11/07/2025
რა უნდა გავითვალისწინოთ სამშენებლო კომპანიის შერჩევისას
👇
დღესდღეობით, საქართველოს ბაზარზე საკმაოდ ბევრი სამშენებლო კომპანია ოპერირებს, რომელთა სახელებიც მეტნაკლებად ცნობილია საზოგადოებისთვის. შესაბამისად, მომხმარებელს არჩევანის საშუალება ნამდვილად აქვს, მაგრამ არჩევანის სისწორეში დასარწმუნებლად და კომპანიის სანდოობის განსაზღვრისთვის, რამდენიმე ფაქტორზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება:
• აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენ მიერ შერჩეული სამშენებლო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. ფინანსურად არამდგრადი კომპანიისგან, ნამდვილად არ უნდა ელოდოთ, რომ პროექტს დადგენილ ვადებში ჩაგაბარებთ, ან ხარისხიანად აშენებულ სახლში მოგიწევთ ცხოვრება. ფინანსური კრიზისის გამო, შესაძლოა, მშენებლობა გაურკვეველი ვადით შეჩერდეს ან სხვა სამშენებლო კომპანიას გადაეცეს, რაც მომხმარებელს წინასწარ არ ჰქონდა გათვლილი და ფინანსურ ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
• უძრავი ქონების შერჩევისას, მშენებარე მდგომარეობაში, მნიშვნელოვანი ადგილი სამართლებრივ ინფორმირებულობას უჭირავს, რათა შემდგომი გართულებები თავიდან აირიდოთ.
• იმისათვის, რათა ბინის შემძენი ჩაითვალოს უძრავი ნივთის მესაკუთრედ და წარმოეშვას მესაკუთრის უფლება-მოვალეობები, აუცილებელია 2 კომპონენტის დაცვა:
1. ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება
2. საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრაცია.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
www.lawyersalomekavshbaia.ge