28/11/2025
ძალიან ვწუხვარ ამის გაკეთება რომ მიწევს, მაგრამ სხვა გაზა არ რჩება, ამ ბანკის შესახებ ინფორმაცია მინდა გავუზიარო საზოგადოების ფართო მასებს, იმისთვის რომ შეცდომით არ მოტყვილდნენ ამ ორგანიზაციის სახელწოდებით „ბანკი“ და არ მიანდოთ მათ თქვენი აქტივები. მე ადვოკატი ვარ, ტოგო ჭელიძე, და მინდა გაგიზიაროთ ჩემს პრაქტიკაში დაფიქსირებული სამწუხარო შემთხვევა, რაც ჩემს კლიენტებს შეემთხვათ და სამწუხაროდ უკვე მე-5 საბანკო (სამუშაო) დღეა ვერ ვახერხებთ ამ პრობლემის დაძლევას. ჩემს კლიენტებს როგორც ისინი განმარტავენ მათ კუთვნილ საბნკო ანგარიშზე რომელიც გახსნილი ჰქონდათ ხალიკ ბანკში, გუგლის მიერ დაერიცხათ მათი იუთუბ არხების მონეტიზაციის შედეგად მიღებული თანხები. ეს „ბანკად“ წოდებული ორგანიზაცია (კანტორა) დღემდე აფერხებს მათ ფულად სახსრებს და არ ურიცხავს მათ ანგარიშზე, მიუხედავად იმისა რომ მათ მიერ უკვე მიწოდებულია იქნა უკლებლივ ყველა დოკუმენტაცია რაც მოთხოვნილი იქნა. დადგენილია როგორც თანხის გადმომრიცხავი დაწესებულება გუგლი, ასევე თანხის მიმღები პირი, დადგენილია გადმორიცხვის საფუძველი, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო არც თანხას ურიცხავენ და არც განმარტებას აძლევენ თუ რატომ არ ურიცხავენ თანხას. წერილობით მიმართეს და მოითხოვეს წერილობით დაესაბუთებინათ თანხის შეკავების მოტივიდა სამართლებრივი საფუძვლები, რათა ეროვნულ ბანკს როგორც მარეგულირებელ ორგანოს შეესწავლა მათი ქმედების კანონიერების საკითხი, მიუხედავად ამისა აბსოლუტური სიჩუმე, თითქოს არავის მიუმართავს და არაფერი მომხდარა. მომხმარებლის მიმართ ასეთი უპატივცემულობა და აგდებული ზერელე დამოკიდებულება , ყოველგვარ ზღავარს ცდება. ჩვენ ამ საკითხს სამართლებრივ რეჟიმში არ დავტოვებთ შესაბამისი სანქციების გარეშე, მაგრამ სამოქალაქო პოზიციიდან გამომდინარე თავს უფლება ვერ მიცეცი არ გამეზიარებინა საზოგადოებისთვის, როგორც პოტენციურად ასეთი სიტუაციით დაზარალებულებისათვის ჩვენი ქეისი. საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia Halyk Bank