენს საადვოკატო სკოლას 💜
ხოდა,
მოტივაციისთვის... 💜
ორი წლის წინ 2024 წლის აგვისტოს საერთოდ არაფერი იყო… მხოლოდ ფიქრი, იდეა, მოუსვენრობა, პესიმიზმიც, რომელიც გიტევს და გეუბნება “არაა, ვერაა, აბა როგორ” მერე ისევ “მოიცა, როგორ ვერა, შანსი არაა, გამოვა!”
უბრალოდ წესად მაქვს რაღაც ახლის, თუნდაც უმნიშვნელოს შექმნა, ისე ვერ ვისვენებ… 😆
უმნიშვნელო? ღმერთო, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შეიქმნა… 💜
Gen F / თავისუფალი პროფესიის თაობა ... 2024 წლის ოქტომბერში დაწყებული სიგიჟე სწორედ ამ ფიქრის და იდეების შეჯახების შედეგია...უცებ, რომ წამომაგდო, შემაჯანჯღარა და მათქმევინა "გამოვა" "გამოვააა" ! 😎
და მას მერე, ხუთი შთამბეჭდავი სეზონი!
✅ 90 მონაწილე
✅150 ნაფიცი მსაჯული
ჩვენ ეს შევძელით! ოღონდ ახლაც არ ვიცით რას როგორ ვასწრებდით და ვახერხებდით, როდის მეძინა ან არ მეძინა...
წინსვლაც და უკან დახევაც ჩვენზეა დამოკიდებული… არავის მისცეთ უფლება თქვენი რესურსი, იდეები, საქმე, სიტყვა, ქმედება, სტილი, გამოხედვაც კი გამოიყენოს და თვითონ არაფერი გააკეთოს…
არავის მისცეთ ამის უფლება “ლამაზი თვალების” და ხათრის გამო, ამ სამყაროში დღეს ეს ყველაზე დიდი დანაშაულია, რაც შეიძლება საკუთარ თავის წინააღმდეგ ჩაიდინო… გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც ზუსტად თქვენსავით იხარჯება და წურავს საკუთარ თავს…
მადლობა ყველას, ყველას ვინც მხარს გვიჭერდით, ყველა სიტყვა მახსოვს, ყველა კომენტარი განსაკუთრებით მშობლებს და დაიკოს Anna Sadradze , თავიდანვე ბოლომდე სწამდათ და ჯეროდათ იდეის 💜
მადლობა თქვენ Gen F-ელებო, სტუდენტებო და სკოლის მოსწავლეებო, გიჟებო! იცით, რომ სეზონის დასრულებით, თქვენი ისტორია არ მთავრდება... 💜
და ისევ, პელევინის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის დასაწყისის ცოტა სხვაგვარ პერიფრაზს თუ გავაკეთებ
" მზეს მიფიცხებულები, სტაბილური "კომუნიზმიდან" და ფეხიფეხზე გადადებული ფულის მთვლელებიდან უცებ აღმოვჩნდით თაობა F - ში და ვსწორდებით მარადიულობის წინაშე"
თაობა F ორი წლისაა.. ორი! ვთანამშრომლობთ და მხარს გვიჭერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association , უკვე გვაქვს პირველი იურიდიული მერჩი საქართველოში, ვიწყებთ თანამშრომლობას გლაზგოს უნივერსიტეტთან 💜
ჩვენ კი ვიცით რაც გამოვიარეთ ამ გზაზე, რა აღარ...
თქვენც გაივლით... და სიარულისას იყვირებთ "გამოვაა" "გამოვააა"!!! 😎 See less