16/05/2025
❓იცით თუ არა, რომ ნიუ-იორკში ორ იურისტს💼 დაეკისრა ჯარიმა ChatGPT-ის 🤖მიერ შექმნილი ყალბი სამართლებრივი კვლევის სასამართლოში წარდგენის გამო?
ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, ამერიკელმა ფედერალურმა მოსამართლემ ორ იურისტსა და მათ იურიდიულ ფირმას 5,000 დოლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა, მას შემდეგ რაც ისინი ავიაციასთან დაკავშირებულ საქმეზე ყალბ სამართლებრივ პრეცედენტებს დაეყრდნენ. ამ გამოგონილი ციტატებისა და საქმეების წყარო იყო — ChatGPT.
👨⚖️მოსამართლე კევინ კასტელმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიის გამოყენება დასაშვებია✅, მაგრამ იურისტებს მაინც აქვთ ვალდებულება, გადაამოწმონ მათი სიზუსტე.
📌ეს შემთხვევა ნათლად გვიჩვენებს: AI შეიძლება ძლიერი დამხმარე იყოს, მაგრამ პასუხისმგებლობა და სიზუსტე ჯერ კიდევ ადამიანებზეა დამოკიდებული — განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა იურიდიული პროფესია.
💬 როგორ ფიქრობთ, რამდენად უნდა დავეყრდნოთ AI ინსტრუმენტებს? სად უნდა გავავლოთ ზღვარი?