საია ქუთაისი.Gyla Kutaisi

  • Home
  • საია ქუთაისი.Gyla Kutaisi

საია ქუთაისი.Gyla Kutaisi საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასო? GYLA/Kutaisi branch was established in November 1996. GYLA also renders legal aid to IDPs.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი 1996 წლის ნოემბერში დაფუძნდა.
საია-ს ქუთაისის ფილიალში ხორციელდება მოქალაქეთათვის იურიდიული კონსულტაციების გაცემა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე, როგორც სატელეფონო, ასევე პირადი და გასვლითი კონსულტაციების სახით. პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით ორგანიზაცია დახმარებას უწევს მოქალაქეებს, რომელებსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია

თ დაიცვან საკუთარი ინტერესები სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში.

დამოუკიდებელი პროექტები: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში, "აქტიური მოქალაქეობა-ეფექტური თვითმმართველობა", "ჩვენ ერთი ქალაქის შვილები ვართ"

საია-ს ქუთაისის ფილიალში ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, რომელშიც მიმდინარეობს უფროსკლასელთათვის სამართლის საფუძვლების სწავლება და მათი მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. ქუთაისის რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს პრაქტიკული სამართლის სწავლება.

საია-ს ქუთაისის ფილიალში ფუნქციონირებს იურიდიული ბიბლიოთეკა, რომლითაც ადგილზე სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ბიბლიოთეკა აღჭურვილია 2000-მდე სხვადასხვა სახის იურიდიული ლიტერატურით. In the frames of the project citizens receive legal consultations on various legal issues. The branch renders consultations to citizens who can not defend their rights independently in courts and before administrative agencies. GYLA Kutaisi branch conducts seminars in criminal, civil, entrepreneur and administrative laws for law students. For protecting rights of recruits GYLA implements monitoring of military departments of local agencies. Women rights’ protection and local democracy development programs are also carried out in GYLA/Kutaisi branch. GYLA/Kutaisi branch has law library and any interested person can benefit from it. The library is equipped with 2000 books.

🟢საიას ქუთაისის ფილიალისა და   იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ ორგანიზებულ უფლებების სკოლაში შემაჯამებელი ღ...
31/05/2025

🟢საიას ქუთაისის ფილიალისა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ ორგანიზებულ უფლებების სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა - იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში.

🟢იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ უფლებების სკოლის მოსწავლეები, რომლებიც იმერეთის სხვადასხვა სკოლებში სწავლობენ და რომლებსაც მენტორობას ფილიალის სტაჟიორები - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უწევდნენ.

🟢 იმიტირებულ სასამართლო პროცესში გაიმარჯვა გუნდმა ,,Lex Veritas", ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი

📣 “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ცვლილება “ურჩი”საჯარო მოსამსახურეების დასასჯელად.⭕ რეპრესიულმა საკანონმდებლო ცვლილ...
31/05/2025

📣 “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ცვლილება “ურჩი”საჯარო მოსამსახურეების დასასჯელად.
⭕ რეპრესიულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა საჯარო მოხელეთა უფლებრივი დაცვის შესაძლებლობები და გაზარდა საჯარო სამსახურის პოლიტიზების რისკი. რეორგანიზაციის საფარქვეშ შესაძლებელი გახდა საჯარო მოხელეთა გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით.
ვრცლად ⬇️

🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობა მხოლოდ საზღვრებს და სტატუსს არ ნიშნავს. ის რეალური ფასეულობ...
26/05/2025

🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

დამოუკიდებლობა მხოლოდ საზღვრებს და სტატუსს არ ნიშნავს. ის რეალური ფასეულობა მხოლოდ მაშინაა, როცა დაცულია სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.

🎉 ვულოცავთ ყველას, ვინც დღესაც იცავს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას!

🟢საიას ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი წყალტუბოს  N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს შეხვდა. 🟢შეხვედრის თემას წა...
21/05/2025

🟢საიას ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს შეხვდა.

🟢შეხვედრის თემას წარმოადგენდა სამართლის ძირითადი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლებშიც მათ უმაღესი იურიდიული განათლების მიღების შემთხვევაში შეეძლებათ მოახდინონ თვითრეალიზაცია.

👉ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის" და საიას ქუთაისის ფილიალის ერთობლივი სოციალური პროექტი ,,კანონის უზენაესობა სამართლიანობი...
21/05/2025

👉ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის" და საიას ქუთაისის ფილიალის ერთობლივი სოციალური პროექტი ,,კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის"
👉 ქალთა ბავშვთა უფლებები
👇იურისტი ზაალ გორგიძე

👉ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის" და საიას ქუთაისის ფილიალის ერთობლივი სოციალური პროექტი
👇კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის
👉 ქალთა ბავშვთა უფლებები
👇იურისტი ზაალ გორგიძე

🟢საიას ქუთაისის ფილიალის უფლებების სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.🟢უფლებების სკოლის მოსწავლეებისთვის სემ...
15/05/2025

🟢საიას ქუთაისის ფილიალის უფლებების სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
🟢უფლებების სკოლის მოსწავლეებისთვის სემინარები საიას ქუთაისის ფილიალის სტაჟიორებმა ჩაატარეს. ტრენინგების თემებს წარმოადგენდა შეკრებისა და გაერთიანების უფლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები.
🟢უფლებების სკოლა მიზნად ისახავს მონაწილეებისათვის ადამიანის უფლებების შინაარსისა და მათი რეალიზაციის საკითხებზე ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას.

👉ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის" და საიას ქუთაისის ფილიალის ერთობლივი სოციალური პროექტი,,კანონის უზენაესობა სამართლიანობის...
14/05/2025

👉ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის" და საიას ქუთაისის ფილიალის ერთობლივი სოციალური პროექტი
,,კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის"
👉 ბავშვის უფლებათა სამართლის აქტუალური საკითხები
👇საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე დარინე სალდაძე

👉ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის" და საიას ქუთაისის ფილიალის ერთობლივი სოციალური პროექტი
👇კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის
👉 ბავშვის უფლებათა სამართლის აქტუალური საკითხები
👇საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე დარინე სალდაძე

📣 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს - “ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში ...
14/05/2025

📣 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს - “ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ”. ანგარიში შეეხება 2024 წლის 28 ნოემბერიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მიზნით.
⭕ დოკუმენტირების ანგარიშის მომზადების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების 11 ორგანიზაცია მონაწილეობდა. დოკუმენტირება ეყრდნობა როგორც საჯარო ინფორმაციას, ასევე საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ძალადობის მსხვერპლების მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებს და მათთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუებს.
იხილეთ ანაგრიში ➡ https://gyla.ge/.../adamianis-uplebata-krizisi...

📣 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს - “ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ”. ანგარიში შეეხება 2024 წლის 28 ნოემბერიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მიზნით.

⭕ დოკუმენტირების ანგარიშის მომზადების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების 11 ორგანიზაცია მონაწილეობდა. დოკუმენტირება ეყრდნობა როგორც საჯარო ინფორმაციას, ასევე საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ძალადობის მსხვერპლების მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებს და მათთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუებს.

იხილეთ ანაგრიში ➡ https://gyla.ge/post/adamianis-uplebata-krizisi-dokumentirebis-angarishi

👉ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის" და საიას ქუთაისის ფილიალის ერთობლივი სოციალური პროექტი ,,კანონის უზენაესობა სამართლიანობი...
07/05/2025

👉ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის" და საიას ქუთაისის ფილიალის ერთობლივი სოციალური პროექტი ,,კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის"
👉 შრომითი ურთიერთობები
👇იურისტი თამარ ფაჩულია

👉ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის" და საიას ქუთაისის ფილიალის ერთობლივი სოციალური პროექტი
👇კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის
👉 შრომითი ურთიერთობები
👇იურისტი თამარ ფაჩულია

🔵 საიამ 15 საერთაშორისო მექანიზმს წერილობითი კომუნიკაციით მიმართა. კომუნიკაცია შეეხება საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებუ...
01/05/2025

🔵 საიამ 15 საერთაშორისო მექანიზმს წერილობითი კომუნიკაციით მიმართა. კომუნიკაცია შეეხება საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებულ რეპრესიულ კანონებს - „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს - რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების საარსებო სივრცეს ავიწროებს და ქართული ოცნების მიერ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს.
🔹კომუნიკაცია ადრესატებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ქართულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას.
კომუნიკაციის ადრესატები არიან:
⭕ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი;
⭕ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი;
⭕ გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტი;
⭕ გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებების კომიტეტი;
⭕ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი;
⭕ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი;
⭕ გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი;
⭕ გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის საკითხზე;
⭕ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხზე;
⭕ გაეროს სპეციალური მომხსენებელი გამოხატვის თავისუფლების საკითხზე;
⭕ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებების დამცველთა საკითხზე;
⭕ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოსამართლეთა და ადვოკატთა დამოუკიდებლობის საკითხზე;
⭕ გაეროს სპეციალური მომხსენებელი თვითნებური დასჯის საკითხზე
გაეროს სპეციალური მომხსენებელი პირადი ცხოვრების დაცვის საკითხებზე;
⭕ ეუთოს სამდივნო.
ვრცლად ⬇
https://gyla.ge/.../GYLA-tserilobiti-komunikacia...

https://gyla.ge/post/GYLA-tserilobiti-komunikacia-represiulikanonebi

🟢საიას ქუთაისის ფილიალის უფლებების სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.🟢უფლებების სკოლის მოსწავლეებისთვის სემ...
30/04/2025

🟢საიას ქუთაისის ფილიალის უფლებების სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

🟢უფლებების სკოლის მოსწავლეებისთვის სემინარები საიას ქუთაისის ფილიალის სტაჟიორებმა ჩაატარეს. ტრენინგების თემებს წარმოადგენდა გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, საკუთრების უფლება.

🟢უფლებების სკოლა მიზნად ისახავს მონაწილეებისათვის ადამიანის უფლებების შინაარსისა და მათი რეალიზაციის საკითხებზე ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას.

📣 საიამ უკანონო პატიმრობაში მყოფი, ,,ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლე...
28/04/2025

📣 საიამ უკანონო პატიმრობაში მყოფი, ,,ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.
➡ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა:
⭕ თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი),
⭕ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი),
⭕ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი),
⭕ გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი),
⭕ კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება),
⭕ უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი).
📣 იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევების ნაწილზე საქმის განხილვა ჯერ არ არის დასრულებული, დღეს გაგზავნილი საჩივარი აღნიშნულ დარღვევებს არ მოიცავს და მათზე სტრასბურგის სასამართლოში დავა, შედეგების შესაბამისად, ეროვნულ დონეზე საქმის განხილვის დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი.
ვრცლად ➡ https://www.gyla.ge/.../mzia-amaglobelis-saqme...

ვრცლად ➡ https://www.gyla.ge/post/mzia-amaglobelis-saqme-strasburgshi-gaigzavna

Address

საიას ქუთაისის ფილიალის მისამართია: კოსტავას ქუჩა #11

4600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საია ქუთაისი.Gyla Kutaisi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to საია ქუთაისი.Gyla Kutaisi:

  • Want your practice to be the top-listed Law Practice?

Share