ადვოკატი გიორგი მახარაძე/lawyer Giorgi Makharadze

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ადვოკატი გიორგი მახარაძე/lawyer Giorgi Makharadze

ადვოკატი გიორგი მახარაძე/lawyer Giorgi Makharadze იურიდიული მომსახურება

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები, სადაც პოლიციელები მოქალაქეზე ფიზიკურად ძალადობენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძალ...
27/05/2026

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები, სადაც პოლიციელები მოქალაქეზე ფიზიკურად ძალადობენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძალადობას, იძულებას, მუქარასა და ზემოქმედებას აქვს სისტემური ხასიათი.

ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში ჩნდება ობიექტური კითხვები: ბოლოს და ბოლოს ვინ უნდა მოახდინოს მათზე საფუძვლიანი რეაგირება? როდის უნდა დასრულდეს "თავზე ხელის გადასმის" და ჩაფარცხვის პრაქტიკა? როდის უნდა დაიჯეროს ზოგიერთმა მოსამართლემ რომ ასეთი უმსგავსობები ხდება?

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ადამიანი საუბრობს „ჩადებების“, ძალის გადამეტების, უკანონო დაკავებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებზე. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც სამართალდამცავი, რომელსაც კანონის დაცვა ევალება, თავად იქცევა კანონის დამრღვევად.

პოლიციის ეთიკის კოდექსი მბობს: "პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად უნდა ემორჩილებოდეს და პატივს სცემდეს მას.“ „პოლიციელი საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში.“„პოლიციელი უნდა იყოს ყურადღებიანი, თავდაჭერილი და კანონთან ერთად ხელმძღვანელობდეს ზნეობრივი ნორმებით.“ „პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.“

სამწუხაროდ, პრაქტიკაში ხშირად სრულიად საპირისპიროს ვხედავთ, გავრცელებულ კადრებში ასახულ და სხვა ამგვარ ქმედებებს უნდა მიეცეს უმკაცრესი სამართლებრივი შეფასება. დაუსჯელობის სინდრომი დამღუპველია სახელმწიფოსთვის!

კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს ! მათ შორის მათთვისაც, ვისაც მისი აღსრულება ევალება !

პოლიციელის მიერ ძალადობას არ შეიძლება ამართლებდეს მიზეზი!

c.

 #მოსამართლეებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! #ვუსურვებ წარმატებებს, მაღალი პროფესიული სტატუსის ღირსეულად, მიუკერძოებლად, კეთი...
15/05/2026

#მოსამართლეებს ვულოცავ პროფესიულ დღეს!
#ვუსურვებ წარმატებებს, მაღალი პროფესიული სტატუსის ღირსეულად, მიუკერძოებლად, კეთილსინდისიერად და სამართლიანად ტარებას!
#გვახარებსთქვენისამართლიანიგადაწყვეტილებები!

📣 ჩემს ერთ-ერთ საქმეზე, დაცვის მხარის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა არასრულწლოვანი და შშ...
13/05/2026

📣 ჩემს ერთ-ერთ საქმეზე, დაცვის მხარის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა არასრულწლოვანი და შშმ ბავშვის უფლებების შესაძლო დარღვევის საკითხი, რომელიც საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს უკავშირდებოდა.

საქმე ეხებოდა ვითარებას, როდესაც ბრალდებულის დაკავებისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს სახლში, ოთახებში გამოკეტილი იმყოფებოდნენ მისი არასრულწლოვანი შვილი და სტუმრად მყოფი შშმ ბავშვი ასევე მეუღლე. მოწმეების განმარტებით, ბრალდებულის შვილი განუწყვეტლივ ტიროდა, ხმაური, დაძაბულობა და ოჯახის წევრების იზოლაცია მასზე ფსიქოლოგიურად მძიმედ მოქმედებდა. ასევე, ოჯახის წევრებს არ მიეცათ საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

საქმის შესწავლის შემდეგ მასალები გადაიგზავნა შსს გენერალურ ინსპექციაში, თუმცა პოლიციელებმა განმარტეს, თითქოს სახლში არასრულწლოვნები საერთოდ არ იმყოფებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს არაერთი მოწმის ჩვენება ადასტურებდა.

სახალხო დამცველმა ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნა, რომ: „გამოწვევად რჩება საპოლიციო, სამართალდარღვევაზე რეაგირებისა და საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელებისას სრულწლოვანი პირების თანმხლები, საცხოვრებელ ადგილას მყოფი არასრულწლოვნების დროული განრიდება, მათი საუკეთესო ინტერესების დაცვა და ემოციური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ორიენტირებული პრევენციული ღონისძიებების გატარება.“

⚖️ მსგავსი საკითხების დაყენება და სისტემური პრობლემების გამოკვეთა მნიშვნელოვანია, რათა ბავშვთა და შშმ პირთა უფლებების დაცვის სტანდარტები პრაქტიკაში რეალურად გაძლიერდეს.
https://www.ombudsman.ge/res/docs/2026040108450417707.pdf

📌 კიდევ ერთი ჩვენს წარმოებაში არსებული საქმე მოხვდა ✅ 2026 წლის 31 მარტის საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარ...
03/05/2026

📌 კიდევ ერთი ჩვენს წარმოებაში არსებული საქმე მოხვდა ✅ 2026 წლის 31 მარტის საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში.

⚠️სისხლის სამართლის საქმეში 🎥 ვიდეოჩანაწერი ხშირად გადამწყვეტი მტკიცებულებაა. ერთ-ერთ საქმეზე დაცვის უფლების განდორციელების მიზნით ვითხოვდი არა ჩანაწერის გადმოცემას, არამედ მის შენახვას, რათა სასამართლოს განჩინებამდე არ წაშლილიყო, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო უარს აცხადებდა მის დაარქივებაზე.

⚖️ ✅სახალხო დამცველმა ეს შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის უგულვებელყოფად შეაფასა ❗️ და სწორად აღნიშნა, რომ ეს არის საკანონმდებლო პრობლემა და უნდა განისაზღვროს დაცვის მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ვიდეოჩანაწერის დაარქივებისა და შენახვის ვალდებულება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის!

❗️მტკიცებულების დაუბეკოლებლად მოპოვების რეალური შესაძლებლობა მხოლოდ ბრალდების მხარეს არ უნდა ჰქონდეს.

📣საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში, დაცვის უფლების ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, არაერთ შემთხვევაში მივმართე საქართველოს სახ...
03/05/2026

📣საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში, დაცვის უფლების ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, არაერთ შემთხვევაში მივმართე საქართველოს სახალხო დამცველს.

✅2026 წლის 31 მარტის საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში პირდაპირ აისახა ერთ-ერთი საქმის გარემოება, რომ ადვოკატის განცხადებით დაწყებული შესწავლის შედეგად გამოიკვეთა შესაძლო სისტემური პრობლემა -ხელშეშლა დაცვის უფლების განხორციელებაში.

ადვოკატს არ უნდა ექმნებოდეს სამართალდამცავი ან სხვა ორგანოების მხრიდან ბარიერები დასაცავ პირთან შეხვედრამდე. ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეხვედრა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ! ყოველგვარი უსაფუძვლო შეფერხების გარეშე.

დაცვის უფლება ფორმალობა არ არის ! ეს სამართლიანი პროცესის საფუძველია.

15/03/2026

#ამოცნობა #სისხლისსამართალი #ადვოკატი #გამოძიება

2026 წლის  1 თებერვლიდან ძალაში შევიდა ახალი რეგლამენტი ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესა...
12/02/2026

2026 წლის 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა ახალი რეგლამენტი ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ.
1. „ტექნიკური რეგლამენტი – ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები“ განსაზღვრავს ცივი იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებსა და კატეგორიებს.

2. ეს ტექნიკური რეგლამენტი გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის.

მუხლი 2. ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები

1. ცივ იარაღად მიიჩნევა იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ცივ იარაღად უნდა ჩაითვალოს საგანი, რომელიც თავისი კონსტრუქციით, ზომებით და მასალით, ხოლო მოქმედების პრინციპით არის საჩეხი, მჩხვლეტავი, მჭრელი, მჩხვლეტავ-მჭრელი, მჩხვლეტავ-საჩეხი, დასარტყმელ-დამჩეხი, მჩხვლეტავ-ბასრი, მსხვრევად-დასარტყმელი ან კომბინირებული (მრავალსაგნობრივი).

3. ცივი იარაღის (გარდა მსხვრევად-დასარტყმელი ცივი იარაღისა) ძირითადი ნაწილებია პირი და სახელური. ცივ იარაღს პირსა და სახელურს შორის შეიძლება გააჩნდეს შემზღუდველი (დამცველი), რომელიც დარტყმის მომენტში ხელის მტევანს იცავს დაცურებისაგან.

მუხლი 3. ცივი იარაღის კატეგორიები

1. მჩხვლეტავ იარაღებს, მათ შორის, მიეკუთვნება:

ა) სტილეტი;
ბ) მახვილი;
გ) დაშნა;
დ) ქორდიკი (კორტიკი);
ე) ხიშტი.

2. მჭრელ იარაღებს, მათ შორის, მიეკუთვნება:

ა) დასაკეცი დანები;
ბ) არადასაკეცი დანები.

3. მჩეხავ იარაღებს, მათ შორის, მიეკუთვნება:

ა) ხმალი;
ბ) გორდა;
გ) საჩეხელა;
დ) მაჩეტე;
ე) ცული.

4. მჩხვლეტავ-ბასრ იარაღებს, მათ შორის, მიეკუთვნება:

ა) ხანჯალი;
ბ) სანადირო დანა;
გ) ფინური დანა.

5. მსხვრევად-დასარტყმელ იარაღებს, მათ შორის, მიეკუთვნება:

ა) საჯიგველი (კასტეტი);
ბ) კვერთხი;
გ) გურზი;
დ) ხელგულა.

6. დამზადების მიხედვით ცივი იარაღები იყოფა სამ ჯგუფად:

ა) ქარხნული იარაღები;
ბ) კუსტარული იარაღები;
გ) თვითნაკეთი იარაღები.

მუხლი 4. საგნის ცივ იარაღად კლასიფიცირების წესი

1. საგნის ცივ იარაღად კლასიფიცირების მიზნით, ტარდება კრიმინალისტიკური გამოკვლევა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი (ექსპერტი) ახორციელებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვლევისას ხორციელდება საგნის ვიზუალური დათვალიერება-აღწერა, მათ შორის, დგინდება საგნის პირის ზომა, კონსტრუქციის სიმტკიცე და დრეკადობა.

3. არადასაკეცი და დასაკეცი დანები, ასევე სხვადასხვა სახის ხელსაწყოები და საგნები (გარდა მსხვრევად-დასარტყმელი ცივი იარაღისა) მიეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას, თუ მათი პირის მაქსიმალური სიგრძე 40 მმ და მეტია.

4. საგანი კლასიფიცირდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ცივ იარაღად, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვლევისას დადგინდა, რომ საგანი უძლებს არანაკლებ 1 კგ-ის ოდენობით დატვირთვას (გარდა მსხვრევად-დასარტყმელი ცივი იარაღისა).

5. ცივი იარაღის კონსტრუქციის სიმტკიცე და დრეკადობა დგინდება შემდეგი თანმიმდევრობით: ცივი იარაღი მაგრდება გირაკში, რის შემდეგაც 1 კგ-ის ოდენობით დატვირთვა მოედება ცივი იარაღის ორივე მხარეს, მართობის მიმართულებით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის შემდეგ ცივი იარაღი არ უნდა განიცდიდეს ნარჩენ დეფორმაციას მისი საერთო სიგრძის 5%-ზე მეტად.

7. საგნის ცივ იარაღად კლასიფიცირების მიზნით, ნებისმიერი გამოსაკვლევი საგნის (მოწყობილობის) გამოცდა უნდა ჩატარდეს არანაკლებ 3-ჯერ.

https://makharadzelaw.ge/
28/01/2026

https://makharadzelaw.ge/

Professional legal services with integrity and results. Experienced attorney specializing in criminal defense, family law, business law, and more.

🎓
26/07/2025

🎓

  2025 წლის 25 ივლისს, საქართველოს საკონსტ...

15/07/2025

Address

Batumi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი გიორგი მახარაძე/lawyer Giorgi Makharadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ადვოკატი გიორგი მახარაძე/lawyer Giorgi Makharadze:

Share